„უნგრეთის პრემიერის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე, მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ვიქტორ ორბანი ირიბად მოუწოდებს, გამოიწვევდა რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის. უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მას მშვიდობა. თუ პასუხი…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია – რა ხდება დედაქალაქში

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სირენები ჯერ უკრაინის დედაქალაქში გაისმა, ხოლო რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ბელორუსის ტერიტორიიდან ჯერ რადიოლოკაციური თვალთვალის თვითმფრინავი, შემდეგ კი ავიაგამანადგურებელი МиГ-31К აფრინდა. უკრაინის ტერიტორიაზე განგაშის სირენების ჩართვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

მეტი...

„2022 წელი ძალიან შედეგიანი იყო ქვეყნისთვის” – ირაკლი ქარსელაძე

პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინა. გვქონდა შედეგიანი 2022 წელი, მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ახალი პროგრამებით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რომელიც გადაჭარბებით შესრულდა. „განხორციელდა 5 500 პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 1 200 კომპანია და ჩართული იყო 25 000 ადამიანი. ეს ციფრები გამოხატავს იმას, თუ რა ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წელს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის118 კმ-ზე, საიდანაც 40 კმ-ზე მოეწყო საფარი და 15 კმ უკვე გახსნილია…

მეტი...

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 12 წლის მოზარდს მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას, არასრულწლოვანის მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად  განკარგავდა. სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკო-ს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ…

მეტი...

„900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს” – პრემიერი

დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ამ მიზნით თითქმის 100 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. „კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის მიმართულებით, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტის მიმართულებით…

მეტი...

სააკაშვილთან პალატაში მისი შვილი არ შეუშვეს – პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტს ახალ შეზღუდვებს აწესებს

კლინიკა ,,ვივა მედში” საგანგებო რეჟიმზეაგადაყვანილი. მიხეილ საკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი,  დღეს მამასთან პალატაში არ შეუშვეს. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია. მიხეილ საკაშვილის ვაჟი ამბობს, რომ მამის სანახავად უცხოეთიდან ჩამოვიდა და მას კორონას ტესტის პასუხი თან ჰქონდა. კორონაზე ტესტის უარყოფითი პასუხი ხელთ ჰქონდა.

მეტი...

„ვფიქრობ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია” – რატი ბრეგაძე

პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, დაასახელა არსებული პრობლემები და საზოგადოებას გააცნო მათი გადაჭრის გზები. „გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია. ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო. დღეს პრემიერმა კონკრეტული უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. ვფიქრობ,…

მეტი...

„ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა და, ზოგადად, მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობასა და გამჭვირვალე მუშაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. „მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევას, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს პროგრესზე თვალსაჩინოდ მეტყველებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით,…

მეტი...

ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. ორბანის განცხადებით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს. ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა…

მეტი...

ახალშობილებზე დახმარების თანხა იზრდება

ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება და ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას. “ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, გასულ წელს 150 ლარი იყო, 2023 წელს 200 ლარი იქნება. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს…

მეტი...

„ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება” – მარიამ ქვრივიშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა. „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. როგორც ომის მონიტორინგის ბელორუსული ჯგუფის ინფორმაციით, ორი რუსული ავიაგამანადგურებელი Mig-31K ბელორუსში მდებარე სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას, 1000 ლარის ოდენობით”- ირაკლი ღარიბაშვილი

ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას, 1000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რომ დემოგრაფიული საკითხები არის პრობლემატური და საჭიროებს უფრო კომპლექსურ მიდგომას. ,,ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება ოყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, გასულ წელს. წელს 150 ლარი და შემდეგ წელს იქნება 200 ლარი. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს  და ეს პროექტი ბიუჯეტს 465…

მეტი...

,,სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8 თვიანი, 11-თვიანი იმის მიხედვით ვინ როგორ კარიერას აირჩევს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ეფექტიანი სისტემა, სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს რა თქმა უნდა იქნება ინტენსიური საბრძლო-სამხედრო ასევე თეორიული მომზადება,”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯარისკაცებზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. ,,რაც შეეხება თავდაცვას და უსაფრთხოებას,მოგეხსენებათ რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა ბაზის განახლება არის დასრულებული,პროექტები გრძელდება ჩვენ დავიწყეთ ახალი ბაზის მშენებლობა მუხროვანში 70 მილიონი ლარის…

მეტი...

,,უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა ბოლომდე განდევნის თავდამსხმელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ,,ვერც საყოველთაო მობილიზაცია, ვერც ტყვიების პანიკური ძებნა, ვერც საიდუმლო კონტრაქტები ირანთან, ვერც ლავროვის მუქარები ვერ დაგეხმარებათ. რუსეთი უნდა შეეგუოს რეალობას. უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას, ბოლომდე განდევნის თავდამსხმელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩუმად დაელოდეთ ფინალს”,- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათიათასობით მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, დამნაშავემ სასჯელი მოიხადოს”- შალვა პაპუაშვილი

,,ორთვიანი კამპანიაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვხედავთ მოწოდებებს, რომელსაც მოსდევს ზეწოლა, იქნება გარკვეული სახის აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან, თუ გარკვეული სახის მიმართვები,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობით და ათიათასობით მსხვერპლი და  ამ მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს. „ამ საკითხს დაესვა წერტილი, ყველა თანხმდება, მას აქვს ჩადენილი დანაშაულები. ორი დანაშაულისთვის უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და იხდის მას. ამასობაში, სხვათა შორის, ერთი წელი უკვე მოიხადა სასჯელი. სასჯელს იხდის ორი დანაშაულისთვის და სამ საკითხზე მიმდინარეობს პროცესი. ანუ ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს…

მეტი...

კობა კობალაძემ ეროლ მუნირს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირს უმასპინძლა. კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ვეტერანებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატავენ; ეროლ მუნირმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ამ თანადგომის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ხარეებმა განიხილეს საქართველოში სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ისაუბრეს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროებისთვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად ახალ საკანონმდებლო ინიციატივასა და ვეტერანებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩამოყალიბების საკითხზე. კობა…

მეტი...

,,საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება” ავლენს”- ალეკო ელისაშვილი

,,პატივი უნდა სცე კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას და ყველაფერი გააკეთო ჯეროვნად და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, სკამი გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო – საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება” ავლენს!”- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა. მისი თქმით, ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა. „მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, ჩვენ ვხედავთ, როგორ უხერხულად იქცევა ხელისუფლება პრეზიდენტთან მიმართებაში. მაგალითად გვახსოვს, როცა საქართველოში…

მეტი...

,,თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. მისი თქმით, ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება. „ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს“, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, შედარებისთვის, თუ წინა მთავრობის დროს, ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში არაერთი მინისტრის მმართველობის დროს და მოქმედ მინისტრს, რატი ბრეგაძესაც აქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც პატიმრების ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. „ყველას კარგად გვახსოვს, თუ…

მეტი...

,,სააკაშვილის საკითხი არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას”- კობახიძე

,,სააკაშვილის საკითხი არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას, ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვაზე: „ვიცით ამერიკელი ფსიქიატრის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეში, რომელიც მოწამვლაზე საუბრობს, თუმცა ირკვევა, რომ ფსიქიატრი ამერიკაში საკმაოდ დაბალი რეპუტაციით სარგებლობს“. „ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი. ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც მთლიანობაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს…

მეტი...

,,ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც  შეიქმნა, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა. „რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას,  მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, 125 ათასი კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. ეს ნიშნავს, როგორ გააქტიურებულია ზოგადად კერძო სექტორი და ბიზნესი. შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს 229 ათასი ახალი…

მეტი...

,,არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინცდამაინც  9 200-დან ერთი პატიმრის ბედი”- ირაკლი კობახიძე

“დღეს პრემიერი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც  9 200-დან ერთი პატიმრის ბედი,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, მუქარა არაფერ შუაშია. ,,იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს…

მეტი...

,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ეს გააზრებული გვაქვს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. ჩვენი მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება…

მეტი...

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის”- ჯოზეფ ბორელი

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს,”– ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე. „სანქციები არ არის პანაცეა, მხოლოდ ის ვერ შეაჩერებს ომს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვა რუსეთისთვის: რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...

,,ჩვენთან ძალიან იაფია ელექტროენერგიის ფასი”- ირაკლი ღარიბაშვილი

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში. ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. BPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება. ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე…

მეტი...

,,წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10.5%”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ  გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10.5  მეათედი ეკონომიკური ზრდა”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს,  2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით  8000 დოლარს მიუახლოვდება. „რაც შეეხება ეკონომიკას და მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ , პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ  გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5  მეათედი ეკონომიკური ზრდა. მთლიანი…

მეტი...

,,უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, 229 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „სიღარიბე და უმუშევრობა ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა -უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, 15.6% შეადგინა უმუშევრობის დონემ. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში, 2021 წლის მეორე…

მეტი...

,,ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე”- პრემიერი

,,ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. „დღეს მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა საზოგადოებისთვის და თქვენთვის. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში.  საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია.…

მეტი...

,,ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება”- ღარიბაშვილი

,,მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იყო მხოლოდ პოლიტიკური და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. „მინდა, შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტლება,…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა „კათარზისის“ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა და საბჭოს წევრებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დღეისათვის „კათარზისი“ 550 ბენეფიციარს ემსახურება, უზრუნველყოფს მათ საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მომსახურებითა და სხვადასხვა საჭიროებებით. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წევრთა განცხადებით, მომდევნო პერიოდში ცენტრი გეგმავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანიც იქნება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მეტი...

,,შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა”- მიხეილ სარჯველაძე

,,შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა,”– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ დაესწრო. „როგორც ჩანს, მან არჩია, ამ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა და შესაბამისად, ის მიზეზი დაესახელებინა, რაზეც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისაუბრა. შემოთავაზებული არ იყო კარგი და დამაჯერებელი ახსნა, რატომ იყო მიუღებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრების განთავსება იმ წესით, რა წესითაც შესთავაზეს. რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გასაგები არ…

მეტი...

,,რუსეთი სომხეთს აიძულებს, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს”- სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსეთი სომხეთს აიძულებს, გაუხსნას დერეფანი აზერბაიჯანს და შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. „სომხეთი აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას“, – აცხადებს გრიგორიანი. არმენ გრიგორიანის თქმით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ე.წ. ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა, ჯდება რუსეთის მხრიდან სომხეთზე ზეწოლის ჩარჩოში. მისივე თქმით, სწორედ ამაში მდგომარეობს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მიზეზი.    

მეტი...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ცნობისთვის, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

მეტი...

„არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს”- კახა კალაძე

ვერც ერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შესაბამის კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს. „არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს…

მეტი...