დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს? – ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა

დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს? ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ ეს საკითხი “ნაციონალურ მოძრაობაში” კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი ხდება.  დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება ფაქტობრივად ცნობილია,  მათი უმრავლესობა მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იზამს დიდი ოპოზიციური პარტია.

მელია ბოიკოტის მომხრეა, მაგრამ იგივეს არ ფიქრობენ ენმ-ის კვოტით პარლამენტში შესული დეპუტატები.

ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მანდატზე უარის თქმის აზრს ვერ ხედავს.

მსგავსი თემები