,,ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის”- მიხეილ სააკაშვილი

,,ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა ”ვივამედთან” მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წაიკითხა.

სააკაშვილის თქმით, აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით.

,,დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

მსგავსი თემები