ბაღდათში ხელოსანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფელ წითელხევში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ადგილობრივი არ იყო და ის სამუშაოდ იყო ჩასული. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. მედიის ინფორმაციით, საქმეზე კვლევა შრომის ინსპექციამ დაიწყო.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური რევანში” – IDU

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა”, რომელიც ათობით პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში წერს, რომ ღრმა მწუხარებას და შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ისინი მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. ,,საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი” დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება” ჰუმანიტარული პროცესის პოლიტიზებას ახდენს.

მეტი...

ინდოეთის პრემიერმინისტრმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა. bloomberg-ის ცნობით, ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისევ მყარია, თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, მოდიმ ჩათვალა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა. ინდურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მეტი...

„მივმართეთ მერიას, წრეზე დავდგებით და ჩვენი მესიჯებით გადავფარავთ წარწერას, „თბილისი მშვიდობის ქალაქი“  – ნატა ფერაძე

თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ქანდაკებასთან, სადაც საახალწლო სლოგანი უნდა აინთოს, რამდენიმე აქტივისტია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ საახალწლო სლოგანს, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის ქალაქი“. ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ ელოდებიან ხალხს და როგორც კი ყველა შეიკრიბება, წრეზე დადგებიან და სლოგანს გადაფარავენ. მისივე თქმით, ადგილზე მიიტანეს ბანერები, რომლებზეც დატანილია წარწერები, „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ და „თბილისი გმირების დედაქალაქი“. „დღეს, 20:00 საათზე კახა კალაძემ დააანონსა ნაძვის ხის ანთება. მანამდე გააკეთეს წარწერა, რომ თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რაზეც ჩვენ შევქმენით პეტიცია და მივმართეთ მერიას, ანთებამდე მოეშორებინათ ეს წარწერა. რა თქმა უნდა, კალაძემ არ გვიპასუხა…

მეტი...

„სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა არის ფასეულობები, რასაც უსურვებენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენც ტრადიციულად, სწორედ ეს სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად” – კახა კალაძე

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. მისივე თქმით, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, სიყვარულით სავსე წელი. „მინდა, მივესალმო უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების,  სიყვარულით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს…

მეტი...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის საზოგადოებაში გარვცელებულ მითზე საუბრობს, თითქოს ინფექციის დროს დაბანა არ შეიძლება. „ჩვენთან ინფექციური დაავადებების დროს ზოგჯერ არასწორად მიიჩნევენ, რომ დაბანა არ შეიძლება. ეს კი, პირიქით, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც თვითონ პაციენტს, ასევე მის გარშემომყოფებს. არაერთ პაციენტს უხერხულად მოუბოდიშებია, რომ რადგან ავად არის, შხაპი ვერ მიიღო ვიზიტზე მოსვლამდე. მე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობაა ყველანაირი პაციენტი გულისხმიერად მივიღო, ჰიგიენური მდგომარეობის მიუხეადავად, და ეს პოსტიც სულაც…

მეტი...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები. „მინდა, მივესალმო უცხოეთში მყოფ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების წელი, იქნება კიდევ უფრო სიცოცხლით, სიყვარულით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები, რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ…

მეტი...

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაშინს გათავისუფლების შემდეგ ვებგვერდების ადმინისტრირება ოთხი წლით აეკრძალება. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც მედია წერს, „სამხედრო ფეიკების“ შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ეს ამ მუხლით გამოტანილი ყველაზე მკაცრი განაჩენია. „ჩვენ ვლაპარაკობდით სიმართლეს სამხედრო დანაშაულებზე და სისხლისღვრის შეჩერებას ვითხოვდით. საპასუხოდ კი ვისმენდით ცივი ომის დროინდელ ლოზუნგებს, რომლებსაც ახმოვანებდა პროკურორი“, – ნათქვამია პოლიტიკოსის „ტელეგრამ“ არხზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იაშინის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც…

მეტი...

„რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვი იძულებითაა დეპორტირებული” – დარია გერასიმჩუკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და უფლებამოსილი წარმომადგენელის ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის ინფორმაციით, რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია იძულებით დეპორტირებული. „დღევანდელი დღისთვის ინფორმაცია გვაქვს 13 ათას უკრაინელ ბავშვზე, რომელიც დეპორტირებული ან გადაადგილებული იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს, სამწუხაროდ, საბოლოო ციფრი არ არის”, – თქვა გერასიმჩუკმა. მისივე თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი ყოველ დღე იზრდება, რომლებიც „რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა”.

მეტი...

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

მეტი...

გასულ დღე-ღამეში, რუსეთის ძალების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს. მისი ცნობით, სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ბახმუტში, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. ერთი მოქალაქე დაიღუპა ტორეცკში, ერთი კი – ნეტაილოვში. როგორც გუბერნატორი იტყობინება, დაშავებულია ორი ადამიანი.

მეტი...

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მედიიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  

მეტი...

ჩხრეკა გორში – საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის 10-მდე ეკიპაჟია მობილიზებული

გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული – არსებული ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიცია კონკრეტული პირის ბინას ბინას ჩხრეკს.

მეტი...

„დიდი იმედი მაქვს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება” – თეა წულუკიანი

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ. თეა წულუკიანის განმარტებით, მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მიმართულია იქითკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ბოლომდე დაცული. „როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება,…

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო-ს 2020 წელს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო-ს 2020 წელს, ბელარუსის საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის დაპყრობა და დონბასში ომის დაწყება სურდა. ,,თქვენ (დასავლეთი) ემზადებოდით ამისთვის და უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ფაქტებს, თუ როგორ აპირებდნენ დასავლეთის ქვეყნები 2020 წელს, ბელარუსში საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსის დაპყრობას” – განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმით, თუ სიტუაცია განვითარდება და ისინი სმოლენსკის ოლქის საზღვრებს მიაღწევენ, NATO და მისი ჯარები მათ ძალაუფლებას წაართმევენ და ომს სწორედ დონბასიდან დაიწყებენ.

მეტი...

მზადდებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება გერმანიაში და ვინ არიან ე.წ. “Reichsbürger”-ები?!

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გერმანიაში“ – მიმდინარე კვირას, სწორედ ამ სათაურებით აჭრელდა მსოფლიო პრესა. სპეციალურ ოპერაციაში 3000-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა, არიან დაკავებულები. როგორც მეცნიერებათა დოქტორი, გერმანიაში მოღვაწე  საერთაშორისო სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის პროფესორ ელიკო წიკლაური ლამმიხი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, “რაიხსბიურგერის” სცენის ეს ბოლო დარბევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო პერიოდში. „გასულ ოთხშაბათს, გერმანული და მსოფლიო პრესა იუწყებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გერმანიის პოლიციის და უშიშროების ერთობლივ ღონისძიებას. ეს იყო თანამედროვე ფედერალური გერმანიის პირობებში არნახული ოპერაცია. ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა 3000 პოლიციელი, გაიჩხრიკა 150 ობიექტი, მოხდა 25 პიროვნების დაპატიმრება. “რაიხსბიურგერის” სცენის ეს ბოლო დარბევა ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს. მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე). „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც გალაკტიონის,…

მეტი...

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. პუტინის თქმით,  დასავლეთი გაცნობიერებულად მიდის ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე. „მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება და ეს არის დასავლეთის ზოგიერთი ელიტის მიერ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და იდეოლოგიური დომინანტობის ნებისმიერი საშუალებებით შენარჩუნების მცდელობის პირდაპირი შედეგი. ისინი გაცნობიერებულად მიდიან ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე. აშშ და მათი სატელიტები ფსონს დებენ ძალისმიერ ფაქტორზე. ამით, ფაქტობრივად, დაანგრიეს სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, აგრესიულად აფართოებენ ნატო-ს ექსპანსიის გეოგრაფიას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,უკრაინის  ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია”- უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერი აკოპიანის განცხადებით, უკრაინის  ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება. ,,ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%, შედარებისთვის, ოთხი შვეიცარია. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ყველა ამ ტერიტორიის გაწმენდას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებისთვის ეს საკმარისი არ არის.” – განაცხადა აკოპიანმა.  

მეტი...

სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

მომღერალ სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ამის შესახებ სელინ დიონმა გულშემატკივრებს ვიდეოთი შეატყობინა და აღნიშნა, რომ სიმპტომების შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს. „დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. სირთულეებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე, ძალიან გამიჭირდა. ახლახან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა”,- განაცხადა სელინ დიონმა. SPS-ის დიაგნოზს მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს უსვამენ. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება…

მეტი...

,,ეს არის უხერხული, აუხსნელი და დაუჯერებელი, ასეთი პოზიცია გულს მირევს და მეტი არაფერი”- ელისაშვილი კობახიძის განცხადებაზე

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება კითხვაზე – მტერია თუ არა რუსეთი. ელისაშვილის თქმით, გამაოგნებელი ამბავია, რომ საქართველოში ვინმე და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ იმ კითხვაზე, მტერია თუ არა რუსეთი „მე თავს ვერ დავდებ, რომ უკრაინაში ვინც იბრძვის, იქ ყველა მყავს ნანახი, ნამდვილად არა, დიდი ქვეყანაა და უამრავი ქართველი იბრძვის, მაგრამ რამდენიმე ათეულ ქართველ მოხალისეს მე იქ შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მე არ მინახავს ფულის გამო იქ წასული ან ძალით წაყვანილი ქართველი მებრძოლი. როგორც მე და ჩემი მეგობარი წავედით ჩვენი ხარჯით, ჩვენი რისკით, ზუსტად ასეთი…

მეტი...

იტალიაში, დასანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტა ნავსადგურიდან გაუჩინარდა

გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით,  იტალიის კუნძულ სარდინიაში გაუჩინარდა რუსი მილიარდერის დიმიტრი მაზეპინის ძვირადღირებული იახტა, რომელიც, ევროკავშირის დაწესებული სანქციების გამო ჰქონდა ჩამორთმეული. მედიის ცნობით, 22 მეტრიანი Aldabar იახტა, რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იყო ივნისამდე, შემდეგ კი გაუჩინარდა. ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა დიმიტრი მაზეპინს, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელის საკუთრებად. “მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოძიება”, – განუცხადა მედიას იტალიის…

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების თანამშრომლებსა და სამხედრო პერსონალს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 30 კორუმპირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ადამიანის უფლებების დამრღვევებს და კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირებს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქცირებულია რუსეთის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი, როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც ჩვენების მისაღებად წამების მეთოდი გამოიყენა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ტიშენინი და ოპერატიული ოფიცერი არტურ შამბაზოვი. მათ 2015 წელს აწამეს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო. ასევე სანქციები დაწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ რამილ იბატულინის მიმართაც, რომელიც 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურად მსახურობდა. აღნიშნული სატანკო დივიზია ფრონტის…

მეტი...

,,რუსეთის დანაშაული უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმიის დანაშაული უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. მისივე თქმით,  რუსეთში 2 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაიყვანეს იძულებით. ,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. უკრაინის ქალაქები, ჩვენი დასახლებები და სოფლები უბრალოდ ნადგურდება რუსული არტილერიის მიერ. არა ერთი, არც ორი, არამედ, ათობით ასეთი დანგრეული ქალაქი და სოფელია. აღმოჩენილია ფილტრაციის ბანაკები. ხდება უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია რუსეთში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ასევე, ხდება უკანონო შვილად აყვანა რუსულ ოჯახებში ჩვენი უკრაინელი ბავშვების, რომლებიც რეალურად გაიტაცეს უკრაინიდან. ეს ყველაფერი რეალურია“,…

მეტი...

მაკრონის გადაწყვეტილებით, 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან აფთიაქები პრეზერვატივებს 18-25 წლის ახალგაზრდებს უფასოდ მისცემენ. პრეზიდენტის განცხადებით, ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება, სწორედ ამიტომ ქვეყანა მცირე პრევენციულ რევოლუციას იწყებს. „აფთიაქებში პრეზერვატივი უფასო იქნება 18-25 წლის მოზარდებისთვის. ეს 1 იანვრიდან დაიწყება. ეს არის პატარა რევოლუცია პრევენციაში“, – განაცხადა მაკრონმა ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე.

მეტი...

პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა – ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ,,პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 11 200 ლარი გადასცა.…

მეტი...

