,,თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, უკეთესი იქნება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, უკეთესი იქნება. მისი თქმით, რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან მით უკეთესი.

„თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუნდაც საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, ეს არის მაგალითად, იგივე მელია, ხაზარაძე, მამულაშვილი და ეს უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას. რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან მით უკეთესი, იმისათვის რომ საქართველოში რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები