ბორჯომის ტყეში მამაკაცი გარდაიცვალა

ბორჯომის ტყეში მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. გავრცელებული ცნობით, კაცს ტყეში სავარაუდოდ, ხე დაეცა. გარდაცვლილი ბორჯომის მცხოვრებია. უცნობია მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები. შსს-ს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მეტი...

თბილისის საახალწლო სლოგანს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ

“რისი ქალაქია თბილისი” – საახალწლო ნაძვის ხეზე სიტყვა “მშვიდობის” გამოჩენამ პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. სლოგანს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთისგან თავსმოხვეული ომის გამო სისხლს ღვრის, რაშისტების სისასტიკეს ბავშვებისა და ქალების, უდანაშულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ახლაც ამ წუთებშიც უკრაინელები საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისთვის გადასარჩენად იბრძვიან პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისგან ამ ტიპის საახალწლო ბანერი მინიმუმ არაჰუმანური და არამეგობრულია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თბილისის “მშვიდობის ქალაქად” გამოცხადებას უტიფრობას და მეგობარი უკრაინის მიმართ მდაბიო საქციელს უწოდებს. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ დედაქალაქის სლოგანს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი…

მეტი...

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა.

მეტი...

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება. იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს. ცვლილებები შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების და საჯარო სამსახურის…

მეტი...

მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება გაისმა, არის დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Correo de la Axarqua ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, საელჩოში ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. “მუშამ მსუბუქი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება”, – წერია ესპანურ გამოცემაში. “ეროვნული პოლიცია უკვე იძიებს ფაქტებს სამეცნიერო პოლიციისა და პროვინციული საინფორმაციო ბრიგადის მონაწილეობით”, – აღნიშნეს სამართალდამცავებმა.

მეტი...

“კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს”- ხათუნა სამნიძე

,,ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი” – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ პროცესში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. „ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი და გერმანია წამყვანი როლის მქონეა ამ პროცესში. მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში კიდევ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ,…

მეტი...

ძიან ძემინი გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი ლიდერი ძიან ძემინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ის ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შანხაიში გარდაიცვალა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძიან ძემინი ლეიკემიითა და პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა. ძიან ძემინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას 1989 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა. 1993-დან 2003 წლამდე იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური.

მეტი...

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრავე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრავე ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. ბრალდების მხარე ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო, რადგან პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების. ბრალდებულთა ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მათ არც წინა საგამოძიებო პერიოდის დროს უცდიათ მიმალვა ან მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ იმგვარი ქმედების ჩადენას, რაზეც პროკურორებმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრეს. კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის განცხადებით, ჯერ კიდევ პირველივე დაკითხვისას განაცხადა, რომ გამოძიებას მისი დაკავება მოუწევდა. ასევე, ლაშა ფურცხვანიძე…

მეტი...

რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეს წინააღმდეგ, უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] მასალების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი, რომელიც ფლობს ერთ-ერთ უკრაინულ ენერგოკომპანიას, ეჭვმიტანილია უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაში. უსაფრთხოებამ შესაბამისი შეტყობინება უკრაინის გენპროკურატურას უკვე გადაუგზავნა. უწყების ინფორმაციით,  ბაბაკოვი ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარი დაუჭირა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „რუსეთის ფედერაციაში მიღებას“. გარდა ამისა, SBU-ს განცხადებით, ის სხვა პირებთან ერთად არის უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის ბენეფიციარი. კერძოდ, ის მართავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს კიევში, ასევე ჟიტომირის, ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერნივცის, რივნის რეგიონებში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ კომპანიებში ჩხრეკა ჩაატარა, ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს ან დაპაუზდეს – განცხადება ამის შესახებ, პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ გააკეთა. მიზეზად ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონცენტრირება “ვიცით, რომ სამწუხარო ვითარებაა პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს სწორი იდეა, რომ არჩევნებით განისაზღვროს ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ამ წუთას ცოტა უხერხულ მომენტს დაემთხვა. ვფიქრობ, ამას ყველა აცნობიერებს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი ამ მოვლენის გამო, რაღაცნაირად გადაიწიოს, ან გადავადდეს” – აცხადებს ბარამიძე. ენმ-ს ოფისში დღეს სამუშაო ჯგუფის ბოლო  შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, რა…

მეტი...

გელათში არსებული ვითარების შესასწავლად UNESCO-ს ექსპერტები მივიდნენ

გელათში არსებულ ვითარებას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ. სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მონასტერში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით უნიკალური ფრესკები, რომლებიც წვიმას გადაურჩა, ნესტის გამო  ძირს ცვივა.

მეტი...