,,სააკაშვილს სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, რომ ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება”- ეკა ხერხეულიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა სასამართლო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში პალატაში ჩატარდეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, რათა გარკვეულმა ადამიანებმა ნახონ,  რა მდგომარეობაში იმყოფება. ,,მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პროცესთან დაკავშირებით არის ერთადერთი, მას სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, უკვე ცნობილი გარემოებების გამო, რომ ის ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ მიერ გამოტანილ ინფორმაციაში და ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაც დეტალებს ვაზვიადებთ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები, საკაცე, ეტლი, რითიც შეძლებს ის მივიდეს სასამართლომდე, თუ ეს არ ხდება ტექნიკურად…

მეტი...

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მეედიის ინფორმაციით,  სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა დღეს, 9 დეკემბერს, მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს. დაღუპული სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელია. ცნობისთვის მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკი“-ში ხანძარი დღეს დილის 6 საათზე გაჩნდა. ცეცხლი 7,000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლი თავდაპირველად მოლში მდებარე სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

მეტი...

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრს, ცისკარა ტოხოსაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც…

მეტი...

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის სისტემის გამოყენება. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. დღეისათვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 596…

მეტი...

„პორტი,“ რომელიც არ აშენდა“ – ფილმი საქართველოს „საუკუნის პროექტზე“

„პორტი“, რომელიც არ აშენდა“ – ასე ჰქვია შტეფან ტოლცის ფილმს, რომლის ჩვენება ხვალ გაიმართება. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შტეფან ტოლცი იღებს დოკუმენტურ ფილმს საქართველოს შესახებ. 1993, 2002, 2013, 2022 წლები –  10 წლის უკან, 2013 წელს, მან წარმოადგინა ფილმი “სრული სვლით დასავლეთისკენ”. ფილმი რომელშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. ამჯერად, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ახალი ფილმის ჩვენება. ეს იქნება სპეციალური ჩვენება თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ეს იქნება  მეოთხე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოს ისტორიული განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხს – ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობას ეხება.

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე დისტანციურად ჩაერთვება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძე განცხადებით, მომდევნო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს დაინიშნა, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტიც ჩაერთვება. მისი თქმით, სააკაშვილი საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს. „სასამართლომ იმსჯელა, მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს დაავალებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ კლინიკიდან, ვინაიდან მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სასამართლოს მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ტექნიკურად ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს, ვინაიდან ის საავადმყოფოშია, 2 კალენდარული სამუშაო დღეა განსაზღვრული. ჩვენ სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია წარვადგინეთ, რასაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს. ქართული ვარიანტი ჯერ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც…

მეტი...

,,ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს”,- ამის შესახებ  გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა. ალასანიას თქმით,  დღევანდელი პროცესის მიმდინარეობიდან მისთვის რაიმე დასკვნების გამოტანა რთულია. ,,ვერაფერს ვერ ვვარაუდობ, ვერაფერს. არანაირი მოლოდინი არა მაქვს. იმიტომ, რომ თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, ხომ ვისმენდით გუშინ რაც მოვისმინეთ არა? თუ მას დავუჯერებთ, მაგრამ არსებობს სასამართლო და არ ვიცი, რომელიც ჯერჯერობით არ გამართულა. არ ვიცი ვინ იღებს (გადაწყვეტილებას) რა დონეზე და როგორ მოხდა. დიდი დრო არ არის გადადების, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ…

მეტი...

,,დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. პუტინის თქმით, ”დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი”. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარანად, აგრძელებს რა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია. მისი თმით, არ არის იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა სასამართლო დარბაზში ერთი თვე გაგრძელდეს. „ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი. ეს მიუღებელია ყველასთვის და ვფიქრობ, პირველ რიგში, ოჯახისთვის, დაცვის მხარისთვის და თავად მიხეილ სააკაშვილისთვის. როცა ვსაუბრობთ მის ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლოს დარბაზებში ერთი თვე გაგრძელდეს და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა უმძიმეს მდგომარეობაში. ჩემთვის ეს არის მიუღებელი. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის მყარი პოზიცია, დაცვის მხარის მყარი პოზიცია. ჩვენ არ…

მეტი...