,,იუსტიციის მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის რომ დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე იყოს, თანამდებობიდან გადადგებოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.

„დინამიკაში უნდა იყოს ნაჩვენები, უტარდება შესაბამისი მკურნალობა თუ არა. საერთოდ, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და დაინახავთ, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი. ამის ჩვენება არ უნდათ, რომ არანაირი მკურნალობა, ყოველ შემთხვევაში, ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. ამის დამალვის მცდელობა იყო.

სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, შემრცხვებოდა და ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა, უფრო მეტ ფულს იშოვიდა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები