„ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი” – ნინო ბურჯანაძე

ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დაგეს და მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო ადამიანურად, ასევე არა მარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის – ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. მისი განმარტებით, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ახლა საქმე ეხება სააკაშვილის სიკვდილ – სიცოცხლეს, რადგანაც ამაზე საუბრობს, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ისე არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტი. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საგანგაშო ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის წონა 73 კილოგრამია.

მეტი...

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება და მასში პროფკავშირის წევრი 1 100 ჟურნალისტი ჩაერთვება. მსგავსი მასშტაბის გაფიცვა „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს ბოლო 40 წელია, არ მოუწყვიათ. დღეს მანჰეტენზე დაგეგმილია ჟურნალისტების საპროტესტო აქციაც. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ჟურნალისტები ხელფასების 10%-ით გაზრდას და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებსა და გამოცემის რედაქციას შორის მოლაპარაკება მარტიდან გრძელდება, თუმცა უშედეგოდ.

მეტი...

„ადამიანის მდგომარეობას რასაკვირველია უფალი განაგებს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დაცვით უზრუნველყოს” – გია ვოლსკი

ფაქტია, რომ რევოლუცია არ შედგა, რევოლუციის ლიდერი სააკაშვილი ვერ გახდა, ფაქტია, რომ საავადმყოფოში იმყოფება, მაგრამ არ არის ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვას არ გააჩნია რესურსი მისი მკურნალობისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, “შესაძლოა, ფაქტია ისიც, რომ გარემო პირობები მისი ფსიქიკური მდგომარეობისთვის მართლაც შეუსაბამოა.” ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური განცხადებები, რომელიც პრემიერ- მინისტრმა გააკეთა, ერთგვარი დირექტივაა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლომ. „ვცხოვრობდით ეგეთ რეალობაში, როცა სასამართლო იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რასაც სააკაშვილი ან მისი დავალებით ნებისმიერი სხვა კარნახობდა. მოსამართლეს არანაირი…

მეტი...

„მშვიდობა რუსეთის პირობებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი” – ოლაფ შოლცი

რამეზე საუბარი რუსეთის მიერ ომის დასრულებისა და ჯარების გაყვანის შემდეგ შეიძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მედიის ჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე თუ უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების” შესახებ იდეას. „ახლა პრიორიტეტია რუსეთის მიერ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჯარების გაყვანა. სამართლიანია, რომ ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია ევროპის უსაფრთხოებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მაგალითად, რუსეთთან ევროპაში შეიარაღების კონტროლზე ვისაუბროთ. ამას ომამდეც ვთავაზობდით და ამ პოზიციაში არაფერი არ შეცვლილა”, – აღნიშნა შოლცმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავის სატელეფონო საუბრებზე კომენტარის გაკეთებისას…

მეტი...

ნინო ლომჯარიას მთავარი გზავნილები – ომბუდსმენის ბოლო სამუშაო დღე

ნიკა გვარამია და კარტოგრაფები – ორი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ შეფასებით დაასრულა სახალხო დამცველმა მუშაობა ომბუდსმენის პოსტზე. “ორივე საქმეში პოლიტიკური ინტერესები სახეზეა” – აცხადებს ნინო ლომჯარია. დღეს სახალხო დამცველს   ბოლო სამუშაო დღე ქონდა. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ლომჯარიას შემცვლელი. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მომავალი ომბუდსმენის მთავარი მოვალეობა იქნება შეუნარჩუნოს ინსტიტუტს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

მეტი...

„პოლიტიკური მოვაჭრეები” – დაპირისპირება საპარლამენტო ოპოზიციაში

„პოლიტიკური მოვაჭრეები” – საპარლამენტო ოპოზიციაში დაპირისპირებაა. მიზეზი კი  საარჩევნო  რეფორმაა. როგორც გაირკვა, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საკუთარ კანონპროექტებზე სასაუბროთ მმართველ პარტიას ერთი-ერთზე შეხვდნენ, ამ ინფორმაციას, თავად დეპუტატებიც ადასტურებენ. მმათთვის გაუგებარი აღმოჩნდაა მათი კოლეგების აღშფოთებაა და ვერ ხვდებიან რატომ დარჩა ზოგიერთი პოლტიკოსი მათზეეე განაწყენებეული.

მეტი...

