ევროპარლამენტარი, ჰუმანიტარული სტატუსით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც სტრასბურგში, მიხეილ სააკაშილის ოჯახთან ერთად ბრიფინგი გამართა, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. „მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. მივმართავთ მთავრობას, გაათავისუფლოს პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც მიიღებს ევროპული პარლამენტი ოთხშაბათს“, – განაცხადა ევროდეპუტატმა ევროპარლამენტში სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად. “პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა” – სააკშვილის შვილი ევროპარლამენტიდან

მეტი...

“პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა” – სააკშვილის შვილი ევროპარლამენტიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველო მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. „არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს“, – აღნიშნა ედუარს  სააკაშვილმა სტრასბურგში. მისი შეფასებით,  დღეს ის იძულებულია, ამ მაღალი ტრიბუნიდან საჯარო განცხადებები გააკეთოს. „მამაჩემს ვხედავ, უფრო და უფრო სუსტად არის.  ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი აი, ასეთ მდგომარეობაშია. პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6…

მეტი...

“ლეტალური შედეგის მომატებული რისკია… 14 წამალს აძლევენ, ერთ-ერთი რუსეთში წარმოებულია და ძალიან ცუდად მოქმედებს” – ამერიკელი ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

“ლეტალური შედეგის მომატებული რისკია… 14 წამალს აძლევენ, ერთ-ერთი რუსეთში წარმოებულია და ძალიან ცუდად მოქმედებს” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დი ანჯელო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რა ტიპის მკურნალობა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და რატომ და რატომ ვერ ხერხდება ეს საქართველოს კლინიკაში. „რატომ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა და რატომ უნდა გაიყვანონ საქართველოდან,  როგორც დოქტორმა დევიდ სმიტმა თქვა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ბიოფსიის კვლევა, მას აქვს ვერცხლისწყალი და დარიშხანი ორგანიზმში და სჭირდება დეტოქსიკაცია, არსებობს მომატებული რისკი ლეტალური შედეგების, ასევე თეთრი სხეულია შემცირებული. ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა ამის შეჩერება. მას ასევე…

მეტი...

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად” – ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი გააგრზელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია. ევროკომისრის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – წერს ვარჰეი.

მეტი...

„პრემიერი ისევ ტყუის, მე მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს, ანაკლიის პორტი აშენდეს” – მამუკა ხაზარაძე

პრემიერი ისევ ტყუის. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს, ანაკლიის პორტი აშენდეს. არბიტრაჟის დავაც ამას ემსახურება, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, პორტი ააშენოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი. „თუ 51 პროცენტში სახელმწიფოს 300-350 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის პროექტში, გაეცათ საერთაშორისო ბანკებისთვის 50 მილიონი დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა. ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული. სად არის აქ ლოგიკა? 1. გაეცით 50 მილიონი გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინეთ შეწყვეტილი კონტრაქტი. 2. დააბრუნეთ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტეთ საარბიტრაჟო დავა 3. მალევე…

მეტი...

პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შეუშვეს

საქართველოს მთავრობამ  პუტინის კრიტიკოსისთვის საზღვარი ჩაკეტა. გამოცემა „ხოლოდის“ პოდკასტების რედაქტორი, ალექსეი პონომარიოვი, საქართველოში არ შეუშვეს. ჟურნალისტი საქართველოში ლატვიიდან ბრუნდებოდა, როცა ის თბილისის აეროპორტში ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეს, შემდეგ კი გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვა „სხვა მიზეზების“ გამო. ამის შემდეგ პონომარიოვი თვითმფრინავში ჩასვეს და კვლავ რიგაში გაამგზავრეს. პუტინის კრიტიკოს ჟურნალისტს უკვე ერთი წელია, თბილისში ბინა აქვს ნაქირავები და აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც ის საქართველოში, არ უნდა შემოეშვათ. ალექსეი პონომარიოვს არ დაურღვევია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამიტომ დარჩა მხოლოდ…

მეტი...

„საბოტაჟია, როცა სახელმწიფოს ხარჯზე გინდა პირადი კეთილდღეობა და არა ანაკლიის პორტის აშენება” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრატეგიული და ეკონომიკური მიმართულებითაც, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. მდინარაძის თქმით, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს პორტის აშენების ვალდებულებას. „ასეთი ობიექტის აშენების ვალდებულება იყო და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ სპეკულაციებს, სახელმწიფოსგან მოთხოვნებს ვალდებულებების შესრულების, რაღაც გარანტიების თავის თავზე აღების, ვისმენდით სპეკულაციებს და ამ სპეკულაციებს მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მილიარდზე მეტის მოთხოვნით. ანუ, პირობითად, შენ რომ დახარჯავ რამდენიმე მილიონს და შემდეგ ვალდებულებას არ შეასრულებ, ითხოვ, რომ ინფრასტრუქტურა მიგიყვანოს სახელმწიფომ, გარანტიები აიღოს…

მეტი...

„ გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ რა იქნება, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა. „გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს სავარაუდოდ არ გამოიყენებს, რადგან მას სიცოცხლე უყვარს. „მე ის მინახავს და მინახავს მისი სიცოცხლის სურვილიც. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. ის ძალიან გრძელ მაგიდასთანაც ამიტომ ზის. მას „კოვიდის“ თუ რაღაცის…

მეტი...

ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჩვენ, ნონა მამულაშვილი – პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი – პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად, ვერთვებით „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მამულაშვილის თქმით, ახლა ცვლილების შესაძლებლობა ჩნდება. „ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა. მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით – გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის. ცვლილებების სურვილისა და…

მეტი...

სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი. რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში, სანდრა რულოვსი, ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია  და მესამე  პრეზიდენტის  ამერიკელი ადვოკატი საერთაშორისო მედიას და ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. ხვალ სააკაშვილის საქმეზე საგანგებო მოსმენაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დაამტკიცებენ  რეზოლუციას, რომლის ტექსტშიც შევა შესწორებები. უფრო კონკრეტულად კი ჩაიწერება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა   კრიტიკულია და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალშია სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მეტი...

„როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება „ნეტფლიქსზე“ დევის ლეტერმანთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ლეტერმანმა მას ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა ომი, თუ ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად მოკვდება, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც მიხვდებიან, რომ…

მეტი...

„ არ მესმის, რას ნიშნავს „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“ – დმიტრო კულება

დმიტრო კულებას თქმით, კიევისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დასავლეთისგან ისმის. მისი თქმით, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ამასთან, კულებამ უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე განახორციელა თუ არა უკრაინამ რუსულ სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები. საქმე ეხება გასულ კვირას ენგელსისა და რიაზანის აეროდრომებზე თავდასხმას. „მე არ მესმის, რას ნიშნავს ფრაზა – „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“, პუტინი მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვანადგუროს, როგორც სახელმწიფო, როგორ ერი. თუ თქვენთან ბინაში მოვა მკვლელი და თქვენს მოკვლას ეცდება და მეზობელი ქალი იტყვის:…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ. „ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ. ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაიარად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხება.…

მეტი...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით  წარუდგინა, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, პირადი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და…

მეტი...

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს,…

მეტი...

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა

ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა. შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. ნორა კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

მეტი...

„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ” – ბადრი ჯაფარიძე

დადასტურებული ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა ხელისუფლება, მაგრამ დღეს პრემიერმა, ღარიბაშვილმა სიცრუით და ცილისწამებით ახალი მწვერვალები დაიპყრო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. ჯაფარიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ალბათ ღარიბაშვილის ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა. გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. ანაკლიაში იყო ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული, ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში, თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობაზე მიეღო ინფორმაცია. ტყუილია ინფორმაცია, რომელიც მან გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო…

მეტი...

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩართულობა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის”- ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“ – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში ომი დააბრუნა. „მოვისმინეთ მოწოდებები ევროკავშირის წარმომადგენლობის გაზრდისკენ, ინტეგრაციისკენ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტაციისკენ გამოწვევებისა და პარტნიორების განსხვავებული საჭიროებებისადმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე მე გთავაზობთ, გავაგრძელოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მამოძრავებელი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“,…

მეტი...

„ოპერაცია ჩატარებული აქვს…საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით,  ექსპრეზიდენტმა ოპერაცია 2021 წელს გაიკეთა. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდება ცნობილი რა სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული სააკაშვილს. „ოპერაცია ჩატარებული აქვს. დეტალებზე ვისაუბრებთ 14 დეკემბერს სასამართლო განხილვის პროცესში. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა. რასთან არის ეს დაკავშირებული გაჟღერდება ჩვენს შუამდგომლობაში. როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას. არის უამრავი ფაქტორები, რომელიც გაჟღერდება. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც „ვივამედი“ უკავშირებს და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტალური და ასევე, ლაბორატორიული, მათ დეტალურად აქვთ ასახული მათ თავიანთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,”- აღნიშნა…

მეტი...

,,რუსეთმა უკვე წააგო ომი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა უკვე წააგო ომი და მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. ,,რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი – მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მას შემდეგ რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. ეს მარტივია: სპეციალური ტრიბუნალი, სასჯელი ომის ავტორებისთვის და უკრაინის მიღება NATO-ში,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,მიმაჩნია, ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება მხოლოდ თავდაცვის ძალებში. დეპუტატს მიმაჩნია, რომ ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება. „ძლივს, ძლივს, როგორც იქნა, მთავრობამ გაიღვიძა. თავდაცვის კოდექსი მუშავდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უშუალოდ ვიყავი ჩართული, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი, სწორია. სტუდენტები არ უნდა მიდიოდნენ ყარაულებად არც სახელმწიფო დაცვის პოლიციაში და მით უმეტეს სასჯელაღსრულებაში. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა. ყველამ უნდა გაიაროს ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის დონეზე მომზადება. ისეთ რეგიონში და…

მეტი...

