,,ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე”- ირაკლი კობახიძე

,,ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში.”

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი  საფუძველი, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სახელმწიფოებრიობას. გლუკსმანი არის სააკაშვილის კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ეს არის მისი მთავარი ნიშანი, ამიტომ არის ის დაინტერესებული. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს არის ნომერ პირველი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. როცა ვიღაცები ამბობენ, მათ შორის ევროპარლამენტარები, ეს უნდა გაცვალოთ კანდიდატის სტატუსზეა, ეს თავისთავად უკვე არის მიუღებელი და არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიუთითებს, იმ კორუფციულ პრობლემებზე, რაც გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში. ყველას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას“, – განაცხადა  კობახიძემ

მსგავსი თემები