უწყვეტი აქციები დაანონსებულია – მიხელ სააკაშვილის გადასარჩენად ოპოზიცია ძალებს აერთიანებს

ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” და „დროა” კონსულტაციებს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან გადიოდნენ. კოორდინირებულ ქმედებებზე შეთანხმება მიღწეულია. არ დავუშვებთ კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას – ეს არის ოპოზიციის მთავარი გზავნილი. ახლა ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება სააკაშვილს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, პოლიტიკური პროცესები მთლიანად ქუჩაში გადაინაცვლებს

მეტი...

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ და „ბლუმბერგი“ ავრცელებენ. როგორც ვარაუდობენ, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას სჭირდება. „მშვიდობის ევროპული ფონდიდან“ უკრაინას ამ დრომდე 3.1 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.

მეტი...

მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ავიაბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს. მათივე ცნობით, ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რის გამოც მობილიზებულია სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მეტი...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან, მაგრამ რადგან ორი ცალკე გადაწყვეტილება მიიღებოდა, ერთი ხორვატიაზე, მეორე – ბულგარეთსა და რუმინეთზე, მათი ხმაც წინააღმდეგ ჩაითვალა.

მეტი...

„ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე” -შალვა პაპუაშვილი

გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. „საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში, თითქმის ათდღიანი ვიზიტი გვქონდა გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში და შეგვიძლია, რამდენიმე საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება, რაც მოგვაქვს საქართველოში. პირველი, ე.წ. ევროსკეპტიციზმი, რომელიც ახასიათებდა ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირში, ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ და ჩვენ სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე. ვიგრძენით, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაინახოს თავისი თავი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მეორე ხაზგასასმელი საკითხია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს არამხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას,…

მეტი...

„2008 წლის 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, ორ დღეში ვერავინ დაგეხმარებოდა შეიარაღებით, ვიღაცები სპეკულირებენ” – ირაკლი კობახიძე

2008 წელს საქართველოს არავისგან მიუღია სამხედრო დახმარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც კასიანოვი ამბობს: „ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს“. ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომი ორი დღე გრძელდებოდა და აპ პერიოდში ქვეყანას იარაღით ვერავინ დაეხმარებოდა. „2008 წლის ომი გაგრძელდა ორი დღე. დაიწყო 8 აგვისტოს და 10 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის…

მეტი...

ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის – ირაკლი კობახიძე

ვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ, მიეწოდებინა უკრაინისთვის გენერატორები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს მაღალი სიმძლავრის გენერატორებს და არა ე.წ. დვიჟოკებს, ხოლო მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოში არ იწარმოება. „რაც შეეხება გენერატორებს, საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების“ გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“. ამ დროს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმემილიარდიანი ბრუნვის…

მეტი...

,,ყველა ის ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩემთვის არის მომავალი, თავისუფალი საქართველოს ჯარი”- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. ”მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ,,ყველა ის ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩემთვის, როგორც პატრიოტი ქართველისთვის, არის მომავალი, თავისუფალი საქართველოს ჯარი !,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.  

მეტი...

ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება – მედია

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება. გამნაღმველებმა გუშინ ოკუპირებული  სოხუმის სკოლების ნაწილი შეამოწმეს. მედიის ცნობით, ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტელეგრამის არხებში გამოჩენილ ანონიმურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ “ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა.” მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებდნენ. დე-ფაქტო სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიფხიზლე.”    

მეტი...

,,ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო”- პუტინი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ენერგეტიულ ობიექტებზე თავდასხმაში , თავად უკრაინა დაადანაშაულა. პუტინმა, რომელმაც განსაკუთრებით გაზარდა უკრაინის ენერგო სისტემაზე თავდასხმები ხარკოვიდან ჯარების გასვლის შემდეგ, თქვა, რომ ეს ყველაფერი კიევის დაწყებულია. “ახლა დიდი ხმაურია ჩვენი თავდასხმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ მოხვდა ყირიმის ხიდზე, ვინ ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან, ვინ არ მიიტანა წყალი დონეცკში?  – განაცხადა პუტინმა.     

მეტი...

თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვი მტკიცებით, რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იცის. ,,ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი (კიევი) მოისურვებს”,- განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

ბრალდებულებმა ყვარლის ტყეში 68 წლის კაცი სცემეს, რის შემდეგაც მას თანხა გასტაცეს – სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.  პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა და ასევე, ერთმა არასრულწლოვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რის შემდეგაც მას თანხა გასტაცეს. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით…

მეტი...

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი. ზამთრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 24 თებერვლამდე არსებულ ხაზზე გასვლას შეძლებენ. „ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების იმ ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმართულებიდან გადმოისროლეს. ამიტომ წინსვლა ძალიან მძიმეა. არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ.  

მეტი...

,,ცუდად ვარ, მაგრამ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედიდან” წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავ, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს. ,,მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ” წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს.

მეტი...

,,ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს – რისი და როგორ? ამას დაინახავთ!”- გიორგი ვაშაძე

,,როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს. რისი და როგორ? ამას თქვენ დაინახავთ! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. კითხვაზე თუ რას იგულისხმება “ყველა სცენარში”, ვაშაძე  პასუხობს: ,,ყველა სცენარი ნიშნავს იმას, რომ როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს, კონსტიტუცია არ არსებობს, სახელმწიფო მიტაცებულია პრორუსული ძალის მიერ, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა პატრიოტებს ებრძვის და ლაჩრობას ღირსებად ასაღებს, როცა საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება”. “რისი და როგორ? ამას…

მეტი...

,,ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა”- ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მისივე თქმით, სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა აქვს და გადაადგილებაც უჭირს. „სუსტად არის, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. 38.2 ჰქონდა ტემპერატურა, რაც რეალურად, “ქართული ოცნების” პროპაგანდას რომ გადავავლოთ თვალი, არაფერ კავშირში არ არის არც კვებასთან და არაფერ სხვასთან. ეს არის შინაგანი ტემპერატურა, რომლის მიზეზიც სამწუხაროდ, ვერ დაადგინეს. ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა. გაცილებით უფრო გამხდარია და დაკლებული წონაში, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პროგრესი არ შემიმჩნევია”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

,,თუ ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს,  გასარკვევია“- ოხანაშვილი

,,თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,-  ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა  განაცხადა. მიის თქმით, უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, შესაძლოა გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. „მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს.…

მეტი...

,,ღარიბაშვილმა საკუთარი თვითმფრინავი უნდა დააქოქინოს პილოტს, ჩაფრინდეს კიევში და გამართოს შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან”- ნიკა მელია

,,ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი თვითმფრინავი უნდა დააქოქინოს პილოტს და ჩაფრინდეს უკრაინაში, კიევში და გამართოს შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ ხალხს მინიმუმ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს. „ის უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან თვეების განმავლობაში, 24 თებერვლიდან ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები. პრაქტიკულად, არ დარჩა არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი, ვინც ეს ნაბიჯი არ გადადგა. გამონაკლისი არის ბატონო ლუკაშენკო და ბატონი ღარიბაშვილი. მან კანცელარიაში ბრტყელი განცხადებები მშრალი, ბიუროკრატიული ხმით კი არ უნდა აკეთოს მთავრობის სხდომაზე, არამედ, უკრაინელ ხალხს მინიმუმ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს. ამისთვის არსებობს ჩამოყალიბებული შესაბამისი პროტოკოლი, თუ…

მეტი...

,,თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად”- მამუკა მდინარაძე

 “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ პიროვნება სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ირიცხება, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს. ,,აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ არ უხსნის იმ მიმოწერაში არსად ჩანს არავინ უხსნის, ანუ მეორე მხარე რომელიც ეპატიჟება და მერე 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობა, და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ასეა, არა მგონია რომელიმე სახელმწიფო გამონაკლისი იყოს, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად. ანუ თუ სხვა ქვეყნის ჯარში…

მეტი...

,,კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი”- ალუდა ღუდუშაური

,,თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე -იმ მებრძოლებს, ვინც მამულაშვილთან ერთად “ქართულ ლეგიონში” იბრძვიან ღირსებააყრილს უწოდებს თუ არა? – ღუდუშაური პასუხობს: „ადამიანს თუ უნდა წასვლა იდეისთვის ვაჟკაცობაა და წავა, მაგრამ როცა არ უნდა წასვლა და ეუბნები, რომ ფულს მოგცემ, ფულის სანაცვლოდ რომ ხდება ეს – თუთაშხია ხომ გაქვთ ნანახი, წაკითხული თუ არა, იქ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო…

მეტი...

