მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის – ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს. რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემი სპორტული ფორმიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც შევძელით და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედალი. ეს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მეექვსე ოქროს მედალია, მართალია, ცოტა ვანერვიულე ჩემი გულშემატკივრები და სპორტის მესვეურები, მაგრამ არა უშავს, აუცილებლად გამოვასწორებ და უფრო დიდი შედეგებით დავუბრუნდები მსოფლიო ასპარეზს… მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის” – განაცხადა ლაშა ტალახაძემ. ბოგოტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშამ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

მეტი...

„ასეთი ტიპის მოწამვლა მას კლავს, თუ გადარჩება, სააკაშვილს ტვინის დისფუნქცია ექნება” – ამერილელი ტოქსიკოლოგი

გავლენიანი ამერიკელი მედიკოსი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მოწამვლა დაადგინა, “შაბათის ეთერთან” ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ყვება, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი პირველ ვიდეო ინტერვიუში, “შაბათის ეთერს” უყვება, რომ არ არსებობდა მინიმალური შანსიც კი მომწამვლელი მძიმე მეტალები სააკშვილის ორგანიზმში მედიკამენტების საშუალებით მოხვედრილიყო, ამიტომ სმიტის თქმით დანარჩენი უკვე გამოძიების დასადგენია. „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეტალები სამედიცინო მაჩვენებლები არ არის. არ არსებობს შანსი, მას მძიმე მეტალები მკურნალობის ეტაპზე მიეღო. მეორე, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არ არის ტოქსიკური ნაგავსაყრელი, რომელიც ნებისმიერს ექნებოდა. ამგვარად, რისი თქმაც შემიძლია, მეტალები ორგანიზმში გარედან, არასამედიცინო გზით…

მეტი...

„ევროკავშირის ახალი სანქციები ზიანს თავად ევროკავშირს აყენებს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი პრობლემებს თავად ევროკავშირში გაამწვავებს. “ახალ პაკეტს ექნება იგივე ეფექტი, რაც ყველა წინას – სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება თავად ევროკავშირში”  –  თქვა ზახაროვამ ზახაროვას მტკიცებით, ევროკავშირის ლიდერები  “ისევ ვერ ახერხებენ გამოვიდნენ შეზღუდვების მანკიერი წრიდან და აღიარონ რუსეთზე ზეწოლის უშედეგობა”. ზახაროვამ  ბრიუსელს მოუწოდა, რომ გააუქმოს ყველა შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის ფარგლებში, შეზღუდვები 200-მდე ფიზიკურ პირს დაუწესდა.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 97 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 97 690; ​ტანკი – 2 985; ჯავშანტექნიკა – 5 958; საარტილერიო სისტემა – 1 947; სარაკეტო სისტემა – 410; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 648; საკრუიზო რაკეტები – 652; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 577; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 174.

მეტი...

„დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა დარწმუნებული ვიყო, საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე დიპლომატებთან, მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და რომ ყველა უნდა დაელოდოს 22 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას: “ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ  დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს , რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე…

მეტი...

„პუტინ, დაასრულე ეს ომი” – ოლაფ შოლცი

პუტინ, დაასრულე ეს ომი – ამ  შინაარსის განცხადება გერმანიის კანცლერმა მედიასთან გააკეთა. ოლაფ შოლცის თქმით რუსეთმა  უკრაინიდან ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს რომ მცირე შანსების მიუხედავად, დასავლეთმა პუტინთან  კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიწვიოს. ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველიც. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, არარეალურ გეგმებზე საუბარს და პუტინის დაყოლიებაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რადგან ის ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს.

მეტი...

„რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, ჩვენ სრულად უნდა გავაკონტროლოთ, რაც ხდება” – სალომე ზურაბიშვილი

ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი და ამავდროულად, იმედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში გაიარა. „უკრაინამ ყველაფერს გაუძლო ათი თვის განმავლობაში. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს, იყო გამძლე. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა. ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ ის, რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა, წინა აგრესიები, 1992 წელი, 2008 წელი, 2014…

მეტი...

„უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი” – სალომე ზურაბიშვილი

უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინელებმა დაამარცხეს რუსულ პროპაგანდა და სტრატეგია,  მსოფლიომ დაინახა რუსეთის სახე. „ეს იყო უკრაინის წელი, უკრაინის, რომელმაც გაიარა აგრესიის ქარცეცხლში. უკრაინამ 10 თვის განმავლობაში გაუძლო ამას. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მსოფლიოს…

მეტი...

„შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება, უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება, უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია. „შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია. მან შეიძლება, საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს – დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

„თუ მახარაძეზე მუქარის უკან თანამდებობის პირები დგანად, ეს მძიმე დანაშაულია” – ეკა ბესელია

ვინ ებრძვის 5 ივლისის ორგანიზატორს? – კონსერვატიული პარტიის ლიდერის სატელევიზიო აღსარების შემდეგ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა. ეკა ბესელიას თქმით, თუ ამ მუქარის უკან თანამდებობის პირები დგანად, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე სხვა რომელიმე სისხლის სამართლის საქმე. „ყველაზე უფრო მდარე, მიუღებელი და მძიმე ფორმა ზეწოლის განხორციელების არის მისი შანტაჟი მისი პირადი ინფორმაციებითა და ჩანაწერებით. თუ ამის უკან დგას რომელიმე ჩინოვნიკი ან თანამდებობის პირი, გაცილებით უფრო მძიმეა ეს დანაშაული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისხლის სამართლებრივი ქმედება”. – ამბობს ბესელია

მეტი...

ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა

შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით – ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა. ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა თავად განაცხადა. “დამიკავშირდნენ საგამოძებო უწყებიდან, თუმცა უარი ვუთხარი გამოკითხვაზე”, – ამბობს მახარაძე. რამდენიმე წუთის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივი მოძრაობის ლიდერი საგამოძებო სამსახურში დაიბარეს. “ალტ-ინფოს” წევრს ზურა მახარაძეს ინტიმური ურთიერთობის კადრებით აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ აქტიურობს და გვერდზეა გაწეული.

მეტი...

„საქართველოს სუფთა ენერგიის სახით დიდი რესურსი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რესურსი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაციონალურად იქნეს გამოყენებული” – კახა კალაძე

ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი და შესაძლებლობა  ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძემ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი შეაფასა, რომელსაც დღეს ხელი მოაწერეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა. „მივესალმები ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით და პოლიტიკური ადგილმდებარეობის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რესურსები სწორად და რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს…

მეტი...

„მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს, ამის შესახებ  მან ფრანგულ ტელეარხთან, LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზად ვარ, რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ – განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას ზელენსკის მოკვლა უბრძანა.

მეტი...

„ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ” – ვიქტორ ორბანი

ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. „გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთ ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.

მეტი...

თელავში სურსათის მაღაზია დაიწვა

თელავში სურსათის მცირე ზომის მაღაზია დაიწვა. შემთხვევა, ალაზნის გამზირზე, დასახლებულ პუნქტში მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აალება მოხდა და ის, სრულად დაიწვა.ხანძრის დროს, სასურსათო მაღაზია დაკეტილი იყო. ძლიერი ცეცხლის დროს, შენობასთან ახლოს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა იდგა, თუმცა არავინ დაზარალებულა. სასურსათო მაღაზია კერძო პირს ეკუთვნის. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილობრივებმა გამოიძახეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მეტი...

„დარწმუნებული ვარ, საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონული პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე. რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა. 2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური…

მეტი...

„მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს” – სალომე ზურაბიშვილი

ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. „მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

“წადი, მოშორდი” – ბათუმში ჩასულ ნიკა მელიას ხმაურით დახვდნენ

ათუმში ჩასულ ნიკა მელიას ხმაურით დახვდნენ. მიხეილ სააკაშვილის ხმარდამჭერები პარტიის ლიდერს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. როდესაც ნიკა მელია მის აქტივთან შეხვედრას აპირებდა, სწორედ მაშინ ადგილზე მივიდა სააკაშვილის მხარდამჭერი ქალბატონი, რომელმაც ნიკა მელიას პასუხი მოსთხოვა იმ განცხადების გამო, რომელიც ოპოზიციონერმა იდერმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა. ქალბატონი ეუბნებოდა ნიკა მელიას, რომ ის არ იმსახურებდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს. “შენზე ხომ მეტყველებს, რასაც აკეთებ შენი უმოქმედოვით. წადი, მოშორდი აქაურებას” – უთხრა გაბრაზებულმა ქალბატონმა მელიას.

