,,ივანიშვილმა პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში”- სალომე სამადაშვილი

,,ივანიშვილმა, როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში ,”- ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიმულაციაა, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ გამოჩნდეს.

„ქართულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში, სხვა ახსნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აღარ აქვს. მე გუშინ მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, სიმართლე გითხრათ, გამიჩნდა ეჭვი, რომ მას არ მიეცემოდა დღეს საზოგადოების წინაშე გამოჩენის შესაძლებლობა, საზოგადოება, ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ სულისშემძვრელად შეაფასებდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არის საქართველოს პრეზიდენტი. “ქართული ოცნება ” მორიგ ჯერზე სიცრუეს ავრცელებს – გაუგებარია, თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიმულაციაა, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ გამოჩნდეს, როცა ამას მოითხოვს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ, მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები