„ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია” – თეა წულუკიანი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში. ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“. „მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს…

მეტი...

„ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია” – ნედ პრაისი

ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პრაისის თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება. „ჩვენ ამ ვირუსის ბევრი მუტაცია ვნახეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე ფოკუსირებულები ვართ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებს დავეხმაროთ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრაისმა. ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ, ჩინეთმა მიმდინარე კვირაში განაცხადა. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ვერსიით, ვირუსს სულ 5 237 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

გემის ჩაძირვისას დაკარგული 5 მეზღვაურის ცხედარი იპოვეს | სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ტაილანდში, სამხედრო გემის ჩაძირვისას დაკარგული 5 მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, დანარჩენ 26-ს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ 75 პირის გადარჩენა მოხერხდა. ცნობისთვის, შემთხვევა კვირას ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რასაც მოკლე ჩართვა მოჰყვა.

მეტი...

„ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით”- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის წუხანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაში უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული, – ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა. კობახიძის თქმით, ზელენსკის განცხადება მხოლოდ დასტურია იმისა, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს. “ჩვენ ვამბობდით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე, მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც…

მეტი...

კაცს, რომელმაც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა, 19–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, – ინფორმაცას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. სასამართლოზე საქმის პროკურორმა დანაშაულის ჩადენის დღე გაიხსენა და ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა: “გენდერის ნიშნით, სტერეოტიპული: [მამაკაცია ოჯახში უფროსი და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას] და მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების გამო, ქალს არ ჰქონდა სოციალური ქსელი, მის [მეუღლის] უკითხავად არ ჰქონდა სახლიდან გასვლის უფლება. ბრალდებულმა მეუღლეს დანით 16 ჭრილობა განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა”  – თქვა  საქმის პროკურორმა. მისი თქმით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედასაც, გარდა ამისა, მომხდარ ფაქტს, შეესწრო დაზარალებულის და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიც.…

მეტი...

19 წლის ბიჭი ამტკიცებს, რომ მთვრალმა პოლიციელებმა სასტიკად სცემეს – რა მოხდა აგარაში

ქარელის რაიონის სოფელ აგარაში, დილიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობს. ექსპერტიზაზე გადაიყვანეს 19 წლის ნიკა ოსაძე, რომელმა პოლიცია ძალადობაში ამხილა. ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ  მთვრალმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული  წესით დააკავეს,  შემდეგ  განყოფილებაში  წაიყვანეს  და 2 საათის განმავლობაში  სცემდნენ.  დაზარალებული ასახელებს კონკრეტულ გვარებს, მათ შორის აგარის პოლიციის უფროსებს სოსო  გელაშვილსა და გიორგი  თურმანიძეს. დღეიდან საქმეში ჩაიდება იმ დაზიანებების დეტალური აღწერა, რომელიც 19 წლის ნიკა ოსაძეს აღენიშნება.  კოკა კაციტაძის უწყებამ  2 დღიანი დუმილი დაარღვია და ოსაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად პოლიციის განყოფილებას და დაზარალებულის სახლში მიმდინარეობდა. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელები გამოძიებას არც დაუკავებია და…

მეტი...

„ამოუვარდათ მტკიცებულება, რომელიც რუსული საქმის კეთებას უტყუარად ადასტურებს” – მამუკა მდინარაძე რეზოლუციაზე

როდესაც სახეზე გვაქვს ღალატი, პირდაპირ გადაჭარბების გარეშე. იმიტომ, რომ 5 – 6 მოცემულობა, რომელიც იყო წმინდა რუსული ნარატივი და აისახა ომიდან ორი თვის შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ, ნიშნავდა იმას, რომ ნაცმოძრაობამ მხარი დაუჭირა, რუსეთის სასარგებლო მოცემულობას,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ, #1633 რეზოლუციის გასამართლებლად, თუ რატომ მოაწერა ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ, რის მიხედვითაც, ქართულ ჯარისკაცებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, გამოიყვანეს ჭიაბერაშვილი, რომელსაც, მდინარაძის განმარტებით, სუსტი არგუმენტები ჰქონდა. ,,გუშინ, ამის გასამართლებლად გამოიყვანეს მთავარი სპიკერი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ თავი ემართლებინა მაქსიმალურად კარგად.…

მეტი...

„უკრაინა მზად არის, მიიღოს სააკაშვილი” – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინა მზად არის, მიიღოს სააკაშვილი, გასცეს მისი უსაფრთხოებისა და სათანადო მკურნალობის გარანტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „შეუძლებელია, უყურო ადამიანის სიკვდილს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. შეუძლებელია, უყურო, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. უკრაინა მზად არის, მიიღოს სააკაშვილი, გასცეს მისი უსაფრთხოებისა და სათანადო მკურნალობის გარანტია. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

მეტი...

მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიის განახლებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რადაში მიღებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის განახლებულ მოსაზრებას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტი სახელწოდებით – „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დახვეწა“ 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით რადაში დაბრუნდა. რადამ კანონპროექტს 13 დეკემბერს დაუჭირა მხარი. მანამდე სასამართლო რეფორმის დარგის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არსებულმა რედაქციამ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოაქციოს და პარლამენტს სთხოვეს, არ მიეღო კანონი ამ ფორმით. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი სასამართლო რეფორმის დარგის ექსპერტებმა ზელენსკის ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა…

მეტი...

„სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობა გადაარჩენს, იმედია, საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ადამიანობა აქვს” – უკრაინის ვიცეპრემიერი

უკრაინის ვიცეპრემიერი მიხაილო ფედოროვი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ურაინელი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება “საკმარის ადამიანობას გამოიჩენს”. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთადერთი, რაც მას გადაარჩენს, უცხოურ კლინიკაში მკურნალობაა. იმედია, საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ადამიანობა აქვს ამისთვის. სიცოცხლის უფლება და ადამიანის პატივისცემა ხომ ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ღირებულებებია”- წერს უკრაინის ვიცეპრემიერი მიხაილო ფედოროვი

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, პოლონიუმით არის მოწამლული

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, პოლონიუმით არის მოწამლული. მედიის მიერ მოპოვებულია დოკუმენტები, სადაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს წერს, რომ საჭიროა კვლევების ჩარარება. 20 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში წერია ისიც, რომ მსგავსი კვლევების ჩატარება საქართველოში შეუძლებელია. „მაღალი ალბათობით, სააკაშვილი მოწამლული “პოლონიუმით”, ამიტომ გთხოვთ მას ჩაუტაროთ შემდეგი კვლევები.” ირკვევა, რომ მსგავსი კვლევები საქართველოში ვერ ტარდბეა”- აღნიშნულია წერილის შესავალ ნაწილში, რომელსაც თანდართული დოკუმენტები ახლავს.

მეტი...

20 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. „საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთში, ყაზანის დასავლეთით გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რუსეთში, ყაზანის დასავლეთით გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ჩუვაშიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირს, უკრაინის ტერიტორიის გავლით, ევროპა იღებს. რუსული მედიის ცნობით, ინცინდენტი ჩებოკსარიდან 50 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს აირმა გაჟონა, რის გამოც მიწისქვეშა მილსადენზე გაჩნდა ხანძარი. მომხდარის გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეწყდა.

მეტი...

,,შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს”- პოდოლიაკი სააკაშვილზე

,,შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს წინაშე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. ,,შეუძლებელია უყურო როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს წინაშე. უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი”, – წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”- სიმონიანი

„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კაციჭამიების მკვლელობისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა,”- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა. პუტინმა სიმონიანი  “სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დამსახურებისა და ეროვნული კულტურის განვითარებაში წვლილისთვის” ღირსების ორდენით დააჯილდოვა. “მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი” – მიმართა სიმონიანმა პუტინს.  

მეტი...

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა. მისი თქმით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: იორდანიის მოქალაქეები -1974 წელს დაბადებული ს. ა. და 1983 წელს დაბადებული მ.ი.; ლატვიის მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული გ.გ.;…

მეტი...

პროკურატურამ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ პირს სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით კონკრეტული თანხა მოსთხოვა, რომელიც მეორე მხარემ ბრალდებულს სხვადასხვა დროს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე საჯარო მოხელემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს უპირატესობა მიანიჭა და გარემოს დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ განახორციელა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი სამშენებლო მასალა მიიღო.…

მეტი...

,,ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ, ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი უკრაინის და საქართველოს საზღვრებს პატივს არ სცემს”- ზარქუა

,,ბატონო ზელენსკი! შეურაცხმყოფელი ალბათ, უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც ის არის და არც საქართველოს საზღვრებს, პატივს არ სცემს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, რომ აქ რევოლუციას მოგვიწყობდა,”- ამის შესახებ  “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ”ალბათ, უფრო ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი”. „სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი – ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა გააჩნია. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის. ნათელი ხდება, რომ პატიმარ სააკაშვილის რეალური…

მეტი...

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ეროვნულ გვარდიის დაარსების დღეს დაჯილდოვდა მედლით – “თეთრი გიორგი”

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას, დღეს, 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე, ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი და პოლკოვნიკი კობა ბასარია დაჯილდოვდნენ მედლით „თეთრი გიორგი. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანი გვარდიელები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის…

მეტი...

