სასამართლომ 10 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, 50 წლამდე კაცი, რომელსაც 10 წლის ბავშვზე არაერთხელ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებოდნენ, უდანაშაულოდ ცნო.

ბავშვის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და კაცის დასჯას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მეზობელმა კაცმა მისი მცირეწლოვანი შვილი არაერთხელ, მოტყუებით შეიყვანა სახლში და იძალადა. ამასთან, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მცირეწლოვანს, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა.

ბრალდებული კაცი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სსკ–ს 138–ე მუხლის 4 ა ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამნაშავის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი თემები