,,პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხზე”- ნიკა მელია

,,მიმაჩნია, რომ პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მომავალს.

„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ სულ მცირე გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები