აშშ-მ რუსეთის უმდიდრესი ადამიანი, ვლადიმერ პოტანინი დაასანქცირა

აშშ-მ  რუსეთის უმდიდრეს ადამიანს ვლადიმირ პოტანინს, მისი ოჯახის წევრებსა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ანდრეი ბელუსოვს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულია ასევე რამდენიმე რუსი გუბერნატორიც. არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – Interros და Rosban-ს. გარდა ამისა, სანქცირებულია VTB ბანკი და მისი კომპანიები.

მეტი...

რას გეგმავს სააკაშვილის პარტია პრეზიდენტის გადასარჩენად? – მელია “უკომპრომისო ბრძოლას” აანონსებს

რას გეგმავს სააკაშვილის პარტია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად? – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე “უკომპრომისო ბრძოლას” აანონსებს. “სიცოცხლის რისკის ფასად დავიცავთ საქართვლოს მომავალს”- განაცხადა მელიამ. მისი თქმით, გუშინ “სახელმწიფოს წამება იხილა” საზოფადოებამ. „ურთულესი დღეები ვალოდება წინ, ჩვენი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ეს “ქართულ ოცნებას” მოუწევს. დრო არ ითმეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ამას მოახერხებთ”- თქვა მელიამ. მისი თქმით, ხელისუფლებამ კადრების გავრცელებით, სააკაშვილის დაცბა ვერ შეძლო. მელიას თქმით, გუშინ “ეროვნული პრესტიჟი განადგურდა”. „უკან დახევა არ იქნება, უკომპრომისო ბრძოლა გველოდება… ხვალ და ზეგ აქტიური მობილიზაცია მოხდება. მჯერა რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი გაერთიანდება”-…

მეტი...

ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  ოკუპანტებმა ცეცხლი დროებით ოკუპირებული ენერგოდარიდან გახსნეს. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სახლები, მაღაზიები, სკოლა და კოლეჯი.

მეტი...

დეოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს​

უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცი​ს ინფორმაცით, დეოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს​. “პირველად დავაფიქსირეთ ბავშვებთა წამების ფაქტი”- თქვა ომბუდსმენმა და აღნიშნა, რომ კომისიის აპარატმა აღმოაჩინა ცალკე საკანი, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, რუსებს იქ სწორედ ის ბავშვები ჰყავდათ, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ  უკრაინულ ძალებს ეხმარებოდნენ. ოკუპანტებმა მას “ბავშვთა საკანი” უწოდეს. “რუსმა სამხედროებმა 3 ძალიან თხელი საძილე ტომარა დაყარეს და მას “ბაშვებისთვის გაუმჯობესებული პირობები” უწროდეს”, -ამბობს ლუბინეცი. გარდა ამისა, ომბუდსმენის ოფისმა დაადგინა, რომ ოკუპანტები ბავშვებს პარქტიკულად არ აჭმევდნენ და წყალს ყოველ მეორე დღეს ასმევდნენ. ბავშვებზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც, ოკუპანტები ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი მშობლებმა მიატოვეს. “ერთ-ერთი ბიჭი 14 წლისაა,…

მეტი...

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო ჩამოქვეითდა და 89-ე ადგილს იკავებს – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

2022 წლის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. ინფორმაციას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ავრცელებს. წინა წელთან შედარებით, საქართველო 29 პოზიციით ჩამოქვეითდა. ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, 2022 წელს საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ 59.3 ქულით მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 89-ე ადგილს იკავებს. ცნობისთვის, წინა წინა წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო 71.36 ქულით მსოფლიოში მე-60 ადგილს იკავებდა.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. „საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით შეხვედრის განხილვის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა. ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და…

მეტი...

შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია და ველურობა – არასამთავრობო სექტორი სააკაშვილის კადრებზე

სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  პენიტენციური სამსახურისა  და იუსტიციის სამინისტროს მიერ  ჩადენილი დანაშაული დაადგინა. ინპექტორის სამსახურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებით დაირღვა პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები. შანტაჟი,  პიროვნების დეჰუმანიზაცია და ველურობა – ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი სააკაშვილის კადრებს. მიხეილ  სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ამ ფონზე არასამთავრობო  სექტორი კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მოუწოდებს შეწყვიტოს  მესამე პრეზიდენტის შანტაჟი და ღირსების შემლახველი   მოქმედებები.

მეტი...

