,,ჭამოს და არ დაიკლებს წონაში”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის (სააკაშვილი) კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

,,ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები