„გვინდა, პროცესი გავხადოთ შეუქცევადი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს გარანტია, სამსახურის პერიოდში მიიღებს” – ჯუანშერ ბურჭულაძე

სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე სერჟანტები. „ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მახათას მთაზე მშენებარე…

მეტი...

„სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის განმავლობაში გადავადებისთვის განისაზღვრა 10 000 ლარით. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის განმავლობაში გადავადებისთვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე…

მეტი...

„აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას” – რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები მოაწერენ ხელს, ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი. რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოტროჩენის სასახლეში ხელმოწერის ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრება. შეთანხმებას ხელს აწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ჩუკა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების…

მეტი...

პარლამენტის მოშიმშილე დეპუტატთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

პარლამენტში მისულ რატი ბრეგაძეს დღეს საპროტესტო პლაკატებით ის დეპუტატებიც დახვდნენ, რომლებიც უკვე მეორე დღეა, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზთან შიმშილობენ. რადიკალური აქციის მონაწილეებს რაოდენობა დღეს კიდევ ერთი დეპუტატით გაიზარდა. დავით კირკიტაძის, ანი წითლიძისა და აბდულ ისმაილოვის მიერ დაწყებულ აქციას თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ შიმშილობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ. შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს მოშიმშილე დეპუტატებს, შეწყვიტონ აქცია, რადგან შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მიუღებელია. აქციის მონაწილეები…

მეტი...

პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევეს. “სხდომა დახურულია, მანდატურებს ვთხოვ, რომ ქალბატონი სალომე გაიყვანონ გარეთ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მანდატურებს, რის შემდეგაც სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს. სალომე სამადაშვილის გაძევება მოჰყვა რატი ბრეგაძის მინისტრის საათის მიმდინარეობისას დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებას. მინისტრი წინა ხელისუფლების პერიოდში, ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა, რა დროსაც ოპოზიციონერები მას შეეკამათნენ. კონკრეტულად კი, სამადაშვილმა გააპროტესტა ბრეგაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა. CNN-ის ცნობით, ახალ პაკეტში საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებზეა საუბარი, თუმცა დეტალების გასაჯროვებისგან კირბიმ თავი შეიკავა. ამასთან, ცნობილია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინაში რუსეთის დღევანდელი იერიშები დაგმო. კირბის თქმით, ოკუპანტი უკრაინელების დაშინებას და ზამთარში პირობების გაუარესებას ისევ ცდილობს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს” – ნიკა მელია

თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება, უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების, საქართველოს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველო გამართლდა. „თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ. გუშინაც კი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას 2008 წლის ომს ახსენებდა,…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის შენახვაზე წელიწადში დაახლოებით 200 000 ლარამდეა დახარჯული” – რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილის შენახვაზე ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 200 000 ლარამდე არის დახარჯული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება. „იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება. ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციონირებს თბილისში, ეს არის კლინიკა, ის განთავსებულია პალატაში და იღებს სამედიცინო მომსახურებას. ამ ნაწილში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დაახლოებით 200 000 ლარამდე არის დახარჯული ერთი წლის განმავლობაში…

მეტი...

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა | სიაშია რუსეთი 200 მოქალაქე და 168 კომპანია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, – შავ სიაში მოხვდა რუსეთის 200 მოქალაქე და ორგანიზაცია – ამის შესახებ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. შეზღუდვების ქვეშ მოექცა 168 რუსული კომპანია:  სამხედრო-სამრეწველო, სამთო და ენერგეტიკის სექტორებში. ევროკავშირმა ასევე გააფართოვა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე: ქიმიკატები, IT აღჭურვილობა, დრონები, ძრავები, ელექტრონიკა.

მეტი...

რატი ბრეგაძემ ანა ნაცვლიშვილს მიმართა – ხომ არ გახსენდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შესულიყო?

შემთხვევით, ხომ არ გახსენდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შესულიყო?, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში. რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით ისაუბრა. „ანა ნაცვლიშვილის კითხვა იყო სტრასბურგის სტატისტიკასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ის ამბობდა, რომ სტრასბურგის სტატისტიკა კი არ შემცირდა, არამედ რუსეთმა შეატანინა საქართველოს წინააღმდეგ 3 000-მდე საქმე. ვიდრე გიპასუხებთ, ერთს შეგახსენებთ. შემთხვევით, ხომ არ გახსენდებათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, მათ შორის ოსებს ხელს უწყობდა საჩივრების შეტანაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო…

მეტი...

,,რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინასთან ომში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის. მისი თქმით, ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებად ითვლება –  ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები და ქარხნები. „რაც შეეხება ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებს, რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში, ესენია: მტრის ნებისმიერი ჯარი – კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან გაყვანილი მისი შეიარაღებული ძალებიდან; მტრის ნებისმიერი სამხედრო და დამხმარე ტექნიკა; სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი, ისევე, როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო მიზნების მიღწევას –…

მეტი...

,,ამბობდნენ, სისტემა კლავს სააკაშვილს და რა აღმოჩნდა? ვიაიპ პალატაშია, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით”- ზარქუა

,,ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით. „400 დღე გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, ლობისტები – უფასო, ფასიანი, ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით და ეს პატიმარი ძალადობს…

მეტი...

ევროკავშირი ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელ „თვითერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვის განცხადებით, ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას. „ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – წერს ევროკომისარი, ვერა იუროვა საკუთარი „თვითერის“ ანგარიშზე. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ტვიტერმა“ რამდენიმე ჟურნალისტის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა. ჟურნალისტების ანგარიშები მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.

მეტი...

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად. ხანის განცხადებით, ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. „2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი…

მეტი...

ფიფამ ზელენსკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ვიდეომიმართვაზე უარი უთხრა – ”სიენენი”

FIFA-მ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მიმართვაზე.  ამის შესახებ ინფორმაციას ”სიენენი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა FIFA-ს შესთავაზა, რომ ზელენსკი ფინალური თამაშის დაწყებამდე ვიდეო ლინკით ჩართულიყო, თუმცა ორგანიზაციამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ”სიენენის” ცნობით, FIFA-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ინფორმაცია ორგანიზაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

მეტი...

,,ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ზარქუას თქმით, თუ ვინმე პარლამენტის დატოვე უნდა, შეუძლია ”ადგეს და გავიდეს”. „ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია. რასაც თქვენ ხედავთ პერფორმანსებს, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, დანარჩენი კიდევ რაც არის, უკავშირდება იმას, რომ ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა- ზამთარს, ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა გადატრიალება და არის კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანია. ვინ უფრო აქ მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს, თორემ რად უნდა ამდენი განცხადება,…

მეტი...

,,ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას”- ”ემპათია”

,,მძიმე დიაგნოზების გათვალისწინებით, მკურნალობის არაეფექტურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას,” – ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრ „ემპათიას“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რთული და კომბინირებული დიაგნოზებისა და არასწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ კლინიკა „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას. „ექსპერტიზაში მონაწილეობდა 17 ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი. ექსპერტიზის დასკვნა 2022 წლის 29 ნოემბერს გადაეცა ექსპერტიზის დამნიშნავ მხარეს. დამატებით, ექსპერტიზის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ამერიკელი ტოკსიკოლოგის დასკვნაც, რაც გასაჯაროვდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტებით, არის დამოუკიდებელი საქმიანობა, კერძოდ, ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და არ…

მეტი...

,,ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია”- ლადო კახაძე

,,მე, როგორც ექიმს, ასეთი რამე მაქვს თქვენთან სათქმელი – ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია,”- ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა. ლადო კახაძე სააკაშვილის მნახველების ფრჩხილების და მათი თმების შემოწმების წინადადებით გამოვიდა, ”იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების”. ,,მე, როგორც ექიმს, ასეთი რამე მაქვს თქვენთან სათქმელი – ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია. კონკრეტული ნოზოლოგიების კრებულით, ამას მოჰყვება დიაგნოზი. ზოგიერთი არის პაციენტის მიმართვის შემდეგ, ზოგიერთი საჭიროა, ადამიანის სადღაც მისავლინებლად. ეს დიაგნოზი შედგება 3 კომპონენტისგან: ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და გართულება. დიაგნოზს ჰყავს თავისი დამსმელი, დიაგნოზი უნდა დაისვას და უნდა დაიცვას…

მეტი...

,,არ აინტერესებთ სააკაშვილი მოკვდება თუ გადარჩება”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 16 დღეა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტები უდევს და ექიმებისთვის არ მიუწოდებიათ. მისი თქმით, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი მოკვდება თუ  გადარჩება. „გუშინ საღამოს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ნინო ნადირაძემ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და თქვა, სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნასო. ეს არის 15 დეკემბერი. სასამართლოს პირველ დეკემბერს ჩემ მიერ ჩაბარდა დასკვნა და 21 ტომი მტკიცებულებები, რომელიც დაუყოვნებლივ პენიტენციურ სამსახურსაც გადაეცა. პენიტენციურის სამსახურის ხელშემკვრელი მხარე არის „ვივამედი“ და ისინი ვალდებულები იყვნენ, 2 დეკემბერსვე გადაეცათ ეს მასალები „ვივამედისთვის“…

მეტი...

,,რა უჯდება ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა?”- რატი იონათამიშვილი

,,რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა?,” – ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს. იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებას აინტერესებს, გადასახადების გადამხდელებს რა უჯდებათ სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის ხარჯები. „რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა? 400 დღის წინ ეს ადამიანი შემოვიდა იმისთვის, რომ დაერბია ჩვენი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი პარტია დაარბია, ეს კითხვა ძალიან აქტუალური და საინტერესოა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როგორ ებრძვიან დღესაც ჩვენს ქვეყანას, ებრძვიან სიმართლეს და სინამდვილეს, ტყუილით და სიცრუით…

მეტი...

,,მუქარით, სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა, უარის შემდეგ, კართან ასაფეთქებელი დაუტოვა”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც,…

მეტი...

,,სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა”- რატი ბრეგაძე ”ნაციონალურ მოზრაობაზე”

,,ეს ხალხი გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, „ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხი“ უწოდა. „სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. დღეისათვის საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 138 საქმე განიხილება, რაც ისტორიული მინიმუმია. აუცილებელია შედარების გაკეთება, რათა არ დაგვავიწყდეს ისტორია. 2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 ათასიდან 4 ათასამდე საქმე. ესაა ის სტატისტიკა, რომელიც მეტყველებს ადამიანის…

მეტი...

,,ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ”- ირაკლი ზარქუა

,,შეიძლება ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ოჯახისა და შვილების ხსენება არის წითელი ხაზი, რომელიც არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გადალახოს. „ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსიროს, მაგრამ როცა ოჯახის და ბავშვებს ხსენება მიუღებელი და დასაგმობია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ. ეს მიუღებელია, ეს სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მათ შორის, იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც. კი ბატონო, შეიძლება, პირადად ერთმანეთს რაღაც ზედმეტი…

მეტი...

ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა – არიან დაშავებულები

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ბინადრობდა. არსებული ინფორმაციით, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია.  

მეტი...

,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში”- ხაბეიშვილი

,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რატი ბრეგაძეს დღეს ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს. ,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში. არ დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი ციხეში უნდა მოკლას და მისი უფლებები დაარღვიოს მუდმივად, პუტინს ჩააბაროს ანგარიში, “აღლიცინოს” რუსული პროპაგანდა, ეს ისწავლა გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით…

მეტი...

სტამბოლში სავაჭრო ცენტრში მასშტაბუტი ხანძარია

თურქეთში, სტამბოლში სავაჭრო ცენტრ Metrocity-ში მასშტაბუტი ხანძარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ლევენტის უბანში, სავაჭრო ცენტრში, სახურავზე გაჩნდა. ამაშველო ჯგუფები ამ დრომდე  აგრძელებენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

,,მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოაღალატე მამის სახელით” – წითლიძე ბრეგაძეზე

,,რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს რომ, მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოაღალატე მამის სახელით,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე წერს. მისი თქმით, ეს არის რატი ბრეგაძის იუსტიციის მინისტრობის განაჩენი. “რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს რომ კი, როდესაც ვეუბნები რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოაღალატე მამის სახელით – ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი.  და ამას ვერ აცდება.  როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან – თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსული ოცნებასთან კი, უნდა იცოდნენ ოცნების ლიდერებმა რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი რაც მათ თვითონ…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი 20 950.0 ათასი ლარით განისაზღვრა. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 9.78 მლნ ლარითაა გაზრდილი. „აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მზარდი მაჩვენებელია. გაზრდილი ბიუჯეტი სააგენტოს რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და საქმიანი ეზოების მოწყობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს. 2023 წელს დაგეგმილია ხე-ტყის დასაწყობების „საქმიანი ეზოების“ მოწყობა და მათი ტექნიკით აღჭურვა საჩხერის, ონის, ცაგერის, ჭიათურის,…

მეტი...

,,შევახსენებ ამ ოროსნებს…აჩვენებენ, რომ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, არავის დაინდობენ”- რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წევრები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან საერთო არაფერი აქვთ. „პირველ რიგში, მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი. შევახსენებ ამ ოროსნებს, ადამიანის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, უწოდო ადამიანს მკვლელი ან ნებისმიერი სხვა რამ, თუმცა მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა…

მეტი...

,,დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები, მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა მჯდარიყო ციხეში, 2012 წელს დასრულდა”- პაპუაშვილი დეკანოიძეს

„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ“,-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს. „ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ხართ დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა. თქვენი განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, როცა ამბობთ თუ ვინ სად აგებთ პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ…

მეტი...

,,გაიქეცი, გაიქეცი, მიდი…ძაან შემაშინე, ვკანკალებ”- ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. რატი ბრეგაძეს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ. მას ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ”. “გაიქეცი, გაიქეცი, მიდი…ძაან შემაშინე, ვკანკალებ…უზრდელი ხარ..როგორ გიპასუხო მაგ უზრდელობაზე, ქალი ხარ… ხაბე საღოლ”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე!”- ხატია დეკანოიძე რატი ბრეგაძეს

,,ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე! გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“,- ამ სიტყვებით   “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ  იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა. დეკანოიძის თქმით, მინისტრი სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეა. „მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად „ნაცარს აყრიდეს“. მას ჰყოფნის თავხედობა აქ მოვიდეს. თქვენც, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე! ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი…

მეტი...

,,ნუ კლავთ”- ”ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი რატი ბრეგაძეს

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იუსტიციის მინისტრს,რატი ბრეგაძეს ბანერებით ”ნუ კლავთ” დახვდნენ. ამ ფორმით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტმა გამოხატეს. მანამდე რატი ბრეგაძეს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის,  პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.

მეტი...

ბრალდებულმა მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  14 დეკემბერს, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 დეკემბერს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით,…

მეტი...

„ჩემი შენ გითხარიო… კობახიძემ ყველა პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს”- ანა ნაცვლიშვილი

„ჩემი შენ გითხარიო… კობახიძემ ყველა პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს და თქვა, ევროპარლამენტშია ეს პრობლემებიო,”- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”თუ ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავთ ქვეყანა”. „ამ ყველაფერზე მახსენდება ქართული გამონათქვამი, “ჩემი შენ გითხარიო” – ეს არის, რასაც ირაკლი კობახიძე ეუბნება ევროპარლამენტს, ყველა ის პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს და მერე თქვა, ევროპარლამენტშია ეს პრობლემებიო. სასაცილოც არ არის, იმდენად არასერიოზულია ეს ამბები. კობახიძემ ახსენა კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, მე მინდა შევახსენო, ნებისმიერ პარლამენტში არის პრობლემები, მაგრამ პარლამენტის სიჯანსაღეს განსაზღვრავს…

მეტი...

არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიაში – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებს ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს.  კვლევის  მიხედვით, არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი. „ხალხური ჟარგონით „ფეხებზე მკიდია“ სასტავია. ამ ადამიანების უმეტესობას არ ადარდებთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ ადარდებთ საზოგადოებრივი ნორმები. მათთვის სიჩქარის გადამეტება და საგზაო წესების დარღვევა „თავისუფლების” შეზღუდვაა. ეს კანადაში, და საქართველოში…. სრული ბესპრედელია…“,- წერს გიორგი ფხაკაძე. ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულში კანადელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 11 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის დაშიფრული ჩანაწერები, რომელთაგან 16%-ს არ ჰქონდა გაკეთებული COVID-ის ვაქცინა. მათ დაადგინეს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 72%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი მძიმე საგზაო ავარიაში, რომლის…

მეტი...