,,საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში. მისი თქმით, თანამშრომლობის შედეგად, სახალხო დამცველის ოფისი ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარმოშობს კვლავ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ, ერთგულ პროფესიონალს. „სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე და ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდი გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით…

მეტი...

ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ოლაფ შოლცმაა და  ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ამასთან, ოლაფ შოლცმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში. გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოძებნოს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. თავის მხრივ, პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის შეიარაღების გადაცემით და უკრაინელი სამხედროების წვრთნით, დასავლეთის ქვეყნები დესტრუქციულ როლს თამაშობენ.  

მეტი...

,,არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა”- კელი დეგნანი

,,ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს,”– ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის. „ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს. ვეცნობით ახალ დოკუმენტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას, რომელიც ახლა გახდა საჯარო. უმეტესი მათგანი ჯერ ქართულ ენაზეა და გაცნობის პროცესში ვართ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ჯანმრთელობის შესაბამისი მკურნალობა და უფლებები უნდა იყოს დაცული. სწორედ ამ დოკუმენტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა კელი…

მეტი...

,,აფხაზეთის პარლამენტს” აქვს ყველა შესაძლებლობა სანქციებს გაუმკლავდეს – დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. როგორც ვოლოდინმა განაცხადა, ახლა გამოწვევების დრო დგას და მათი დაძლევა მხოლოდ ერთად ყოფნით არის შესაძლებელი. „დღეს გამოწვევების დრო დგას და ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ იქიდან რომ სახელმწიფო სათათბიროსა და აფხაზეთის პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გამოწვევები დაძლიოს, სანქციებს გაუმკლავდეს. რისთვისაც საჭიროა, რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის, დიალოგის გარეშე კი ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დუმის სპიკერმა.

მეტი...

ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო. უწყების ცნობით, გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა(პოლონეთი)  და ბრნოში (ჩეხეთი). ,,შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას” – აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, უცნობმა პირებმა ვატიკანში უკრაინის ელჩის რეზიდენციის შესასვლელი დააზიანეს, ხოლო ყაზახეთში საელჩომ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა, ხოლო აშშ-ში უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის…

მეტი...

,,კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება”- პესკოვი ბაიდენის განცხადებას აფასებს

,,ჯო ბაიდენმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ”მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის”. „აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს რაიმე სახის საერთო ნიადაგის, ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.   ,,მზად ვარ პუტინს ვესაუბრო”- ჯო ბაიდენი – (mcm.ge)

მეტი...

,,ვმსჯელობთ, რა ფორმით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახალხო დამცველი”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით იქნება ჩართული სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. ომბუდსმენის თქმით, გაეცნო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, თუმცა მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. ,,ჩვენ გადმოგვეცა დასკვნა კონფიდენციალურად. ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს დასტური, რომ მე, ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დიაგნოზების და დასკვნის შინაარსის თაობაზე. ამიტომ ამ გარემოებებს დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა უფრო მეტადაც ვისაუბრებთ. ჩემ სამედიცინო კონსილიუმთან აქტიური კონსულტაციები მაქვს, გავაცანით ეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე 3 დეკემბერს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 3 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ…

მეტი...

,,გაუგებარია ჩეხეთის ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება” – შემოსავლების სამსახური

,,გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ეჭვის შეტანა,”-  ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განმარტებით, მედიაში გავრცელებული განცხადება, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით,…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება”- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მისი თქმით, გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს და პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვეს. „ახლა ვიმყოფები კიევში. უკრაინაში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით, პოლიტიკური ელიტა, დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ერთ კითხვას, და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით. მოგეხსენებათ,…

მეტი...

,,ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყო მიხეილ სააკაშვილის უფლებები. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან, ასევე მის უფლებების საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოს საქმეა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ელჩმა.

მეტი...

,,ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატმა  კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა. ,,პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა”, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

,,ნიმუშები ავიღეთ, მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა”- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა და შესაბამისი ნიმუშებიც აიღეს. ,,ნიმუშები ავიღეთ რაც გვჭირდებოდა, თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ ამ საქმეზე. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, მე იურისტი გახლავართ”,- განაცხადა გამომძიებელმა. 

მეტი...

ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებისთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა…

მეტი...

