ცნობილია უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველის ვინაობა, სამი კი ტყვეობაში იმყოფება

​ბახმუტის მიდამოებთან რუსი სამხედროებისა და უკრაინელების შეტაკებები გრძელდება. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ადგილზე უმძიმესი ვითარებაა. დაღუპულია ხუთი ქართველი მებრძოლი, ორი დაიჭრა, სამი ქართველი კი უკრაინულ ბატალიონთან ერთად რუსების ალყაში იმყოფება. დაჭრილებისა და გარდაცვლილების ტერიტორიიდან გამოყვანა ამ დრომდე  ვერ ხერხდება. დაღუპულები არიან: ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარელია.  

მეტი...

პუტინი ოკუპირებულ დონბასში ჩასვლას გეგმავს

რუსული მხარე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტი დონბასში ჩასვლას გეგმავს. აღნიშნული განცხადება პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა. პესკოვი პუტინის დონბასში ჩასვლის პერიოდზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დროთა განმავლობაში მოხდება.  

მეტი...

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ ინფორმაციას 5 ქართველის დაღუპვის შესახებ. ამ ეტაპისთვის არ ხმაურდება დაღუპულთა ვინაობა, რადგანაც, მათი ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ არიან.

მეტი...

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს“  

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს სს  საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. საქართველოს მეგობართა ჯგუფი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს,  სადაც გმობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს და ცხინვალში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. „ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენას ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში გაერთიანებას. ამის მსგავსად, ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის დაკავების გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების,…

მეტი...

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე” – ეუთოს მეგობართა ჯგუფი

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. „ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა. ტექსტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაგმობილია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. „ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრო შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გრძელდება და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების…

მეტი...

„რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ჩვენ მას დავკარგავთ“ – გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით,  თუ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასწრაფოდ არ ჩაინიშნა,  შესაძლებელია, პრეზიდენტი აღარ იყოს ცოცხალი. აღნიშნული განცხადება ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართა. „დღევანდელი აქცია არის სიმბოლური შეკრება, ეს არ არის იმ ადამიანების სრული მობილიზება, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა. ჩვენი ერთად დგომა მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს. ეს არ არის სრული მობილიზება იმ ადამიანების, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, რომ არ დავუშვათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი. სააკაშვილმა დღეს ვერ შეძლო ფეხზე ადგომა. ჩვენ რამდენიმე…

მეტი...

„განწირულია სიკვდილისთვის“ – “ქართული ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მმართველი გუნდის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს. როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა  აღნიშნეს, მთავარი მიზანი საქართველოს პრეზიდენტის გადარჩენაა. ლოზუნგით – “თავისუფლება მიშას”, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. „თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში სააკაშვილის უფლებების დაცვის მხარესთან. ეს ბუნებრივად მოხდა, არა იმიტომ, რომ დავგეგმეთ, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობის მხრივ, გაუარესდა. უკვე დაიდო დასკვნები ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც…

მეტი...

აშშ მზადაა, კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთთან დიალოგში ჩაერთოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთ-უკრაინის საომარი მდგომარეობის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესშიც ჩაერთოს. როგორც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი განმარტავს, შეერთებული შტატები ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. „აშშ და მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა.  პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ასევე, უკრაინის მხარდაჭერასა და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის  უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების…

მეტი...

ჯანმო კორონავირუსის ახალ, სასიკვდილო ვარიანტის გამოჩენას არ გამორიცხავს

ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საფრთხეზე ისევ ალაპარაკდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, პანდემიის კრიტიკული ეტაპის დასრულება ახლოსაა, თუმცა, საფრთხეები მზარდია. „კოვიდ-19“-ის დამარცხების სტრატეგიაში არსებული შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად“ – აცხადებს ტედროს ადანო გებრეისუსი. მისი შეფასებით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ მხრივ პრობლემები არსებობს. „უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ, რომ პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, – აცხადებს გებრეისუსი.  

მეტი...

შვილებზე ძალადობის საქმე – ტატიანა სოლოვევა აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე მას ბავშვებს ართმევს

„ბესიკ ლაჩაშვილი უკანონო გავლენების გზით ჩართულია პროცესებში, რომ ტატიანა სოლოვევას ორი არასრულწლოვანი შვილი ჩამოერთვას ბებია ირინა აბრამენკოს და გადაეცეს მოძალადე ვიტალი სოლოვიოვის დედას მოძალადე ანგელინა ტრიპალინას“ – ეს განცხადება ცნობილი რუსი მომღერლის, ტატიანა სოლოვევას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბავშვებზე ძალადობის ეპიზოდს, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც სოლოვევამ, ისე მისმა ინტერესების დამცველმა, აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და  საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლავთ ბესიკ ლაჩაშვილი რუსეთთან კავშირებსა და სოლოვევას ყოფილი მეუღლის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულეს. „თბილისის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლავთ ბესიკ…

მეტი...

მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის თავმჯდომარეობით გაიმართა,  ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე…

მეტი...

„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული“  – თურქეთის პრეზიდენტი  

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები სწრაფად უნდა აღდგეს და ამ პროცესით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან საუბრისას აღნიშნა, სამშვიდობო პროცესი ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა”, – აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის ჩართულობითა და ინიციატივით რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები არაერთხელ გაიმართა და მათ შორის თურქეთშიც.  

მეტი...