აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. კერძოდ, ლიეტუვაში აშშ-ის ელჩმა რობერტ გილკრისტმა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ, არვიდას ანუშაუსკასს შეატყობინა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ამერიკული ძალების სტატუსი მუდმივ როტაციულ განლაგებაზე შეიცვლებოდა. „ამერიკის შეერთებული შტატები ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაზრდიან როტაციული შეიარაღებული ძალების მუდმივ წარმომადგენლობას, რათა ბალტიელი მოკავშირეების წინაშე გააძლიეროს საკუთარი ვალდებულება. ლიეტუვაში მექანიზებული ბატალიონისა და საველე არტილერიის ბატარეის ყოფნა ეპიზოდურიდან მუდმივ როტაციულ განლაგებაზე შეიცვლება”, – წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, 2019 წლიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბატალიონი ლიეტუვაში შვეჩიონისის რაიონის პაბრადეს პოლიგონზე დისლოცირდება ხანგრძლივი და მოკლე პაუზებით…

მეტი...

TIME-მა „წლის გმირებად” ირანელი ქალები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული მიმდინარე პროტესტების ფონზე ირანელი ქალები „2022 წლის გმირებად” დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „TIME-ის ვერსიით ირანის ქალები „2022 წლის გმირები” გახდნენ. მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან წინ, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, აღზრდილი უფრო მაღალი მოლოდინებით. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მათ, ვინც მათ წინ იყო, ისინი თავს უფრო ტრანსნაციონალურ თაობა Z-ად თვლიან, ვიდრე ირანელებად”, – წერს TIME. გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ქალებმა დაიწყეს ირანის ისლამური რესპუბლიკის 43-წლიან ისტორიაში ხანგრძლივი პროტესტი.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ცდილობს კონფლიქტის „გაყინვას” – გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომის გაყინვის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოდის. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი გაყინვა საშუალებას მისცემს კრემლს პაუზის დროს შეავსოს და გადააჯგუფოს ძალები ახალი დარტყმისთვის. მისი თქმით, ომის დასრულების დასაჩქარებლად ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი იარაღის მიწოდება უნდა გაზარდონ. „რუსეთი ცდილობს ამ კონფლიქტის გაყინვას გადაჯგუფებისა და მოგვიანებით უფრო მასშტაბური თავდასხმის მიზნით, რადგან უკრაინა ახლა ინიციატივას ფლობს”, – თქვა სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაადგინოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებების დრო და შინაარსი. „რაც უფრო გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევა, მით უფრო გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო…

მეტი...

საუბრები რაღაც დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებებზე შინაარსსაა მოკლებული – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება „გრძელვადიანი პროცესი” იყოს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. რაც შეეხება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. მაგრამ თქვენ შემდეგ ახსენეთ, რომ გაჩნდა ახალი ტერიტორიები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის, ეს სერიოზული საკითხია”, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, 300 000 მობილიზებულიდან 150 000 „სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების” ზონაში იმყოფება, მათგან 77 000 – უშუალოდ საბრძოლო ქვედანაყოფებში, დანარჩენები კი ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ. „მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის [ფრონტის] დაჯგუფებაში, ისინი ჯერ…

მეტი...

სამების ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა 3 მებრძოლის, ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას და ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას პანაშვიდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები ესწრებოდნენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 3 სამოქალაქო პირის – გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის – ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას,…

მეტი...

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შეზღუდვა 8 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

მეტი...

„ლაგუნა ვერესთან” მომხდარი მკვლელობის საქმეზე იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამდენიმე გასროლით, თბილისში, სს ,,საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების დროს, ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით…

მეტი...

“ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი” – პრემიერ-მინისტრი

“ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. „მე მინდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

თამარ გაბუნია – ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის

ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის, ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა, დეკემბერში კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას განცხადებით, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც, ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია. „წელს სეზონური ვირუსების ცირკულაციას ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე. დღეს ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა…

მეტი...

რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ – ირაკლი ღარიბაშვილი

რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება – პრემიერი სააკაშვილზე. მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა ჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო აქ და რევოლუცია, სისხლისღვრა მოეწყო, ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში, უკრაინის ომი არ იყო დაწყებული ჯერ,  სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება და…

მეტი...

მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში – პრემიერ-მინისტრი

ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაიმე არეულობას შემოიტანენ ქვეყანაში. „ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და…

მეტი...

პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი  ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. „მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის ქართული ლეგიონის წევრი, მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტი წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და…

მეტი...

,,თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი. „მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან, ჯერ უკრაინაში ომი არ იყო დაწყებული, ემუქრებოდა ყველას, თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება…

მეტი...

,,ომში ჩართვაზე უკრაინის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც საჯაროდ არ ითქმის”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაციას ფლობს, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. „რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის, საჯაროდ ბევრი არ ითქმის. ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაღუპულიყვნენ, არამედ ქართველებიც, ეს…

მეტი...