,,ჩვენ ორივე თანააგრესორები ვართ, ყველაზე საძაგელი და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე”- ლუკაშენკო

,,ჩვენ ორივე თანააგრესორები ვართ, ყველაზე საძაგელი და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე,”- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენ ორივე თანააგრესორები ვართ, ყველაზე საძაგელი და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. მხოლოდ ერთ რამეზე ვდაობთ – ვინ უფრო მეტად. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამბობს, რომ – მე. მაგრამ მე უკვე ვფიქრობ, რომ – ის. შევთხნხმდით, რომ ორივე ერთნაირები ვართ. თუ ვინმე ფიქრობს, ჩვენ გაგვხლიჩოს, დაგვაპირისპიროს, არ გამოუვა”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

რუსეთში, ჩუვაშეთის ოლქში გაზსადენი მილი აფეთქდა

რუსეთში, ჩუვაშეთის ოლქში გაზსადენი მილი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს გაჩნდა. ამ დროისთვის მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მილი მთავარი გაზსადენი იყო ჩუვაშეთის ოლქის ორ სოფელს შორის, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქდა.

მეტი...

,,ყრუ მდუმარება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვანს”- იაგო ხვიჩია

,,ყრუ მდუმარება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვანს”,-  ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს სერიოზული ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. „მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს ციხეში ყველასთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვრჩებით ამ ჩაკეტილ წრეში. მე მინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ. წრე გავარღვიოთ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოსვლის შემთხვევაში მაინც არ არსებობდეს ეს ჩაკეტილი წრე. ჩემი აზრით, ასეთი გზა არის შესათავაზებელი „ქართული ოცნებისთვის“. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ყველაფრისთვის მზადაა და მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ სერიოზულად უნდა დაიწყოს ამ საკითხთან…

მეტი...

,,მოვა დრო, როცა ისინი ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც მამამისის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, თავის დროზე პასუხს აგებენ. “ესენი არიან იმ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები, რომლებსაც ჩვენ სახლში იარაღების, სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაციის, ასევე, მოწყობილობების ჩადება დაავალეს. ესენი არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები და როცა დადგება მათი პასუხისმგებლობის დრო, სამწუხაროდ, ისინიც იქნებიან ამ ყველაფრის წინაშე, სასამართლოზე წარდგებიან, სამწუხაროდ, ისინი ვერ იაზრებენ, რა დანაშაულს ჩადიან, მაგრამ მოვა დრო, როცა ისინი ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“,- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ, პოლიტიკურ ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ბათუმში, გორგასლის ქუჩა №127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი კირთაძეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც…

მეტი...

,,ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ძალიან გაახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. “ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია, მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის. რაღა არის სპეკულაცია, დევს დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია?!, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. მოლდოვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი მოლდოვაში შესასვლელად რამდენიმე სცენარს განიხილავს და შეტევა შესაძლოა, იანვარ-თებერვალში ან მოგვიანებით მარტ-აპრილში დაიწყოს. „საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ წინსვლას მოლდოვის ტერიტორიისკენ, არამედ ის არის, როდის გააკეთებს ამას“, – განაცხადა მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრუ მუსტეატამ.  

მეტი...

დავით ნარმანია ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ახალი სარეაბილიტაციო სახლი დაათვალიერა, პაციენტები მოინახულა და ფონდის წარმომადგენლებს საახალწლო საჩუქარი გადასცა. „დღეს ვესტუმრეთ ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლს, სადაც უანგაროდ უწევენ დახმარებას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს. მივულოცეთ პაციენტებს დამდეგი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა სარეაბილიტაციო სახლი. ვფიქრობ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ბავშვების გამოჯანმრთელებისათვის, მათ მკურნალობისა და მხარდაჭერისათვის წამოწყებულ ღონისძიებებში. დავათვალიერეთ კომუნალური სერვისების მიწოდების წერტილები. სარეაბილიტაციო სახლისთვის კომუნალური მომსახურებების საიმედოობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის უწყვეტი…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია  უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. მედიის ცნობით, ზელენსკიმ ბახმუტი უკვე დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა  ჯარისკაცები მოინახულა და დააჯილდოვა. შეგახსენებთ, ბახმუტი ამჟამად ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ. აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბა „რუსეთისა და ბელარუსის დედაქალაქებში აქტუალური ურთიერთქმედების საკითხებს განიხილავს“. ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის ხელისუფლების წევრებს.

მეტი...

საქართველოში, ამინდი უარესდება – მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი

21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება.…

მეტი...

შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაწყებული. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

მეტი...

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის არანაკლებ 132 025 000 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს. 2023 წლის ნაერთი ასიგნებების აქტის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია. ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, ამ აქტით გათვალისწინებული…

მეტი...

სპეცოპერაცია გორში – დაკავებულია ნარკორეალიზატორი

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ წუთებში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაცია გორშიც მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ჯუღაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, სპეცოპერაცია კი გრძელდება.

მეტი...

,,სააკაშვილის გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, სპეცოპერაციის ავტორებმა, უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მდინარაძის თქმით, სპეცოპერაციის ავტორებმა შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც კი. ,,ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს არის, ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის…

მეტი...

,,სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება. „ამ საკითხში მის ჩართულობას მივესალმები. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი განცხადებები არაადამიანობის დამადასტურებელია. მათთვის…

მეტი...