შიმშილობა სააკაშვილის მხარდასაჭერად – „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს. სამმა დეპუტატმა შიმშილობა გამოაცხადა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ. დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულა ისმალოვი ამ ფრომით მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ. არ არის გამორიცხული, მათ სხვებიც შეუერთდნენ. პროტესტის პირველი სიგნალი კი ბათუმიდან იყო. აჭარის უმაღლესი საბჭო „ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა. „არ ვაპირებთ  კაბინეტებიდან სააკაშვილის სიკვდილით დასჯის ყურებას”-ამბობენ დეპუტატები, რომლებიც ბრძოლას  სააკაშვილის გადასარჩენად ქუჩაში აანონსებენ.  

მეტი...

„აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის” – გიორგი ვოლსკი

„აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა რომელიც რუსეთს აქვს არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს „ჩვენ რომელ პოლიტიკურ სივრცეშიც არ უნდა ვიცხოვროთ, გეოგრაფიულ სივრცეს ვერ შევცვლით,” – განცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით „დღეს ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან რომელიც აქვთ აფხაზებს და აქვთ ქართველებს, მაგრამ ერთი მხარეც და მეორე მხარეც თანხმდება ერთ რამეზე, მთავარ თემაზე, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა შეხედონ“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე,…

მეტი...

„ამ კადრებმა ხალხი მიშას მიმართ უფრო გახადა სოლიდარული, ვიდრე „ოცნების“ მიმართ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჩავარდნილ სპეცოპერაციას უწოდებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს მედიასთან საუბრისას. ტელეწამყვანის თქმით, ამ კადრებმა ხალხი მიშას მიმართ უფრო გახადა სოლიდარული, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიმართ. „მსგავსი კადრების გავრცელება, ჩემი აზრით, ჩავარდნილი სპეცოპერაციაა და გავიდა ამის დრო. ძალიან პირადი მოტივაცია უნდა გქონდეს, რომ ნანახმა კადრებმა არ გაგაბრაზოს. საზოგადოების ნაწილმა აკდრებში გიჟი მიშა დაინახა, ნაწილმა სიმულაცია, მაგალითად თეა წულუკიანმა. ჩვენ ხომ არ გვაინტერესებს თეა წულუკიანი ამ ვიდეოში რას ხედავს. ორი რამ დავინახეთ ამ კადრებით – ხელისუფლება რაზეა წამსვლელი და  მეორე, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდადაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის კადრი, სადაც ვრწმუნდები,…

მეტი...

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს…

მეტი...

„სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები არის პოლიტიკური პორნოგრაფია” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა. გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. „როგორც შევამჩნიე, გავრცელებული კადრები ყველაზე აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათაშორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს კადრში, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ. მე რომ ვნახე, ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელი იყო. უმადობა აქვს. ცოტა ხანი ვიყავი და არც კი მიკითხავს სიცხე და რაღაც, ალბათ ჩვეულებრივადაა, ორი დღე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების…

მეტი...

,,რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ…ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე”- ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის ეჭვი არ ეპარება, რომ რუსული ძალები კიდევ ერთხელ ”წავლენ კიევზე”. მისი თქმით, რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. “რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი – ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენენ ჩვენთვის. ჩვენი შეფასებით, მათ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ… რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება,…

მეტი...

,,რუსეთი გააფართოებს თანამშრომლობას ყველასთან, ვინც ამით დაინტერესებულია”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს და გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული. „ჩვენ ვაფართოებთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, ვისაც ნათლად ესმის, სად არის სხვების ინტერესები და სად არის მათი ეროვნული ინტერესები და რუსეთი ამყარებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან”, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, სურს 2023 წლის ძირითადი ამოცანების განსაზღვრა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელს გახდის 2030 წლამდე დასახული ეროვნული მიზნების მიღწევისკენ წარმატებით სვლას. „პირველი ამოცანა ეხება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას. ამისათვის ჩვენ მოვხსნით შეზღუდვებს ლოგისტიკასა…

მეტი...

,,ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს”- სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს. უმრავლესობის წევრი ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე არის საუბარი. „ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, მე არ ვიცი, რის დამატება შეიძლება. რასაც ჩვენ ვხედავთ ყველანი, ეს არის ის, თუ როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში, სხვაგან მიიღება. ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ არის აბსოლუტური ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც აძლევენ ამას ხმას”,…

მეტი...