,,გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაცმოძრაობის“ ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური”- ანრი ოხანაშვილი

,,გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაცმოძრაობის“ ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პიარკამპანია ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის საფუძველი. „მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენით არის მიცემული. სასჯელს იხდის შესაბამისი მტკიცებულებებით გაჯერებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომ ეს თემა აქტუალური გახადონ. დააკვირდით, როგორც კი დაიწყო შიდა პოლიტიკური ძალთა გადანაწილება, რასაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლად აფასებს, ცდილობენ, ამ პოლიტიკური პარტიის ირგვლივ როგორღაც აქტუალობა შეინარჩუნონ. მერწმუნეთ და…

მეტი...

,,იციან, რომ სააკაშვილის საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. სარჯველაძის თქმით, რეალურად მათ არ აქვთ ისეთი დიაგნოზი, რომელიც კანონმდებლობით ადამიანის გათავისუფლების საფუძველს ქმნის ,,დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო ამ საქმის განმხილველ მოსამართლედ, აუცილებლად წინასწარ ანონსს გამოაცხადებდნენ, რადგან თვითონ იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. დიაგნოზი არ თქმულა. აი, რომ ჰქონდეს დადასტურებული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც, რომელიც იწვევს ადამიანის გათავისუფლებისთვის საფუძვლის შექმნას, ამას დაფარავდნენ, არ გაამჟღავნებდნენ, როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ,…

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეპარქიებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სამ რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჟიტომირის, როვნოს და იმიერკარპატების ოლქში მიმდინარეობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიიღება ზომები „რელიგიური თემების „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის დასაცავად პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან“.

მეტი...

ძლიერი ხანძარი რუსთავში – ცეცხლი სავარაუდოდ,  ელექტროსადენებს გაუჩნდა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული კარაქის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი სავარაუდოდ,  ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.    

მეტი...

,,ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს, როდესაც ექიმებს კი არა, პიარკომპანიას ქირაობენ. „ჩემთვის საკვირველია, ადამიანისთვის, რომელზეც ამბობენ, რომ ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, ექიმებს კი არა, ქირაობენ პიარკომპანიას, რომელმაც საკითხი მსოფლიო პრესას უნდა მოსდოს. ამ შემთხვევაში უკვე ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს. შესაბამისად, არ მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იყოს მათივე ოჯახის წევრის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სამხარაძემ.

მეტი...

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.  თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების კუთვნილი 8 ათასი დოლარი მოიპარეს. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა, ინიციალებით მ.ი.-ს საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რის შედეგადაც, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით,  დაკავებულები სავაჭრო ცენტრში უცხოური სანომრე ნიშნის ავტომობილით მივიდნენ.

მეტი...

,,საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობა“ გაღატაკებულია”- გია ვოლსკი

,,ერთმანეთის მიმართ ცინიკურად საუბრობენ თუ ნიშნის მოგებით, ნამუსის შენახვით თუ ნამუსის შეუნახავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც,  „ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ წვლილი შეეტანათ კონსოლიდაციასა და პარტიის გაერთიანებაში, სხვა ინტერესები ამოძრავებდათ და ნამუსი ძალიან ბევრს შევუნახე” „არ არის პოზიტიური, რომ საქართველოში არსებობს ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია, რომელიც ორიენტირებულია, როგორ დააზიანოს თავისი ქვეყანა. დაზიანებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი აქვს ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, იქნება…

მეტი...

,,სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორი ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც”- ელენე ხოშტარია

„მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,”- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ  სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. „მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს, მისი დაპირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის. ამოცანაა, რომ ხალხმა საუბარი დაიწყოს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, არ გვაქვს სასამართლო. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ არ მივცეთ ამის უფლება?!…

მეტი...

,,დუმის დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს”- გია ვოლსკი

,,დუმის დეპუტატის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ რუსეთს ხელში ჩაუგო არამარტო საქართველოს ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები. „ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არამარტო ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის დეპუტატის ჩასვლა არის…

მეტი...

რუსეთს უკრაინის დაპყრობის და ლიდერების ლიკვიდაციის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა – კვლევა

გასაჯაროებული რუსული დოკუმენტების თანახმად, რუსეთს უკრაინის დაპყრობის და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა. ამის შესახებ ბრიტანეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის“ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გეგმავდა. გეგმების სრული მასშტაბები რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის გეგმა, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ, ხოლო ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს. დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და…

მეტი...

,,სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ და „ქართულ ოცნებას“ პრობლემები მოეხსნება?! – ასე, არ არის”- პაატა მანჯგალაძე

,,ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ   განაცხადა. დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ  სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ,,იმედს ვიტოვებ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ზონდერ მოსამართლეების აქეთ-იქით გადაყვანა არ ვიცი რას ემსახურება. ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს “ქართულ ოცნებაში”, რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები? სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ და “ქართულ ოცნებას” პრობლემები მოეხსნება?! ასე, არ არის. იქნებ, ვინმეს გაუნათდეს გონება. არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩატოვოთ საპატიმროში, ლეტალურად დასრულდება, ამას…

მეტი...

პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა. „თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში”- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების”, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ალასანია ყველას მოუწოდებს თავის შეკავებისკენ და მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან. „გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მიშას მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან…

მეტი...

,,სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება  არ მოხდება, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.  ადვოკატის თქმით, საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე იქნება. „არევაძეს ერთ-ერთი განაჩენი აქვს გამოტანილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. მისი გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და როგორც ჩანს, ამ პრინციპით დაეწერა. ამას გავარკვევთ, რა მეთოდით იქნა დაწერილი გიორგი არევაძეზე. გიორგი არევაძე გამოცდილი მოსამართლეა, მასთან ჩვენ არაერთ საქმეზე გვიმუშავია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, გათავისუფლება არ მოხდება, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. სასამართლო მსვლელობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სერიოზული…

მეტი...

რუსეთმა ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის რაკეტა გამოსცადა

რუსეთის თავაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის რაკეტა გამოსცადა. უწყების ცნობით,  ტესტირებამ წარმატებით ჩაირა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაკეტა ყაზახეთში, სარი შაგანის საცდელი პოლიგონიდან გაუშვეს. გენერალ-მაიორმა სერგეი გრაბჩუკის განმარტებით, სამხედროებმა დავალება წარმატებით შეასრულეს და პირობით მიზანს მოცემული სიზუსტით დაარტყეს.

მეტი...

ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, ზეთი 10.1%-ით გაძვირდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ცნობით, ერთწლიან პერიოდში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.0 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტი, უალკოჰოლო სასმელები – 22.0 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 19.5 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტი, ხილი – 6.9 პროცენტი.

მეტი...

,,ჩვენი ხალხია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად”- პუტინი ანექსირებული რეგიონების მცხოვრებლებზე

,,ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებზე საუბრისას განაცხადა. „ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი ხდება, რატომ დავუჭირეთ მხარი და საბოლოოდ რატომ გადავწყვიტეთ დონეცკისა და ლუგანსკის და კიდევ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, მათი მიღება რუსეთის ფედერაციაში. ავიღოთ, მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები. როგორ შეიძლება გოგონა, რომლის გვარი ფიოდოროვაა და ცხოვრობს ლუგანსკის რესპუბლიკაში, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში მცხოვრები გოგონებისგან, რომელთა გვარიც ფიოდოროვაა? ის არაფრით განსხვავდება! ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ…

მეტი...

„რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს”- რუსეთმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა

დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის რაიონის თემები მძიმე არტილერიით დაბომბეს. „რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით ურტყამდნენ რაიონს“, – აღნიშნა რეზნიჩენკომ. ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ოკუპანტებმა 40-მდე ჭურვი ისროლეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

მეტი...

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვირირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვარკეთილში, საცხოვრებელ კოსპურში ხანძარია – (mcm.ge)

მეტი...

საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა ირანის მოქალაქემ დაუკვეთა – მედია

ამერიკულმა გამოცემა, The Washington Post ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს წინააღმდეგ, ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობა ირანის მოქალაქე შაჰრამ პურსაფმა დაუკვეთა, რომელმაც 2020 წელს  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა. „დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ სწორედ პურსაფიმ დაუკვეთა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის იციკ მოშეს მკვლელობა. ირანს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა სია, რომელსაც მათი რეჟიმისთვის საშიშად მიიჩნევენ. თეირანის სამიზნეა: ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, თურქეთისა და ევროპის მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებები, რომლებიც ირანის რეჟიმს აკრიტიკებენ.…

მეტი...

ვარკეთილში, საცხოვრებელ კოსპურში ხანძარია

ვარკეთილში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

მეტი...

,,დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე… ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, კიდევ ორმადიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო მუქარის შემცველი წერილები. მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული, ფართომასშტაბიანი კამპანია უკრაინის წინააღმდეგ საზღვარგარეთ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ  უკრაინის ზოგიერთმა საელჩომ მიიღო წერილები „ძალიან კონკრეტული მუქარით“. “თუ მათ უკვე დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე… ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, ისინი ცდილობენ ჩვენს შეჩერებას… ყველა კონვერტი მიღებისას წითელ სითხეში იყო გაჟღენთილი”, – განაცხადა კულებამ.

მეტი...