ჩრდილოეთ ავღანეთში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ავღანეთში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავღანეთის მმართველ მოძრაობა „თალიბანზე“ დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქება სამანგანის პროვინციის ქალაქ აიბაკში მოხდა. მედიკოსთა განცხადებით, მსხვერპლთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მსხვერპლის შესახებ დაუზუსტებელი ცნობები ვრცელდება. ორმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა და თავდასხმის ორგანიზატორთა გამოვლენისა და დასჯის პირობა დადოს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლთან“ ერთად ვარჯიში განაახლა.  გუნდმა  მზადება დაიწყო და დღეს „კასლეტ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეიკრიბა. როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი გამოჯამრთელდა. „ნაპოლი“ 1 დეკემბერს, თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.  

მეტი...

,,არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე  „ტვ პირველისა“ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ ნონა მამულაშვილის წინააღმდეგ მის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. კალაძის განცხადებით, მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიაჩნია ვინმეს გამარჯვებად. „ტვ პირველის“ საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია. ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა, შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად,…

მეტი...

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი.  პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.  კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე ინფორმაცია მიაწოდა.  „ეს ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, რეფერენტული ფასის მექანიზმი კარგად აპრობირებული…

მეტი...

,,ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს”- ალეკო ელისაშვილი

,,ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს,”-  ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საერთოდ, რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე სლოგანი გაუგებარია. „საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს საერთოდ რამე სლოგანი, რა შუაშია, საარჩევნო ბანერო ხო არაა, რა შუაშია?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. მეორე, როცა ასეთ რამეს აწერ, კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ, რომ ამ დროს კიევი არის დაბომბილი, შუქი არ აქვთ, გათბობა და ამ დროს შენ რაღაც ნიშნისმოგებით…

მეტი...

,,უკრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას”- სტოლტენბერგი

,,უკრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ ჩვენ  მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას, ”– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და გავლენა განსხვავებულია აღნიშნული ქვეყნების მიმართ, ბევრად უკეთესია მათი მხარდაჭერა ახლა, ვიდრე როდესაც მოვლენები არასწორი გზით ვითარდება. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, მოწვეული იყო ნატო-ს მოკავშირეების მიერ ჩვენს წინა სესიაზე, სადაც გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, უკრაინისგან რა გაკვეთილიც ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და…

მეტი...

შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საკუთარ სახლში მოსასმენი აპარატურა და ვიდეო კამერები იპოვა გამოძიება დაიწყო. ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა – (mcm.ge)

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ოკუპირებულ მელიტოპოლში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის  ე.წ. “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, გაგლოევმა რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროებს და “რესპუბლიკიდან” წასულ მოხალისეებს, ტექნიკური აღჭურვილობა, ჰუმანიტარულ ტვირთი, საკვები, გენერატორები და მედიკამენტები ჩაუტანა. გაგლოევმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა “გამბედაობისა და გმირობისთვის”.

მეტი...

,,საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ  ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და  ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტო ვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა დღეს დილით, ხერსონი ისევ დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ინფორმაციით, ხერსონის ცენტრში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია გაზსადენიც.

მეტი...

,,შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია. მისი თქმით, შავი ზღვიდან – ბალტიის ზღვამდე ნატოს მონაწილეობას კიდევ გაზრდიან. ,,ჩვენ გვყავს  მოკავშირეები, რომლებიც ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, უკრაინა და საქართველო.  რუსეთმა შავი ზღვის ეს ნაწილები ომის ზონად აქცია. ჩვენ ვნახეთ რუსების მიერ სამხედრო გემებიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით გასროლილი რაკეტები. რუსულმა ძალებმა, დაბლოკეს უკრაინის პორტები, რამაც გამოიწვია სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი. საბედნიეროდ, გაეროს და თურქეთის მნიშვნელოვანი ძალისხმევით, შევძელით შავი ზღვის დერეფნის შექმნა. რუმინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტში,…

მეტი...

,,საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად”- სტოლტენბერგი

,,ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა დღეს განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად,” – ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში. „განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას. მოხარული ვარ, რომ თქვენ, ყველანი, აქ იმყოფებით. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში, მათ შორის, შესაძლებლობების განვითარებაში, რეფორმებსა და…

მეტი...

,,მეორე ფრონტის გეგმა ვისაც ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში მათ ჩამოიყვანეს”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „როდესაც კონკრეტული ადამიანები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვითომ დარდობენ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს ქვეყნის ასარევად და მას პირდაპირ მოუწოდებდნენ თვითდაზიანებისკენ”. „ვისაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი უნდოდა და ვისაც ეს გეგმა ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში სწორედ მათ ჩამოიყვანეს. ვიდრე ის თბილისში ჩამოვიდოდა, მანამდე მას ფონს უმზადებდნენ – მაგალითად, გაიმართა რაღაც კონფერენცია თუ ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები კუბულიუსი, ფონ კრამონი და სხვები, ფონს უმზადებდნენ.…

მეტი...