,,ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არასდროს ჩაერთვება. „სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

პოლონეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც ავტომობილით სირიის 23 მოქალაქე გადაჰყავდა

პოლონეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც ავტომობილით 23 ლტოლვილი, სირიის მოქალაქე გადაჰყავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მძღოლი მესაზღვრეების, მოთხოვნას გაეჩერებინა არ ავტომობილი არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და პოლიციის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, აქ საუბარი არ არის შიმშილობაზე”- „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკუროდირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება. მისივე თქმით, ძირითადი დაავადება არის იმის გამომწვევი, რომ სრულფასოვნად საკვების მიღება არ ხდება. „რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობის სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში. ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში, არ იკვებება. ვერ იკვებება ადამიანი, თუ…

მეტი...

რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს. „დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები ახლა არ არსებობს. რაც უფრო მეტად გვსურს მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, უკრაინას ზამთრის პერიოდში სურთ ძალების გადაჯგუფება და გადაიარაღება სურს,  ამიტომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

მეტი...

უკრაინის კულტურის მინისტრმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ რუსულ კულტურას

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ. ალექსანდრ ტკაჩენკო დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე. მისივე განმარტებით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“. როგორც ტკაჩენკო აღნიშნავს, „ახლა მიმდინარეობს ცივილიზაციური ბრძოლა კულტურასა და ისტორიასთან, რა დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს კულტურისა და მემკვიდრეობის განადგურებას, როდესაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია“.

მეტი...

,,თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე”- ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე

,,თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე და მიხეილ სააკაშვილს 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის. „მას სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ, სასჯელაღსრულების დაწესებულება, ყველა შესაბამისი ორგანო ჩართულია, რომ ყველა სერვისი მიეწოდოს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისმის მეორე საკითხი – თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სერვისს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს, ან საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს? ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ოკუპირებულ დონეცკში – დაიღუპა 16 ადამიანი

დროებით ოკუპირებულ დონეცკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ინფორმაციით,  ავარია მიკროავტობუსსა და სატვირთო მანქანას შორის მოხდა, რომლის მგზავრებს შორისაც იყვნენ ჯარისკაცები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლიც.  

მეტი...

,,მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ან სასიკვდილო განაჩენზე”- ნიკა მელია

„შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით,პარტია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. „ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას ადარდებს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული ამ პროცესებისადმი. პარასკევს, მაღალი ალბათობით, ვერ ამოიწურება საქმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული. აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი და ის მორალური უპირატესობა, რომელიც ახლა აქვს…

მეტი...

ბარსელონასთან, მატარებლების შეჯახებისას 155 ადამიანი დაშავდა

ბარსელონასთან ახლოს ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. სამი ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სარკინიგზო ავარია დღეს, დილით მოხდა. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.  

მეტი...

,,აკრძალული წამლებით ხდებოდა სააკაშვილის მკურნალობა, ძირითადად რუსულით”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს აკრძალული წამლებით მკურნალობდნენ. მისი თქმით, მკურნალობა ძირითადად, რუსული მედიკამენტებით ხდებოდა. ,,მიღებული მაქვს წერილები FDI-დან, ჯანმოდან, რომ აკრძალული წამლებით ხდებოდა მისი მკურნალობა. არის იმ წამლებიდან რამდენიმე წამალი, რომელი მსოფლიოში აკრძალული წამალია და წესით, არ უნდა მიეღო. მაგალითად, ამერიკაში ამჟამადაც ცოლ-ქმარი სასჯელს იხდის ერთ-ერთი წამლის გაყიდვისთვის. რუსული წამლებით მიდიოდა ძირითადად მისი მკურნალობა. თუ პატიმარი უარს ამბობს საჭმელზე, ანუ შიმშილობს, მაშინ პატიმარი გადაჰყავთ სხვა ოთახში, სხვა პირობებში და შიმშილობის რეჟიმზე მყოფი პატიმარი ჰქვია ამას. მსგავსი რამ ავადმყოფობის ისტორიაში, ჩანაწერებში, ჩვენ რასაც გავეცანით, არ არსებობს.…

მეტი...

„შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმერეთს სტუმრობს. ვიზიტთან დაკავშირებით ელჩი ვიდეოს ავრცელებს. „შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“. თუ თქვენი პასუხია, აკაკის სახლი, მართალი ხართ. ჩვენ იმერეთში ვართ, ულამაზეს იმერეთში ულამაზეს დღეს. ვეცნობით მეტ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. ახლა საჩხერის საჯარო სკოლაში წავალთ. ასევე, აქ არსებულ პრობლემებს გავეცნობით იმერეთში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით. იმერეთში ხალხთან გასაუბრების უამრავი შესაძლებლობა გვექნება და მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრებს“, – აცხადებს კელი დეგნანი ვიდეოში.

მეტი...

