აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის – „თაიმსი”

ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო დარტყმების შემდეგ, აშშ-ში უკვე ნაკლებად ინერვიულებენ, რომ კიევის თავდასხმებმა რუსეთის ტერიტორიის შიგნით შესაძლოა, კონფლიქტი გაამწვავოს. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემულ იარაღს. „ჩვენ არ ვეუბნებით უკრაინელებს, რომ არ მიიტანონ დარტყმები რუსებზე. ჩვენ მათ ვერ ვუკარნახებთ, რა უნდა გააკეთონ. ისინი თავად წყვეტენ, როგორ გამოიყენონ საკუთარი იარაღი. ერთადერთი, რასაც დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა ჩვენ მიერ გადაცემული…

მეტი...

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას. „მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.​ ​დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება, დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა…

მეტი...

სახალხო დამცველის არჩევა – სამადაშვილის თქმით, “ოცნება” გამიზნულად ცდილობს, პროცესი ჩაშალოს

სახალხო დამცველის არჩევა – “ლელოს” ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ოცნება” გამიზნულად ცდილობს, რომ პროცესი ჩაშალოს. სამადაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. „ქართულმა ოცნებამ“ გამიზნულად გადაწყვიტა რომ ჩაშალოს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება, თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი კანდიდატი. ამის შესაძლებლობა რომ არის, მგონი ამას ყველა ვხედავთ, იმიტომ, რომ არიან წარმოდგენილნი დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნება“. – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მეტი...

მოტყუებული მომხმარბელი – იტალიაში გაგზავნილი ყველი „ნაგავი” აღმოჩნდა

ფეისბუქ მომხმარებელი თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი შვილების მიერ იტალიაში გაგზავნილი ყველი სამარცხვინო იყო. ისეთი გამწარებული ვარ ეს პოსტი რომ არ დამედო შეიძლება ბრაზისგან გავსკდარიყავი ხალხო ეს არის იტალიაში ჩემი შვილების გამოგზავნილი ყველი რომელიც იყიდეს დიდი დიღომში მრგვალ ,,ორ ნაბიჯთან ,, მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია სახელწოდებით წალკის საუკეთესო ნაწარმი,სამარცხვინოები ხართ და უნამუსოები თან რომ გეტყვიან გასაგზავნად მინდაო და ასე უსირცხვილოდ გარედან შეფუთული სულგუნით და,შიგნით ამძაღებული ყველით მიმიფურთხებიხართ ასეთი არაადამიანებისთვის მრცხვენია ასეთი ქართველებს მინდოდა ჩემს გოგოებს გავმასპინძლებოდი ჩემი ამანათით და ბოლოს რომ გავჭერი ეს ნაგავი შემხვდა ხელში ხალხო არ…

მეტი...

„სააკაშვილი ცუდად გახდა და ვერ მიმიღო” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ადვოკატი ვერ მიიღო. ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სააკაშვილის ინტერესების დამცველს “ვივა მედში” უთხრეს,  რომ მესამე პრეზიდენტი სუსტადაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც  მის ნახვას ვერ შეძლებდა.

მეტი...

„ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე”- თეა წულუკიანი

დღეს მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა. „ჩვენ გვაქვს გამართული პენიტენციური სამსახური, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ასევე სასამართლო, რომელიც არის უფრო მეტად დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და მიუკერძოებელი, ვიდრე იყო 10 წლის წინ, აქ რეფორმები, გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. გაუმჯობესების პროცესი გრძელდება…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მფრინავი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მფრინავი მოკლეს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში იყო ბრალდებული. ალექსეი ბოროვიკოვი რუსეთის საჰაერო ძალების ელიტარული ეკიპაჟის წევრი იყო. რუსი მფრინავი მშვიდობიან მოსახლეობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სირიაშიც კლავდა. ბოროვიკოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან პუტინისგან „მამაცობისთვის“ 3 ჯილდო აქვს მიღებული.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 137 -ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 137-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 80-მა ბენეფიციარმა,მათგან 50 ვეტერანი,ხოლო 30 ვეტერანის ოჯახის წევრია. განხორციელდა 140 სამედიცინო ვიზიტი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს…

მეტი...

„წელს ვირუსის შემთხვევების მატება ნაადრევად დაიწყო” – ივანე ჩხაიძე

„წელს ვირუსის შემთხვევების მატება ნაადრევად დაიწყო” – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. ის მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობს, რომელიც ნაადრევად, ოქტომბრის თვიდან დაიწყო. „ოქტომბრიდან აღინიშნებოდა ვირუსები, მიმართვიანობის გაზრდა საავადმყოფოებში, ზამთრის პერიოდში რესპირაციული სინციტიური ვირუსის სიჭარბე გამოვლინდა, რომელიც ძირითადად ბავშვებშია დაფიქსირებული.” პროფესორის თქმით, გრიპი გამორჩეულია მიმდინარეობის სირთულით, რომელსაც თან ახლავს გართულებები, გადაყვანა კლინიკებსა და საავადმყოფოებში, ფატალური შედეგი და სხვა.

მეტი...

„3 წელია, ვირუსის მსგავსი მატება არ გვქონია” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, 3 წელია ვირუსის მსგავსი მატება არ გვქონია, კორონავირუსსაც არ ჰქონია მსგავსი სეზონური მატება. ჩხაიძის თქმით, ვირუსის მსგავსი ტემპით მატება თავად კოვიდპანდემიამ გამოიწვია. „კორონავირუსის გამო ასეთი მატება არ გვქონია, არა მხოლოდ გრიპზე და სხვა ვირუსებზე, არამედ თავად კორონავირუსის სეზონური მატებაც კი არ ყოფილა ასეთი. კორონავირუსმა შეცვალა სეზონურობის გაგება, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორც კოვიდპანდემიამდე იყო მსოფლიო და მათ შორის საქართველოც.” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს. „როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მერი მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, რადგანაც ანკარას შეუძლია, სანქციები დააწესოს, თუ აღმოჩნდება, რომ დაზღვეული რუსული ნავთობი დადგენილ ზედა ზღვარზე მეტ ფასად გაიყიდა. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ წევრმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ რუსული…

მეტი...

„გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის” – გიული ალასანია

გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. „ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს” – შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე. „ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო…

მეტი...

“ეს კარგად დაწყებული პროექტი ჩავარდა” – ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის პროცესის ჩავარდა მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.” – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა ალექსანდრე კობაძემ „მედიაცენტრ მთავარში”. ის ორივე მხარეს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, მოუწოდებს შეთანხმებისკენ, რათა არ დაზარალდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. „კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსები ორიენტირებული ყოფილიყვნენ როგორმე შეთანხმებულიყვნენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის არსებობაზე. მათ არ სურთ სახალხო დამცველი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, პროცესებმა კი ეს აჩვენა.” კანდიდატი ოპოზიციას მოუწოდებს კონსესუსისკენ,  რადგან სახალხო დამცველის ასარჩევად საკმაოდ მაღალი მანდატია საჭირო. „მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება, აქ ოპოზიციის კონსესუსიც უნდა ყოფილიყო, რაც ასევე არ შედგა, ეს კი მიანიშნებს იამზე რომ…

მეტი...

„ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა” – ირაკლი ღარიბაშვილი

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ამას პატივი სცეს. „1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული…

მეტი...

„თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მაღალია იმის ალბათობა რომ ის ჩაიშალოს და სახალხო დამცველი ვერ აირჩეს” – მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მაღალია იმის ალბათობა რომ პროცესი ჩაიშალოს და სახალხო დამცველი ვერ აირჩეს. ვაკვირდებით პროცესებს, კონსესუსი ერთი კანდიდატისადმი არ არსებობს.” – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა მარიკა არევაძემ „მედიაცენტრ მთავარში”. კანდიდატის ხაზს უსვამს ომბუდსმენის არჩევის პროცეს და ვარაუდობს, რომ ახალი კონკურსის დანიშვნა გახდეს საჭირო. „თუ 16 დეკემბრის კვირაში არ აირჩა ახალი სახალხო დამცველი, დიდი ალბათობით ახალი კონკურსის დანიშვნა გახდება საჭირო. ამ პერიოდშიც საშემოდგომო სესიები სრულდება პარლამენტში და პროცესებიც არ წარიმართება დადებითად. თუ არჩევა არ მოხდა, ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი. ეს ციკლი დიდ დროსთანაა დაკავშირებული, და…

მეტი...

„პროცესი მიმდინარეობს დაზიანებულ ფორმატში” – მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სამწუხაროდ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც საჭიროა, დაზაინებულია.” – ამის შესახებ სახალხო დამცველის კადიდატმა მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. სახალხო დამცველის კანდიდატი საუბრობს ევროკავშირის 12 პუნქტზე, რომელიც სახალხო დამცველის ობიექტურ პირობებში არჩევასაც მოიაზრებს. „მოგეხსენებათ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ ომბუდსმენის არჩევაა და ეს პროცესი სამართლიან გარემოში უნდა წარმართულიყო, სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში, რომ არ დაზიანებულიყო და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო პროცედურის მიმართ.” არევაძე ხაზს უსვამს დაგვიანებულად წარმართულ არჩევის პროცესს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი 8 ნოემბრამდე უნდა არჩეულიყო. „ახალი სახალხო დამცველი 8 ნოემბრამდე უნდა არჩეულიყო და არსებული ერთი თვე ახალ სახალხო დამცველს…

მეტი...

აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ებისთვის, 80,000 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვს, უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობას,  საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს (HMMWVs), 150 გენერატორს, საველე აღჭურვილობას.

მეტი...

სააკაშვილის ექსპერტიზის ფოტოები, რომელიც კლინიკაში 29 აგვისტოსაა გადაღებული

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ექსპერტიზის დროს 2022 წლის 29 აგვისტოსაა გადაღებული. ფოტოების თავსედაბადი ინფორმაციის თანახმად ყველა ფოტო, 2022 წლის 29 აგვისტოს 14 საათით თარიღდება. მიხეილ სააკაშვილის მეგობრების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ ფოტოების გადაღებიდან დღემდე, სამ თვენახევრის განმავლობაში, საგრძნობლად დამძიმდა და მესამე პრეზიდენტმა 15 კილოგრამი დაკარგა. ფოტოებზე, რომელიც ექსპერტიზის დროს, კლინიკა ვივა მედში გადაიღეს ჩანს დაზიანებები ფეხის ტერფის არეში.

მეტი...

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი არ იგეგმება” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება. გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად, არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“, – აღნიშნულია…

მეტი...

საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო – ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას. ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: vote.junioreurovision.tv, უყურეთ ვიდეოკოლაჟს, შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე, მონიშნეთ საქართველო, მარიამ ბიგვავა და კიდევ ორი ქვეყანა. ხმის მიცემის დასრულებისთვის შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ამოცანა (მაგ. 2+2; 8-4) და დაადასტურეთ ხმის მიცემა. ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას. ხმის მიცემა განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ დროს შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, რათა მეოთხედ გავიმარჯვოთ საბავშვო ევროვიზიაზე. ერევანში, საბავშვო ევროვიზიაზე…

მეტი...