ილია მეორე – „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს”

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა. „დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დასძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს,…

მეტი...

ზუგდიდის სოფელ წყაიაში მოცვის პლანტაციები იწვის

ზუგდიდის სოფელ წყაიაში მოცვის პლანტაცია იწვის, არსებული ინფორაციით ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მოცვის პლანტაციებში სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიიდან გადავიდა, სადაც ეკალ-ბარდის ნიადაგის გასასუფთავებლად წვავდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

მეტი...

“რთული გადაწყვეტილებების წელი იყო…” – პუტინის საახალწლო მიმართვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, “რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვების გზაზე” 2022 წელი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იყო. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, 2022-მა წელმა ერთმანეთისგან “ჰეროიზმი და სიმხდალე მკვეთრად გამიჯნა” და ასევე გვაჩვენა, რომ “ყველაზე დიდი ძალა სიყვარულია”. “ეს რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების წელი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვებისა და ჩვენი საზოგადოების ძლიერი მონსოლიდაციისკენ. 2022 წლის გარდამტეხი და საბედისწერო მოვლენები გახდა ნიშნული, რომელიც რუსების საერთო მომავალს და მათ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას საფუძველს უყრის: ესაა სწორედ ის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იყო წელი, რომელმაც ბევრ რამეს თავისი ადგილი…

მეტი...

“ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ახალი წლის ღამეს უკრაინაზე “ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს”. მისივე თქმით, ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება “ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს. დანგრეული სახლები, მკვდარი ხალხი და ეს ყველაფერის ფონზე სადღესასწაულო ფეიერვერკით,  აჯილდოებენ მსუქანი რუს-გენერალებს. ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება. 2023 წელს ყველა სამხედრო დამნაშავე უნდა მიიღოს სასჯელი” – წერს პოდოლიაკი.

მეტი...

„ამ წლის ტკივილიც და იმედიც უკრაინამ შექმნა, ამიტომ დღეს გმირთა მოედანზე ვიხსენებთ დაღუპულ გმირებს” – ელენე ხოშტარია

დღეს 9 საათზე გმირთა მოედანზე უკრაინაში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბებიან. ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. “ამ წლის ტკივილიც და იმედიც უკრაინამ შექმნა, კერძოდ, იმ ხალხმა, ვინც იბრძვის ჩვენი მშვიდობისთვის. ამიტომ პირველ რიგში, ამ ახალ წელს ვიხსენებ დაღუპულ გმირებს და დღეს 9 საათზე გმირთა მოედანზე მივალთ. ასევე, ჩემი პატივისცემა მინდა გამოხვატო იმ ასეულობით ადამიანის მიმართ, ვინც წელს საკუთარ ხარჯზე უკრაინელები შეინახა ჩვენს ქვეყანაში. ზოგმა 5 ლარით, ზოგმა 5 000 ლარით და მეტით, ზოგმა ბინის დათმობით, ტკბილეულით, თბილი ტანსაცმლით და სხვა. მგონია, რომ ამანაც ჩვენ ქვეყანას სახე შეუნარჩუნა.…

მეტი...

რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა კიევის სამ რაიონში ისმოდა. მისი ცნობით, არის ნგრევა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიბომბა ქალაქი ხმელნიცკი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი. მანამდე საჰაერო განგაში უკრაინის მთელი ტერიტორიაზე გამოცხადდა

მეტი...

2023 წელს ამერიკა საქართველოს 132 მილიონი დოლარით დაეხმარება

2023 წელს ამერიკა საქართველოს 132 მილიონი დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი მომავალი წლის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტს, რომლის ღირებულება ჯამში 1 ტრილიონ 660 მილიარდი  დოლარია. აქედან 45 მილიარდ დოლარს უკრაინა და “ნატოს” მოკავშირეები მიიღებენ. კანონპროექტი რეკორდულ სამხედრო დაფინანსებას მოიცავს.

მეტი...

