„მონებო“, „თქვენ ხართ არაკაცები და მკვლელები“ – ხმაური საქალაქო სასამართლოსთან

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოსთან –  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი შეძახილებით გააცილეს.

ადგილი ჰქობდა ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონებო“, „თქვენ ხართ არაკაცები და მკვლელები“.

ადგილზე შეკრებილები ითხოვდნენ პასუხს, რატომ მოითხოვა პენიტენციურმა სხდომის ერთი თვით გადადება.

ადგილზე საპატრულო პოლიციის სამსახური იყო მობილიზებული.

მსგავსი თემები