,,ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და დეტოქსიკაციას, რადგან ადამიანი მოწამლულია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები  არ ასახავს სრულ სურათს. მისივე თქმით, კადრების გასაჯაროებამდე შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან. „რაც მოხდა ეს ყველაფერი სრულ უზნეობად მიმაჩნია და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არცერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ამავე დროს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა. იმიტომ, რომ ჩემთვის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი დანარჩენი არის მე-10 ხარისხოვანი. სხვათა შორის ის, რაც დეკემბრის კადრებია ნაჩვენები, არ ასახავს სრულ სურათს, როგორც წესი მე…

მეტი...

,,ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ბლოკავენ”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ბლოკავენ, რადგანაც რამდენიმე ქვეყანამ სურსათის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზეზით, სანქციების შემსუბუქება მოითხოვან. მისივე თქმით, თავდაპირველად სასანქციო სიაში 1 500 ადამიანი და კომპანია იყო, შემდეგ კი ეს რიცხვი შემცირდა. „შეთავაზებული წინადადებების მიხედვით, სანქციები არ შეეხებოდა პირად სახსრებს, თუ სახელმწიფოები იპოვიდნენ კავშირს ამ სახსრებსა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის, მაგრამ ძნელია იმის თქმა, როგორ უკავშირდება ოლიგარქების პირადი სახსრები სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. გვესმის კონკრეტულ შემთხვევებში ევროპელი პარტნიორების წუხილის მიზეზი “, – განაცხადა ლანდსბერგისმა.  

მეტი...

,,თუ ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო”- ანი წითლიძე

,,თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ  განაცხადა. „მინდა პირველ რიგში საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად…

მეტი...

აფეთქება ახალქალაქში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

სავარაუდო ფემიციდის მცდელობა ახალქალაქში – ძლიერი აფეთქების ხმა ე.წ. სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით გაისმა. მიზეზი წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო. სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადრესატს, სახლის კართან, საჩუქრებთან ერთად დაუდეს. ქალმა საჩუქარი სახლში შეიტანა და გახსნის შემდეგ მიხვდა, რომ იქ ასაფეთქებელი იდო. ამიტომ, ოთახიდან გაიქცა. ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მცირედი დაზიანებები მაინც მიიღო. „სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ…

მეტი...

,,ვაცხადებთ შიმშილობას”- ”ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი შიმშილობას იწყებს

”ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, დავით კირკიტაძემ გააკეთა. ,,დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც.” განაცხადა დავით კირკიტაძემ. შიმშილობას დღეს სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი…

მეტი...

,,სანამ ბიძინა ივანიშვილი მართლა არ გაკოჭეს და ღარიბ-ღატაკი არ დატოვეს, გონს მოეგონ”- ალეკო ელისაშვილი

,,ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ,”- ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა უფრო გონიერებით უნდა იმოქმედოს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიგოს, სულ მასონებს, ბნელ ძალებს და შეთქმულებას კი ნუ აბრალებენ და ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ, იმ კრიტიკას თვალი გაუსწორონ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა ევროპის ნაწილი ვიყოთ, კალაძესავით აგდებულად კი არ ვლაპარაკობდეთ, ცოტა უფრო გონიერებით უნდა იმოქმედონ ამის შემდეგ და ისე არ გასცენ პასუხი, როგორც დაჩვეულები არიან, გეგონება ორღობეში ჩაცუცქულ „ტიპზე“ ლაპარაკობ, ისე რომ მოიხსენიებდნენ ევროპარლამენტარებს. ზუსტად მაგის შედეგია, როგორც…

მეტი...

,,კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა”- კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

,,ცოტა ხნის წინ გასკდა კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე დამტკიცებული დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მას გადაფარვა არ სჭირდება. „ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის სამინისტრო როდესაც კადრებს ასაჯაროებს, წარსულშიც ასე იყო და ახლაც ასეა, როგორც მარტივად შეგვიძლია, გავაანალიზოთ, რომ ეს არის პასუხი ფეიკკამპანიაზე, რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში და დღემდე წარმოებს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად კვდება 400 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი. ეს…

მეტი...

,,სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც”- ირაკლი კობახიძე

,,მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში” „მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში, თუ ციხეებს გარეთ. არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც…

მეტი...

