,,თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე  საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება. კალაძის განცხადებით, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზეა დამოკიდებული, მაშინ ევროპამ “თავისთვის დაიტოვოს არაფრისმომცემი სტატუსი”.

,,საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ  რა საჭიროა მისი შესრულება ხო?  თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ “- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები