პარიზში, ეთნიკურად ქურთ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

საფრანგეთში პოლიციასა და ქურთების თემის წევრებს შორის შეტაკებები მოხდა. ქურთების თემის წარმომადგენლები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც პარიზის ცენტრში, საფრანგეთის რკინიგზის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მათი თემის 3 წევრი სროლისას მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. Reuters -ის ცნობით, დემონსტრანტებმა პარიზში რამდენიმე მანქანა ამოატრიალეს. დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე, ხანძარიც გაჩნდა. დაპირისპირების შედეგად, დაშავებულია ათობით ადამიანი, ჩამტვრეულია მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრების ვიტრინები. დემონსტრანტებმა ჭურვები ესროლეს პოლიციას, რომელმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეტი...

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ავარიის გამო მაგისტრალზე ერთ საათზე მეტხანს საავტომობილო საცობი იყო.

მეტი...

წულუკიანი სააკაშვილს: „მიშა, შენ გიყენებენ”

კულტურის მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიციცხლით ვაჭრობა მიდის. „მიშა, შენ მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. ამიტომაც ადამიანის სიციცხლით თამაში, აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. თუ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს, გარეთ დარჩენილი, წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მისი გადაწყვეტილებაა” – თქვა წულუკინმა.

მეტი...

ხერსონში დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაჭრილებს შორის ბავშვიცაა

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. “ამ წუთებში ჩვენ გვყავს 55 დაჭრილი […] და 10 დაღუპული ქალაქის ცენტრზე დარტყმის შედეგად“, – თქვა იანუშევიჩმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში. მისი თქმით, 18 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.  დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვა. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დღეს დილით დაბომბეს.

მეტი...

„კაბინეტების გარეთ 500 ლარიან ხელფასსაც ვერ იშოვიან, ნულია მათი ფასი” – გახარია “ოცნების” პოლიტიკოსებზე

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას თავს ესხმის და ამბობს, რომ ისინი კაბინეტების გარეთ 500 ლარიან ხელფასსაც ვერ იშოვიან. გიორგი გახარია პირდაპირ ამბობს, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე  ბევრად უფრო პროევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. „წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამ ხალხმა ძალიან კარგად იციან, როგორც კი იმ კაბინეტებიდან გამოვლენ ნული იქნება მათი ფასი. ესენი რომ აიღო და კონკურენტულ შრომის ბაზარზე რომ დატესტო, 500 ლარიან ხელფასს ვერ იშოვის ბევრი მათგანი, მაშინ როდესაც საშუალო დონის საჯარო მოხელე არის უაღრესად გამოცდილი, კეთილსინდისიერი და თავზე წამოასვეს უვარგისი პოლიტიკური ელიტა. ამაშია დღეს პრობლემა. დღეს…

მეტი...

„როდესაც ოჯახები ამზადებენ სადღესასწაულო სადილს, იფიქრეთ უკრაინაზე” – კულება

როდესაც ოჯახები სადღესასწაულო სადილებს ამზადებენ, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ბოროტებას ებრძვის –  წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება. მისი თქმით, უკრაინას გამარჯვებისთვის აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა სჭირდება. “შობის წინა დღეს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ხერსონზე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. როდესაც ოჯახები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვაგან, ამზადებენ სადღესასწაულო სადილს, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ებრძვის ბოროტებას. ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა გამარჯვებისთვის” – წერს კულება

მეტი...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ულოცავს

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. „ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა საუკუნითგან და ნათესავთაგან“ (კოლ. 1, 26). ქრისტეში სრულად არის გაცხადებული ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, როგორც განმარტავს ამას თეოლოგიურად წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „ჩვენ ბუნებითად ადამიანები, ხოლო ის, ბუნებითად ღმერთი კაცთმოყვარების გამო გახდა ადამიანი. ჩვენ, როგროც ქმნილებანი, ბუნებითად ღვთის…

მეტი...

სამხრეთ აფრიკაში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგის მახლობლად, ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, 100 მეტრის მოშორებით მდებარე საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები.

მეტი...

მკვლელობა ნახალოვკაში – პოლიცია ბრალდებულის კვალზე ამ დრომდე არ გასულა

მკვლელობა ჯავის ქუჩაძე – პოლიციას ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებია. პოლიცია ბონდო კასიევის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ცნობილია, რომ კოკა მუზაშვილმა მკვლელობის შემდეგ, ტერიტორია ავტობუსით დატოვა. საზარელი ფაქტი გუშშინ მოხდა, ბრალდებულმა ყოფილ მეგობარს ჩასაფრება მოუწყო და ორი გასროლით მოკლა.

მეტი...

რუსეთმა ომში უკვე დაახლოებით 101 430 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 დეკემბრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 101 430; ​ტანკი – 3 006; ჯავშანტექნიკა – 5 994; საარტილერიო სისტემა -1 988; სარაკეტო სისტემა – 418; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 267; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 706; საკრუიზო რაკეტები – 653; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 627; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 178.

მეტი...

„მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო” – კინზინგერი მიხეილ სააკაშვილზე

„საქართველოს მთავრობამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ან გამოიძიოს და მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო.” ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით CNN-ის რეპორტაჟს, რომელშიც მედია მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ის მოწამლეს.

მეტი...

„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს” – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აღნიშნავენ, საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგად, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ერთი ნაწილი სტუმრების გულისმოსაგებად ცრუობს, რომ დახურულ სივრცეში ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია. „მოსახლეობას სჭირდება თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მუდმივად შეხსენება, რაც საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. თუმცა, 2022 წელს აღნიშნული პროგრამა ჩავარდა ან ჩააგდეს. როდესაც თამბაქოს ინდუსტრიას დიდი გავლენა აქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში, არ გამოვრიცხავთ, თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამის მარცხიც მათი გავლენის შედეგი იყოს. სხვანაირად აუხსნელია…

მეტი...

„ჩინეთიდან ფრენები უნდა აიკრძალოს რაც შეიძლება, მალე“ – ფხაკაძე ასახელებს დროს, როცა მისი თქმით, კოვიდი ისევ გააქტიურდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ჩინეთიდან ფრენები რაც შეიძლება სწრაფად აკრძალოს: „გაფრთხილებდით (ვინ დამიჯერა მაშინ)… ჩინეთში არმაგედონი დაიწყო… გვერდზე დგომა და ყურება გამოსავალი არ არის. ზუსტად ახლა უნდა იყოს ჩართული ყველა სახელმწიფო მექანიზმი, რომ ჩინეთიდან წამოსული ცუნამი ნაკლები ზიანით გადავიტანოთ… რეალობაში კი სახელმწიფო დაკავებულია უგემური ნაძვის ხეებით (ვინ უფრო მეტ ფულს მოტეხავს ბიუჯეტიდან. მერამდენედ!). ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ვერ/არ დანიშნეს. ის ხომ არ არის ომბურდსმენი ბოლოს და ბოლოს. სახელმწიფო ოფიციალურად იღებს მონაწილეობას უხარისხო კერძო კლინიკის გახსნაში. სია დიდია… საქართველო გადააქციეს ჩვეულებრივ…

მეტი...

„ნუ დავიწყებთ ახალ წელს პრეზიდენტის სიკვდილით” – სოფო ჯაფარიძის საგანგებო მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად სტარტი ახალმა კამპანიამ  აიღო – რიგით მოქალაქეებთან ერთად,  ექიმები, დიპლომატები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის მქონე ცნობილი ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია, ერთი იდეის გარშემო ახალი გეგმით  ერთიანდება. “დავიწყოთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან, ნაკლები ჩხუბით და იმის გააზრებით, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”- თქვა “ვივამედთან” ექიმმა და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, რომელიც კამპანიის ავტორია. მედიკოსი საქართვეოს მეხუთე პრეზიდენტს მესამის შეწყალების თხოვნით მიმართავს. „მე მჯერა ქართველი საზოგადოების, მჯერა ადამიანების და მათი ჰუმანურობის. მჯერა, რომ ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც აქვთ ქმედების ბერკეტი, შეუძლიათ,…

მეტი...

ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 57

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 57 პირი, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით,  ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა. „სოციალური ქსელები ამ ფოტოებს ალბათ „მგრძნობიარე კონტენტად“ მონიშნავენ. თუმცა ეს „მგრძნობიარე კონტენტი“ უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრებაა. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს „რუსულ სამყაროს“ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გზით, შაბათს დილით, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს სამხედრო ობიექტები არ არის, ომია წესების გარეშე. ეს ტერორია, მკვლელობა დაშინებისა და გართობის…

მეტი...