„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში „ისკანდერების“ კრიტიკული მარაგი უკვე გამოიყენა და საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა” – ალექსეი რეზნიკოვი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში „ისკანდერების“ კრიტიკული მარაგი უკვე გამოიყენა და საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა LB-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია, „ისკანდერების“ წარმოება. „ჩვენ დავთვალეთ, რამდენი გაუშვეს ჩვენკენ, რამდენი ჰქონდათ და რამდენი დარჩათ. მათ კრიტიკული მარაგი ამოწურეს, დარჩათ „ისკანდერების“ დაახლოებით 11-13%. თავიათი საბჭოთა კლასიკური ნორმებით, მათ უნდა შეინარჩუნონ მარაგი 25-30%-ის დონეზე. ისინი უვე ამ მარაგს იყენებენ. იგივე ხდება „კალიბრების“ თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, მანამდე რუსეთი „ისკანდერის“ რაკეტებს ისროდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო პოზიციებიდან, ასევე უშვებდა აღნიშნულ რაკეტებს ბელარუსის ტერიტორიიდანაც. „თუმცა ახლა, როდესაც ვხედავთ, რამდენი…

მეტი...

გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI

ემერიტუსი პაპი, ბენედიქტ მე-16 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომის ყოფილი პაპი ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას წმინდა საყდარი ავრცელებს. ბოლო დღეების განმავლობაში ბენედიქტ მე-16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული. ოთხშაბათს, ქადაგების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს ემერიტუსი პაპისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. ბენედიქტ მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.

მეტი...

ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 12:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne, ნატო მეტონიძე, Killages-ი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, TheQuintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი,…

მეტი...

რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებების დენონსაციის პროცედურა დაიწყო. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ვლადიმირ პუტინს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის მოთხოვნით მიმართავს. რუსეთის კანონმდებლობით, ვლადიმირ პუტინმა შესაბამისი ინიციატივა სახელმწიფო დუმას უნდა წარუდგინოს. წარდგენას თან უნდა ახლდეს თითოეული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების დასაბუთება, ასევე ამგვარი დენონსაციის შესაძლო ფინანსური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ევროპის საბჭომ რუსეთს წევრობა შეუჩერა, რის შემდეგაც მარტში რუსეთმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა. წევრობის შეწყვეტასთან ერთად დასრულდა რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. თუმცა, ფორმალურად, რუსეთი ევროპის საბჭოს კიდევ 41 საერთაშორისო შეთანხმების…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე მანძილზე მოქმედი სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას „ბიბისი“ კორეის სამხედრო მეთაურობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რაკეტებმა 350 კილომეტრის მანძილი იფრინეს, რის შემდეგაც ზღვაში ჩავარდნენ. ჩრდილოეთ კორეის მიერ 31 დეკემბერს რაკეტების გაშვებას სამხრეთ კორეის სამხედრო მეთაურობა სერიოზულ პროვოკაციად აფასებს, რომელიც ძირს უთხრის კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობას. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფხენიანმა სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვა.

მეტი...

დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის ათი თვის განმავლობაში თავდაცვაზე დაახლოებით 32,6 მილიარდი დოლარი დახარჯა

უკრაინამ ომის ათი თვის განმავლობაში თავდაცვაზე 1,2 ტრილიონი გრივნა, ანუ დაახლოებით 32,6 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა. „ფართომასშტაბური ომის განმავლობაში მთავრობამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორზე 1,2 ტრილიონ გრივნაზე მეტი გამოყო. ჩვენ არსებითად გავუზარდეთ ხელფასები ყველა სამხედროს, 250 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიყო შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვისა და მოდერნიზაციისთვის, რომელიც ეფექტიანად ანადგურებს ოკუპანტებს“, – განაცხადა შმიგალმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოკავშირეებისგან მიღებულმა ეკონომიკურმა დახმარებამ 31 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ამჟამინდელი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 700 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ მიზანს დასავლეთის მიერ გაყინული რუსული…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ლეკვების გაჩუქების აქცია გამართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის რაიონში, ილია ვეკუას ქუჩა N16ა-სთან მოწყობილ საახალწლო სოფელში ლეკვების გაჩუქების აქცია გამართა. გასაჩუქებლად გამოყვანილი იყვნენ დაკარგული, პატრონების მიერ მიტოვებული და მიუსაფარი ლეკვები. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ასევე, მომავალ მეპატრონეების მათი მოვალეობებისა და ცხოველებისათვის საჭირო ვეტერინარულ პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდეს. გაჩუქების აქცია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის მხარდაჭერით ჩატარდა. შინაური ცხოველის აყვანის მსურველებს ძაღლებისა და კატების ჩუქება მუნიციპალური თავშესაფრიდან ნებისმიერ დღეს შეუძლიათ. მიმდინარე წელს თავშესაფრიდან 540-ზე მეტი ძაღლი და 130-მდე კატა დაბინავდა.