,,ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში ”ჩაჯდა”. ,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას გააკეთებს ნამდვილად არ ვიცი. ისეთ განცხადებებს აკეთებს მისგან არაფერს გამოვრიცხავ. ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსები საქართველოშიო რომ იძახა – იმდენად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში, ხომ დაგეგმეს იმათმა, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ეთნიკურად ქართველია ძალიან დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დარჩა საქართველოში ამ პერიოდში, ეს იციან და მაინც რუსები შემოდიანო. კი ბატონო, რუსიც ბევრია, უკრაინელიც, რუსულ ენოვანი ადამიანები ჩანან უფრო მეტნი ქუჩაში, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იციან,…

მეტი...

მკვლელობა ”დირსის” დასახლებაში – ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „დირსის“ დასახლებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. ,,დირსის“ დასახლებაში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, ორი დანის გამოყენებით, ოთხ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ჩამდენი პირი „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით მიიმალა, რა დროსაც მან ტაქსის მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა…

მეტი...

,,რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის,სერგეი შოიგუს განცხადებით, 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურა მოსკოვისთვის პრიორიტეტი იქნება. “2023 წლის კაპიტალური სამშენებლო პროექტების სიის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობას სტრატეგიული ბირთვული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან  ორ თვეში 300 000 რეზერვისტმა, მათ შორის მოხალისეებმა გაიარა ტრენინგი.

მეტი...

,,იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, უმძიმეს პროვოკაციას გეგმავენ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით,”- ამის შესახებ  დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. “მინდა გავაფრთხილო ეს მავნებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ისინი ამ მავნებლურ ქმედებაზე არ იტყვიან უარს, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები. მათი მიზანია ამის შედეგად მოხდეს დესტაბილიზაცია საქართველოში, აირიოს სიტუაცია და ის გეგმა, რაც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. ვაფრთხილებ, დასახელდება მათი გვარები და იქნება რეაგირება,”- განახადა ყაველაშვილმა.

მეტი...

,,სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს”- კობახიძე

,,მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. „ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოიკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.…

მეტი...

,,ივანიშვილი არ პასუხობს კომენტარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უკომენტაროდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რაც გვესმის”- თალაკვაძე

,,ივანიშვილი არ პასუხობს ამ კომენტარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უკომენტაროდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას, თუ პოლიტიკურ თავდასხმას, რაც გვესმის რადიკალური ბანაკის და მათი მოკავშირეების მხრიდან,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. უმრავლესობის წევრი ბრიუსელში გამართულ კონფერენციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში ომს, რუს ოლიგარქებს ეხებოდა და საუბარი ბიძინა ივანიშვილსაც შეეხო. ,,ამ კონფერენციას კარგი იქნებოდა დასწრებოდა ოპოზიცია, რადგან დეოლიგარქიზაციას სწორედ ეს ხალხი ეწინააღმდეგება საქართველოში, ამიტომ ალბათ, რაღაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ აქაურ რადიკალურ ბანაკს და მათ მოკავშირეებს საზღვარგარეთ. კარგი იქნებოდა, ერმანეთს დაელაპარაკონ, რადგან მათი მეგობრები დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდებენ იქიდან…

მეტი...

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,”– ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ომს 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით”- მამუკა მდინარაძე

,,სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს, რომელთაც აღიზიანებთ წარწერა მშვიდობა, მგონი, სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება. „სიკეთეს რომ დააწერ ნებისმიერ რაღაცას, ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ უნდათ მაგალითად, ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ამ ლოგიკით შეიძლება, დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები, „ომი და მშვიდობა“, იტყვიან, თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოი და თან მშვიდობაა ნახსენებიო. „მზიური“ ძალიან კარგი ანსამბლი იყო, ამ ბავშვებზე მაშინ…

მეტი...

სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. მათივე ცნობით, ამავე საჯარო სკოლის დირექტორმა სათანადო კონტროლი არ გაუწია სკოლის კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რითაც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა და…

მეტი...

,,მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება, უკრაინაში ომია”- ირაკლი კობახიძე

,,გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის 2023 წლის საახალწლო სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ”მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ”. ,,გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ,”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. „რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ფასდება 600 მილიარდი ევროთი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რათა ვაიძულოთ რუსეთს გადახდა. ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 300 მილიარდი ევრო გვაქვს დაბლოკილი, ასევე გვაქვს გაყინული 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული.…

მეტი...

,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ”- კობახიძე

,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ,  ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი ამოძრავებთ. „პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება. ეს ინტერესი…

მეტი...