„სურდო კი არ არის, მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

“მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი სასიკვდილოა”- განცხადება მიხეილ სააკაშვილის დედამ “ვივამედთან” გააკეთა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ  შეიძლება ვერ გადაიტანოს”- თქვა ალასანიამ. პრეზიდენტის დედის განცხადებითვე,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის კლინიკაში მისვლას აზრი არ აქვს. გიული ალასანიას განცხადებით, სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ტავადაც უწერია, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. „მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, – აცხადებს გიული ალსანია. პრეზიდენტის დედის თქმით,…

მეტი...

პროკურატურამ 29 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ქ. თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შემთხვევა 22 დეკემბერს დაახლოებით დღის სამ საათზე,…

მეტი...

წითლიძე ზურაბიშვილს: მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს – „ყველაფერი გააკეთეთ, მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად”

შიმშილობის მეათე დღე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს, რომ “ყველაფერი გააკეთოს, მესამე პრეზიდენტის გადარჩენისთვის”. „ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ახლა ხდება მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვთქვი არა ერთხელ, რომ სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, მე ამას გავაგრძელებ”, – თქვა ანა წითლიძემ. წითლიძის განცხადებით, მიუხედავად მდგომარეობის გაუარესებისა,…

მეტი...

საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს – ექიმები პიკს იანვარ-თებერვალში ელოდებიან

საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან. „მთავარია, ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება – ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ. მოზრდილი ბავშვები და მოზრდილები შესაძლებელია მართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24…

მეტი...

მამინაცვალი 11 წლის გერზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა – რა მოხდა თბილისში

მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ანონიმური ზარის ავტორმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვნის მიმართ სისტემატურად ძალადობდნენ. 30 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მას დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამძიმების საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. აღმოჩნდა, რომ 11 წლის გოგონას მიმართ საკუთარი მამინაცვალი სექსუალურადაც ძალადობდა. მოზარდი გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა. დაზარალებულმა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა. სახლი, სადაც 11 წლის ბავშვზე ძალადობდნენ, ახლა დაკეტილია. ადგილობრივები მედიასთან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

562 ქალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს წერილით, რომელსაც პარტია „დროა“ ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელმომწერი პირები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. „საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომლებსაც ახლა გვაერთიანებს ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა; რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოსგან უარის თქმა კონსტიტუციურ ვალდებულებაზე: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, არ დაუშვას წამება და სასტიკი მოპყრობა, არ დაუშვას სიკვდილით დასჯა. გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს. იმოქმედეთ, რათა…

მეტი...

„ნუ მოკლავთ, პრეზიდენტს” – აქცია სალომე ზურაბიშვილის სახლთან

გიორგი მუმლაძე და მისი მხარდამჭერები უწყვეტ  პროტესტს აგრძელებენ – დღეს სამოქალაქო აქტივისტები 18:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივლენ და სალომე ზურაბიშვილის საახალწოდ მორთულ რეზიდენციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით კიდევ ერთ ღამეს გაათენებენ. დღეს დილიდან აქტივისტები ზურაბიშვილის სახლთანად მივიდნენ, თუმცა პრეზიდენტი მათთან შესახვედრად არ გასულა. როგორც გიორგი მუმლაძე ამბობს, პროტესტის მიზანი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩეენაა, რომლის ერთადერთი და ამ მოცემულობით ყველაზე რეალისტური ბერკეტი სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელშია. “მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, აი, მის სახლთან ვართ ახლა, მოგაკითხავთ ყველგან და იცოდეთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას არ გაპატიებთ”, – თქვა გიორგი მუმლაძემ.

მეტი...

გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში. რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა. ამის შესახებ კაკაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, პირადად, სააკაშვილისგან სურდა ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით პოზიციის მოსმენა. „სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით, უარყოფითი პოზიცია გააჟღერა ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა. დღეს შევედით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან, გვინდოდა ამ საკითზე მისი პოზიციის დაფიქსირება.  მან დაგვიფიქსირა უარყოფითი პოზიცია ნიმუშების აღებაზე“, – აღნიშნა კაკაშვილმა. ვასილ კაკაშვილმა ასევე გააკეთა განმარტება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაცვის მხარე თანახმაა,…

მეტი...

„ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე, ვხედავთ ტერორისტი სახელმწიფოს განზრახვებს და ვუპასუხებთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და ზოგადად, მომდევნო წლისთვის. „ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი- სახელმწიფოს მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტებისთვის, ვხედავთ მათ განზრახვებს და ვუპასუხებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ მათ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასდროს დარჩება უპასუხოდ.

მეტი...

კაფე-საკონდიტრო „ლეგატო” მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის განცხადებას ავრცელებს

23 დეკემბრიდან „ლეგატოს“ ქსელი დაკეტილია. აღიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელმა და იურისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და მიმართვის ტექსტი გაავრცელა. „მსურს გავაკეთო განცხადება კაფე-საკონდიტრო „ლეგატოს” ქსელში დასაქმებულთათვის და ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამა წლის 23 დეკემბრიდან ლეგატოს ქსელის წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია, რის შემდეგაც თბილისში არსებულ ყველა ფილიალი კომპანიის დირექტორის წინასწარი ინფორმირებისა და გაფრთხილების გარეშე ორგანიზებულად დაიკეტა და ვეღარ ვახერხებთ ერთგული მომხმარებლის გამასპინძლებას. ამაში, სამწუხაროდ, ჩართული აღმოჩნდა კომპანიის 100-მდე თანამშრომელი. დაარსების დღიდან 2012 წლიდან კოლექტივმა არაერთი სიძნელე, მათ შორის პანდემიის პერიოდიც წარმატებით გადალახა. შევძელით მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული კონტიგენტი და შეგვექმნა შრომის ღირსეული  პირობები თითოეული მათგანისთვის”…

მეტი...

„პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მიზნების მიღწევას” – პესკოვი პუტინის განცხადებას განმარტავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ რუსეთის ფედერაციის მიზნების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არანაირი წინასწარი კონტაქტები ამასთან დაკავშირებით არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე იმ მიზნების მიღწევის გზით, რაც რუსეთს აქვს დასახული“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მეტი...

„პუტინმა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა” – მიხეილ სააკაშვილი

რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინმი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა, მიხიელ სააკაშვილმა წერილი მისწერა. უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ წერილში, სააკაშვილი წერს, რომ “პუტინმა მართლა გასცა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება”: „ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდიხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, – წერია წერილში.

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსის არაოფიციალური სტატისტიკა გასაჯაროვდა – დღიური შემთხვევები 37 მილიონს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს. დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა. კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპის მიზეზებს შორის Bloomberg-ი ჩინეთის ხელისუფლების მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაუქმებას ასახელებს, რამაც ადვილად გადამდები „ომიკრონის“ შტამის ასეთი გავრცელება გამოიწვია.

მეტი...

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზამთრის ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვის გამო, 1.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმებულია ასობით ავიარეისი. ზოგიერთ შტატში ჰაერის ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა. სტიქია ტეხასიდან კვებეკამდე, აშშ-სა და კანადის, ძირითადად, აღმოსავლეთ ნაწილზეა გავრცელებული. უხვი, 89 სმ-მდე ნალექი იყო ნავარაუდევი ბუფალოში, პენსილვანიასა და მიჩიგანში. დატბორილია სანაპირო დასახლებები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში. ძლიერი ყინვაა სამხრეთით მდებარე შედარებით რბილი კლიმატის მქონე ლუიზიანის, ალაბამის, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც. უამინდობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოჰაიოში 50-მდე ავტომობილი დაზიანდა, დაღუპულია ორი…

მეტი...

თბილისში მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

თბილისში „ლაგუნა ვერესთან”“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა იგი საპატრულო პოლიციამ წყლიდან უვნებლად ამოიყვანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

მეტი...

რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ექვსი

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ექვსი პირი. ორსართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. წინასწარ ვერსიად, გამათბობელი სისტემის ხარვეზი განიხილება. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. გავრცელებული ცნობით, ხანდაზმულთა სახლი არალეგალურად ფუნქციონირებდა. მომხდარის შემდეგ, ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება. ცნობისთვის, 2018 წელს კემეროვოს დასასვენებელ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი ემსხვერპლა.

მეტი...