მეტი...

„ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს. „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც. ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების…

მეტი...

გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.​ „დამწვრობის ცენტრში დეკემბერში 30 პაციენტი შემოვიდა. საბედნიეროდ, იყო უმნიშვნელო დამწვრობები. დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. ამასთან, გუგა ქაშიბაძემ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. „მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. ფრთხილად უნდა იყვნენ. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, გარკვეული შემთხვევებისას მაინც შეიძლება, სერიოზული…

მეტი...

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის პოსტიდან ხუან გუაიდოს გათავისუფლებას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა

ვენესუელის ოპოზიციურმა ეროვნულმა ასამბლეამ ხუან გუაიდოს დროებითი პრეზიდენტის პოსტიდან გათავისუფლებას და მისი მთავრობის დათხოვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გუაიდოს გათავისუფლებას ოთხი მსხვილი ოპოზიციური ჯგუფიდან მხარი სამმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ გუაიდო კანონმდებლებს მოუწოდებდა, დროებითი მთავრობის დათხოვნის ნაცვლად, დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე ის სხვა კანდიდატით ჩაენაცვლებინათ. 2018 წელს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგებით გამარჯვება ნიკოლას მადურომ მოიპოვა. 2019 წლის დასაწყისში ხუან გუაიდომ, რომელიც მაშინ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იყო, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას აშშ-მა და ათობით სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა დონალდ ტრამპის შვიდი წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვიდი წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროებას დონალდ ტრამპი რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული დოკუმენტები 2015-2020 წლებს მოიცავს და ტრამპის ქონების, მისი კომპანიების ნაწილის შემოსავლების თუ დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას იძლევა. დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობისას უმნიშვნელო გადასახადები გადაიხადა, რის მიზეზადაც მისი კომპანია ბიზნესის დანაკარგებს ასახელებდა. კერძოდ, ირკვევა, რომ დონალდ ტრამპს არ გადაუხდია ფედერალური გადასახადები 2020-ში, თავისი პრეზიდენტობის ბოლო წელს, ხოლო 2016 და 2017 წლებში მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა. ამასთან, 2018 წელს ტრამპს გადახდილი აქვს მილიონ დოლარამდე. ამას…

მეტი...

ლაგუნა ვერეზე მომხდარი ვენდეტა – მოსამართლემ თორმეტივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

ლაგუნა ვერეს მიმდიბარე ტერიტორიაზე მომხდარი ვენდეტას საქმეზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ თორმეტივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილ კობა მეტრეველს სასჯელი 14 წლით შეეფარდა, ხოლო დანარჩენებს ამბის შეუტყობინებლობის მუხლით 3-3 წელი. ადვოკატიები მოსამართლის გადაწყვეტლებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას სააპელაციოში გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ საქმეე ეხება ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხა­რე­ებს შო­რის ფი­ნან­სურ სა­კი­თხთან დაკავ­ში­რე­ბულ გარ­ჩე­ვას, რომელიც თბილისის ცენტრში აპრილში მოხდა.

მეტი...

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2022 წლის 31 დეკემბერს მომსახურების სააგენტო იმუშავებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე; 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო  2023 წლის 9 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2023 წლის 9 იანვრიდან მიეცემათ;იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 9 იანვარი.

მეტი...

ალექსეი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას და მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას გეგმავს – „თქვენ ერთი კვირა დაგრჩათ“

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსებისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი გააფრთხილა, რომ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. მისი თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს. რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში რეზნიკომა ომის მიმდინარეობასა და ბოლო თვეებში რუსეთის არმიის წარუმატებლობებზე ისაუბრა, მათ შორის ხერსონში, კიევთან და ხარკოვთან. „ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს…

მეტი...

„უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია გახდება. „საკვანძოა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ჩვენი დონბასი, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია… გვიკავია პოზიციები. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ცოტ-ცოტა წინ მივიწევთ. მე…

მეტი...