,,თუკი გსურდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება, თქვენ ეს უკვე გააკეთეთ”- ლიზა იასკო

,,მიხეილ სააკაშვილის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და თუ ვინმეს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ის კარგადაა ამ საავადმყოფოში, ამან არ იმუშავა. ამ ვიდეოთი შეგიძლიათ გაახაროთ რუსული აგრესია,”-  ამის შესახებ ლიზა იასკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება დანაშაულია. „ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამაზე საუბარი, არ შემიძლია ამ ფოტო და ვიდეომასალის გაზიარება, ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ამის დაშვება. მინდა მივმართო ქართველებს, მათ, ვინც მიხეილს დასცინის და მათ, ვინც გადაწყვიტეს ამ ვიდეოს გავრცელება. ეს არის დანაშაული, ეს არის ნამდვილი დანაშაული – ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ…

მეტი...

რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის მახლობლად, ტოლმაჩევოს აეროპორტში ხანძარი იყო. ცეცხლი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, Ан-12-ს გაუჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონში Ан-12-ის მართვის ტრენინგები და სწავლება მიმდინარეობს.  მათივე ცნობით, ხანძარი ადგილზე ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთაზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად, თვითმფრინავთან რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,დროა, ოპოზიციამ დატოვოს ე.წ. პარლამენტი, დავუძახოთ ადამიანებს ქუჩაში”- შალვა ნათელაშვილი

”ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილის განცხადებით, უნდა შეიქმნას საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი. „როდესაც მთელ მსოფლიოს ვთხოვთ გვერდით დგომას და ეს ასეც ხდება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქმედებისა და ბრძოლის მაგალითი. მიკვირს, რატომ ზის დღემდე ოპოზიცია ე.წ. საქართველოს პარლამენტში, რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ჩამოგდებულ მსოფლიოსგან დაბრაკულ დიქტატორს. მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი თქვენც და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ გმირ ადამიანებს ქუჩაში, რაც იქნება გარანტია, რომ უმოკლეს დროში რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მეტი...

,,ასეთი 3-საათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია”- თეა წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმიანება. მისი თქმით, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს და მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ. ,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირების და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან…

მეტი...

,,ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები. „საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან ალი ასადოვთან. განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  დღეიდან სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ. ,,მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება…

მეტი...

,,ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცნობილი ნარატივი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. „სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს რეალურად რაც ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლება, ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და გახდა ცნობილი,…

მეტი...

,,ვიაიპ პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე“- ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

,,VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე”, არავინ ვართ ბედნიერი იმით, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა,- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, კადრების გავრცელებით, ცხადად იხილა მთელმა მსოფლიომ, რომ სააკაშვილი არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში. „გუშინ გავრცელდა კადრები, თუმცა, ამას ჰქონდა თავის საფუძველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს ამ მწვალებელთა პარტიიდან, მათ შორის, სატელიტები ვინც არიან, ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები ვინც არიან, მათ შორის, ნამუსგარეცხილებიდან როგორ ამბობდნენ, რომ „კლავენ პატიმარ სააკაშვილს“, „ცუდად არის“, „სისტემა…

მეტი...

მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება 1-ელი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით: • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი; • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და…

მეტი...

,,მმართველი პარტია ივანიშვილის დაცვას შეეცდება, არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც”- ეკა გიგაური

,,მმართველი პარტია ივანიშვილის დაცვას შეეცდება, არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც,”- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სინამდვილეში კი ყველაფერს აქვს აზრი! ერთადერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ფოკუსის გასწორებაა საჭირო. „ასეთი პირდაპირი ჩანაწერი ივანიშვილის დასანქცირებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, შეფერხებულ რეფორმებზე მის პასუხისმგებლობაზე, ჯერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა. ცხადია მის ბიზნესს საქმიანობაზე მსგავსი ჩანაწერი გავლენას მოახდენს. ცხადია მმართველი პარტია მის დაცვას შეეცდება, მათ შორის, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ამ გზაზე არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც. ამ დროს ჩვენ…

მეტი...

კომპანია GM Pharma და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 – 300 ათასი ლარი გამოყვეს უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად

დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას – ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა. კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIGჯგუფი) 300 – 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისე ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები. რიგითი მოქალაქეები პირისპირ…

მეტი...

,,საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არის უნიკალური, შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშროლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არის უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლებისა და საუკუნეების განმავლობში. „გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ილხამ ალიევს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომლებზეც დღესაც გვექნება საუბარი. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები გააქტიურდა ბოლო პერიოდში. მქონდა პატივი, შარშან მონაწილეობა…

მეტი...

,,შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ წერილს ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. ,,გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა,…

მეტი...