მეტი...

მოლდოვამ ექვს ტელეარხს, რომლებიც უკრაინაში ომზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ლიცენზია შეუჩერა

მოლდოვამ ექვს ტელეარხს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინის ომის შესახებ ლიცენზია შეუჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას უკარინის “რადა” მოლდოვის მთავარობის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების კომისიამ მიიღო. შეზღუდვები ვრცელდება მოლდოვის ტელეარხებზე: TV6, Orhei TV. Primul in Moldova, Accent TV, ისევე როგორც რუსული მაუწყებლების: RTR Moldova და NTV Moldova-ის [მოლდოვის ფილიალები] მიმართ. არხებს ლიცენზიები შეუჩერდათ „ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობის გზით დეზინფორმაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით“.

მეტი...

„ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა. „ჩემთვის დიდი პატივია რუმინეთში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის კაბელის განთავსებას გულისხმობს. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის“,- წერს პრემიერი.

მეტი...

„რასაც სააკაშვილი უძლებს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა” – წითლიძე

რასაც სააკაშვილი უძლებს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა – ამის შესახებ მოშმშლე დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. „მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა. მე ძალიან ვთხოვ ყველას, ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულონ არავინ. მნიშნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა, იმიტომ, რომ ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. არ შეიძლება ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება ამას…

მეტი...

„ზურაბიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს სააკაშვილი” – ხოშტარია აქციაზე მივიდა

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან მივიდა და მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა. ხოშტარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. “სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს – ან იქით, ან აქეთ. მან უნდა  აიღოს პასუხისმგებლობა. თუ ის ვერ ბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, მაშინ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. თუ ეს მას შეუძლია, ეს იქნება ყვეა მხრივ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტისგან ყველა მოქმედებას ველოდებით”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

მეტი...

„ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის ევროპული მომავლისთვის” – შალვა პაპუაშვილი

საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს, როგორც ვაჭრობისა და კავშირის ჰაბი, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის მიერ გაფორმებულ დოკუმენტს. „ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა და მისი ფლაგმანი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის მწვანე, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა,…

მეტი...

ტრამპის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

ტრამპის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. საუბარია 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე, რომელსაც აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომიტეტი იძიებს. კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამის შესახებ NEXTA Live იუწყება. კომიტეტი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე  ამბოხების, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის შეფერხების და მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით შეთქმულების მუხლებით აღძრას. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ამ დონის პირველი პოლიტიკოსია, ვისაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი წაუყენონ.

მეტი...

„თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა…“ – რას ამბობს იმ კაცის ადვოკატი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსი გაიტაცა

გუშინ, ქუთაისში ავტობუსის გატაცება სცადეს. პოლიციამ 2 ახალგაზრდა დააკავა.  ავტობუსის გატაცებისთვის დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ამ დრომდე არ წარსდგენია. მისივე განმარტებით, დაკავებულმა „თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა ავტობუსი“, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე არ გადმოგვცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები. მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ გატაცების შემთხვევას. თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა, რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, რაიმე მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სურდა ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება, ნამდვილად არ ყოფილა. სინამდვილეში გვაქვს…

მეტი...

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ჯარიმები შემოდის

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე საჯარიმო სანქციის შემოღება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ კი, ეს ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 600 ლარის ოდენობით. ცვლილებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან…

მეტი...

„საკვების შემოტანისას, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მინდა, ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, დედები გყავთ?” – მიხეილ სააკაშვილი

ყოველ ჯერზე საკვების შემოტანისას, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას – გიული ალასანიას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მერე ვინმეს უკვირს მწყობრიდან რატომ გამოვდივარ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში. მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ წაუკითხა. „ყოველ ჯერზე საკვების შემოტანისას, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას – გიული ალასანიას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მერე ვინმეს უკვირს მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა, ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ? გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს სჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი…

მეტი...

„ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი საომარ მოქმედებებში” – სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ დოკუმენტში ჩაწერილი იყო, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი საომარ მოქმედებებში. “შეცდომა იყო ის, რომ მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებში გაპარული იყო, თუ შეგნებულად იყო ჩაწერილი, მაგრამ იყო ჩაწერილი ფაქტია ის, რომ მათი შეფასებითა და  თანხმობით, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი იქ საომარ მოქმედებებში, იქ ცალკეულ ომის დანაშაულებში. რბილი შეფასება რომ გავაკეთოთ, ეს არის ფატალური შეცდომა, თუ უფრო მკაცრ სახელს არ დავარქმევთ ამ ყველაფერს და არ ვიტყვით, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია ჩვენი ეროვნული ინტერესებისა”,- ამბობს სარჯველაძე. ჰააგის სასამართლომ  აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა,…

მეტი...

წინა ხელისუფლება ისკანდერის ნაწილებს მალავდა…იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა მოეპოვებინა გამარჯვება – მდინარაძე

ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომში დანაშაული არ ჩაუდენია, წერტილი დაესვა “ქართული ოცნების” რიტორიკასა და ბრალდებებს წინამორბედების მიმართ. ისტორიული გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, “ქართული ოცნება” ისტორიულ მოპოვებულ გამარჯვებას საკუთარ მიღწევად აფორმებს. “ჩვენ გვყავდა ქვეყანაში წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავადა ჰააგის და სტრასბურის სასამართლოებისგან. ჩვენ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ 16-33 რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს ჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დიდი მცდელობით, დიდი მეცადინეობით, დიდი შრომით, იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა…

მეტი...

„აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში განაცხადა. ალიევის შეფასებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. „ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც დღეს ხელს ვაწერთ, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში, წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის…

მეტი...

„ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. „მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მინდა, მადლობა გადავუხადო რუმინეთის…

მეტი...

სააკაშვილის ჩაშლილი სასამართლო – რატი ბრეგაძე თქმით, დასკვნის გაცნობა ვერ მოასწრეს

მიხეილ სააკაშვილის ჩაშლილი სასამართლო პროცესი – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მათ დასკვნა რამდენიმე დღით ადრე მიუვიდა და ამხელა მასალის გაცნობა ვერ მოასწრეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, შემდეგ სასაამრთლო პროცესზე, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, მსგავსი ხარვეზი არ იქნება. „აქ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომ როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ადამაინის უფლებების დამრღვევი, სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად. იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც თავად მსჯავრდებული აცხადებდა უარს ხან სასამართლოში მისვლაზე, ხან დისტანციურად ჩართვაზე. აქ იყო ერთი ხარვეზი, რომელზეც თუკი ვინმეს სურდა, რომ სამართლიანი…

მეტი...

პუტინი მზად არის უკრაინაში ხანგრძლივი ომისა და შეტევებისთვის – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. “რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ დამატებითი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი და მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ამ ომში დიდი ხნით იყოს და დაიწყოს ახალი შეტევები”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება.

მეტი...

„ბუქარესტში ვარ, რათა განვიხილოთ სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „იმედისმომცემი პარტნიორობა, პოტენციალით სავსე ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

მეტი...

კაცი, რომელმაც ქუთაისში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ამბობს რომ ხალხი საკუთარ სახლში საქეიფოდ მიჰყავდა

კაცი, რომელმაც ქუთაისში მზგავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ამბობს რომ ხალხი საკუთარ სახლში საქეიფოდ მიჰყავდა. შემთხხვევა გუშინ მოხდა. დაკავებულია ორი ადამიანი, ორივე მათგანს  ძარცვის მცდელობას ედავებიან. გვიან ღამემდე გაგრძელდა დაკითხვების სერიაც. გამომძიებლებს მოწმეეები ანუ მგზავრები უყვებიან, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გატაცებამდე მგზავრებს სახლში წაყოლას სთხოვდა.

მეტი...