ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, ნათქვამია: „დაუწესდეს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“.

კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

“ხაზს ვუსვამთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას ვუწევთ პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით;

ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციების დაწესების გზით ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებას,”- ნათქვამია რეზოლუციაში.

მსგავსი თემები