ნორა კვიციანი გარდაიცვალა

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს. „ნორიკო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, უღალატო თანამებრძოლო… ნათელში დაივანოს შენმა ლამაზმა სულმა, ღმერთთან ძალიან ახლოს! ყოველთვის, მიწიერი განსაცდელის ჟამს… შენ მუდამ ღმერთთან ახლოს იყავი! როცა რეჟიმმა უსამართლოდ დაგაპატიმრა, უმძიმეს პირობებში ღმერთს კი არ გაემიჯნე, პატიმრობის წლები ლოცვაში გაატარე და საკანი პატარა სამლოცველოდ გადააქციე… ციხიდან გამოხვედი და, ისევ უსამართლობას ეკვეთე! უკურნებელი სენის შესახებ როცა შეიტყვე, სულით კი არ დაეცი, პირიქით – უფალს მადლობა შესწირე, კიდევ უფრო მიუახლოვდი და მონაზვნად აღიკვეცე! უამრავი, დაუთვლელი სიკეთე აკეთე სიცოცხლის მანძილზე და ყველაფერი წინ დაგხვდება,…

მეტი...

,,დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, დახმარება 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში კი, 30 000 ლარი იქნება”- პრემიერი

,,თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით,  ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ. „ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე…

მეტი...

,,ვიბრძოლებთ, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური”- იაგო ხვიჩია

,,არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ვაპირებთ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, უანგაროდ ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. „უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად, ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას “ბიბლიური თავისუფლების” გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით…

მეტი...

,,გვჭირდება დიდი, ძლიერი რეზერვი და ამ მიზანსაც მივაღწევთ”- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით,  აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები. მისი თქმით, დარჩება ალტერნატიული სამსახურიც, რომელიც ასევე თავდაცვის ძალებთან იქნება დაკავშირებული. „კოდექსში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება, ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე და სულისკვეთება არის წვევამდელთა ახალი სისტემა, წვევამდელთა რეფორმა, რომელიც შეეხება გაცილებით ფართო პირთა წრეს, იქნება მოქნილი და იქნება არჩევანის დიდი დიაპაზონი. ჩვენ გვყავს პოტენციურად, ყოველ წელიწადს გასაწვევთა გარკვეული რაოდენობა და პარალელურად გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივაღწევთ. ეს შეეხება სტუდენტებს, ასევე, აღარ იქნება დატოვებული თავის არიდების ისეთი საშუალებები, როგორიც არის დღეს. ეს არის სიმახინჯე, პირდაპირ შეგვიძლია,…

მეტი...

„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ. „ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“ ახსენა, რომელიც  მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტაა. „საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება, მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა ერდოღანმა. „პოლიტიკო“ წერს, რომ თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო…

მეტი...

,,თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ, ეს შეცვლის რამეს?!”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან ეს შეცვლის რამეს?!” – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი. “რა უნდა გიპასუხოთ, 20% ქვეყნის არის ოკუპირებული, თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან ეს შეცვლის რამეს?! თქვენ როგორ ფიქრობთ არის? თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოების რიამე ნაწილი, დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის?! რა თქმა უნდა არა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მეტი...

,,ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა”- სემეკი

კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ. „დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის…

მეტი...

,,მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია მოგონილი ოპერაციით”- კობა ნაყოფია

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია უარყოფს მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მანიპულაცია გაიკეთა დაახლოებით ექვსი წლის წინ, 2017 წლის დასაწყისში, როგორი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის ,,მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაინტერესდეს ამით, ეს მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთ კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, ეს არის მორიგი ტყუილი და ფეიკი, მე მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას,…

მეტი...

,,ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს? ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია”- პრემიერი „გირჩის“ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე

,,ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ეს იყო ე.წ. აი ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. გეტყვით, როგორ” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღმოიფხვრება…

მეტი...

,,ვერაფერს ვიტყვი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება”- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილი განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შეცდომა იყო. მისი თქმით, ახლა ეს საკითხი მეორეხარისხოვანია. „ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შემიძლია, გავიმეორო ჩვენი პოზიცია – მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობ, დანარჩენს საზოგადოებას თავად ეტყვის მიხეილ სააკაშვილი, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი ერთია, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს. გამიჭირდება, გითხრათ, ეს გამიზნული იყო, თუ იყო შეცდომა იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება…

მეტი...

,,ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ასევე ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, რომ დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. „ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, ბატონი ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,“- აღნიშნა…

მეტი...

,,თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის…

მეტი...

,,ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- პრემიერი

,,ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი. სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის…

მეტი...

„გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები”- ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც. „გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ, 2-3 პროექტზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას,“- აღნიშნა პრემიერმა.  

მეტი...

,,ქვეყანას, ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასკური სქემა”- ღარიბაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შეირჩა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და პორტი არ ააშენა. მისი თქმით, პროქტის ჩვარდნის შემდეგ, ხაზარაძე-ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, გაძარცვონ ქვეყანა და არბიტრაჟში დაიწყეს დავა. „ყველას კარგად მოეხსენება, ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით ყველა ტრიბუნაზე, ყველა პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის გაერო-ს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი, პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი. მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს…

მეტი...