,,ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენ, უსინდისო ნაბიჭვრები არიან”- ზურაბ ჯაფარიძე

,,ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“,- ასე პასუხობს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კითხვას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, უკრაინამ საქართველოს გამოუსადეგარი იარაღი მიყიდა. „უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი. რაც ჩამოიყარა, თითქმის ყველა ჩამოიყარა უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა სულ, 1993 წელსაც გვეხმარებოდა, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ. ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

,,მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობაში”- ნიკა მელია

„მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი. „ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან…

მეტი...

,,ვთხოვ კიევის მაცხოვრებლებს მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის”- ვიტალი კლიჩკო

,,აპოკალიფსი, ისევე როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება მოხდეს,”- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. უკრაინის დედაქალაქის მერმა კიევი მაცხოვრებლებს მიმართა, რომ მზად იყვნენ სხვადასხვა სცენარისთვის. ,,ვთხოვ კიევის მაცხოვრებლებსაც მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის, იყვნენ მზად. გთხოვთ მოამზადოთ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები – ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში”, – განაცხადა კლიჩკომ.

მეტი...

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს დემონსტრანტი, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისთვის და თეირანში ქუჩის გადაკეტვისთვის გაასამართლეს. მედიის ინფორმაიით, სიკვდილით დასჯილი დემონსტრანტი მოჰსენ შექარია. მას ბრალად ედებოდა „ბუნტი“ და 25 სექტემბერს, თეირანის მთავარი გზის გადაკეტა, ასევე სამხედროს დანით დაჭრა. ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გადაიცვალა. თვითმხილველები და ახლობლები ამბობენ, რომ მაჰსა ამინი დაკავებისას სცემეს.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე”- პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ,,საქართველო: ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს”,- წერს სტანო Twitter-ზე. 

მეტი...

,,ტყვიის გარეშე სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა, ეს არის ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი”- გიორგი ვაშაძე

,,გუშინაც ვთქვი, როცა არ შემიშვეს სააკაშვილის მოსანახულებლად, ეს სცენარი ძალიან ჰგავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სცენარს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა, ეს არის რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი. „გუშინ, 12:00 საათზე მქონდა განცხადება, როდესაც არ შემიშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ზუსტად ეს ვთქვი, ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სცენარს. დღეს ისიც კი არ ვიცით, ტყვია ვინ გაისროლა. ამ შემთხვევაში საითკენაც ეს ყველაფერი მიდის, არის ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა. აი, ეს არის რეალურად განცხადების შინაარსი, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა“,…

მეტი...

დემნა გვასალიას „მოდის ოსკარი“ არ გადასცეს – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, 2022 წლის BoF VOICES-ზე მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის ”ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ვერ აიღო. მიზეზი ბრენდის ირგვლივ ატეხილი სკანდალია. გვასალიას ნაცვლად ჯილდო ”ვალენტინოს” კრეატიულ დირექტორს გადაეცა. ცნობისთვის, საქმე ეხება Balenciaga-ს კამპანიას, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნული კამპანიის გამო ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

მეტი...

,,სემეკის მიზანია საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი.  წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა. საანგარიშო პერიოდში , 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, სემეკში 62 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 81 დადგენილება და 907 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე – 608 გადაწყვეტილება. ანგარიშის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სემეკში სულ 73 წერილობითი…

მეტი...

,,ისტორია არ გვაპატიებს, რაღაც უბედურება რომ მოხდეს”- ელენე ხოშტარია

,,ისტორია არ გვაპატიებს, რაღაც უბედურება რომ მოხდეს –  მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ და არ მივცეთ საშუალება, შეიწირონ მიხეილ სააკაშვილი,”-  – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ  განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალურად ემუქრება საფრთხე. „მდგომარეობა მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. მოვისმინეთ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ყველა შესაძლო პროფესიონალის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომ რეალურად მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს საკითხი სცდება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს თუ პრობლემას, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ ადამიანურ ფაქტორზე, რამდენად მძიმეა, ნებისმიერი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს სისტემამ. ეს არის რეალურად გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ,…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში…

მეტი...