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში (NFP), საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ესწრებოდა. „ჩვენ მასშტაბური სატყეო რეფორმის პროცესში ვართ, რომელიც ტყეებისა და მათი რესურსების კომპლექსურ გამოყენებას გულისხმობს, მათ შორის, არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის განვითარებას, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი შეფასებების გაკეთება და გარკვეული მიზნების დასახვა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სატყეო სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციებთან ერთად, არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის საკითხებზე მუშაობს. ჩვენი სამინისტრო…

მეტი...

,,ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ, რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, პარტია ყველანაირი სცენარისთვის მზადაა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” მზად არის რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეს. „პარტია მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ვართ საოცრად ერთიანი და განსხვავებული აზრები არ არსებობს. ერთიანობის მნიშვნელობას ყველა ვხვდებით, ამიტომ 9 დეკემბერს დაიწყება პროცესი, სადაც ჩვენ, ბუნებრივია, შევიკრიბებით და საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, პარტია გააგრძელებს კოორდინაციას როგორც პარტიის შიგნით, ოჯახთან, ასევე დაცვის მხარესთან, რათა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მათ შორის, აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით, დიპლომატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ყველანაირი…

მეტი...

,,პირველი ღირსების დამცველი არის პრემიერი, ნურავისში შეგეშლებით”- ალუდა ღუდუშაური

,,ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი პრემიერი და თითოეული ჩვენგანი, ნურავისში შეგეშლებით!,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს  ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერ-მინისტრი. „დღეს ქვეყანას ჰყავს ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერი და ეს ბატონი (კინზინგერი) იქნება თუ სხვა ნებისმიერი, კარგად ხედავს, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი, ვაჟკაცი, ქვეყნის ინტერესების დამცველი პრემიერი. თუ ვინმე საერთოდ ღირსებაზე ლაპარაკობს, ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ზოგადად ღირსებაზე, ეს ვისგან გვესმის? – იმ პირებისგან, ვის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს…

მეტი...

„გაგახაროთ? ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთავს 100 000$-ის გენერატორები”- გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ქართველმა 100 000$-ის გენერატორები დაუკვეთა უკრაინისთვის. „გაგახაროთ? ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთავს 100 000$-ის გენერატორები! ძალიან, ძააალიან ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები! ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს. ყველაფერი გამოგვივა, ჩემო კარგო ქვეყანავ“- წერს მაქარაშვილი.

მეტი...

,,სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს „პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, არის თვითონ . ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. როცა პირი წინააღმდეგობაშია იმ პროტოკოლთან რომელიც განესაზღვრა, თუნდაც ექიმების მხრიდან, ჩემი აზრით, ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მგონია, უადგილოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირმა თვითონ გადაწყვიტა როგორც ჩანს. თავიდან კარგად ხედავდით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. მოვლენებს ობიექტურად…

მეტი...

ძარცვა ქართველების მონაწილეობით – ესპანეთში სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს

ესპანეთში, სარაგოსაში ბინების ძარცვის ბრალდებით, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს. მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა. დაკავებულები არიან 29, 32 და 35 წლის პირები. მათ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები. ,,ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი ამაგრებენ წებოთი პატარა ძაფებს კარის ძირსა და ჩარჩოს შორის. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს…

მეტი...

,,აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს სამუდამოდ”- გიორგი ვაშაძე

,,აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს სამუდამოდ, საუკუნეების მანძილზე,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით სავიზო რეჟიმი ამ დრომდეც შემოსაღები იყო. ,,ყველამ უნდა აირჩიოს, თუ გინდა ევროპა, ევროპული ტიპის განვითარება, თუ გინდა ძლიერი საქართველო, ძლიერი უკრაინა, ასეთ შემთხვევაში სრულ თანხვედრაში უნდა იყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სავიზო რეჟიმი აქამდეც შემოსაღები იყო რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით. როცა ამას არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ შენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებ. ერთი რამ უნდა…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს”- ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. მისი თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და აღნიშნავს, რომ  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება. „მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს…

მეტი...

,,სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, რათა თავიდან იქნას აცილებული სავალალო შედეგი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. „უმძიმესი ვითარება გვაქვს, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, მისი მდგომარეობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდება თუ სამკურნალოდ მისი გადაყვანა არ მოხდა. ასევე ხედავთ, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს მის უმძიმეს მდგომარეობაზე და იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, ციხეში მოწამლეს. დღეს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. არ ვფიქრობ,…

მეტი...

,,სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება. მსხილაძემ უპასუხა კითხვას, არის თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არამარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს, რომელიც იხდის სასჯელს, სახელმწიფო ვალდებულია აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – განაცხადა მსხილაძემ.

მეტი...

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი კანონით აკრძალეს

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც. შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ხელისუფლება აცხადებს, რომ კოდექსის ახალი რედაქცია, რომლის მიზანია „ინდონეზიური ფასეულობების გაფრთხილება“, ძალაში სამ წელიწადში შევა. კანონსაწინააღმდეგო სექსის შესახებ ”დაბეზღება” შეუძლიათ მხოლოდ ეჭვმიტანილების მშობელს ან შვილს. კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ.  

მეტი...