,,ევროპარლამენტარებისგან მივიღე გზავნილი, რომ შევწყვიტო შიმშილობა”- მიხეილ სააკაშვილი

,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი.

მისი თქმით, მრავალი თვის განმავლობაში იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული.

„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა.

მსგავსი თემები