„შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები 2023 წლის ბოლომდე გახდებიან” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები. სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს. ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ხელს არ შეუშლის.

მეტი...

„უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, ჩამოართვან რუსეთს მუდმივი წევრის სტატუსი და გარიცხონ გაერო-დან” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურია. კულებას თქმით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოში ამ ადგილის ოკუპირება მოახდინა, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამაზე თვალი დახუჭა. „უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, განაახლონ გაერო-ს წესდების გამოყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაერო-დან“, – განაცხადა კულებამ. დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს არასდროს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფციას“. გაერო-ში რუსეთის უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და…

მეტი...

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოები გადატვირთულია

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოები გადატვირთულია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პეკინის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, პაციენტების უმრავლესობა ხანდაზმულია და მათ საკმაოდ მძიმე სიმპტომები აქვთ, უმეტესად პნევმონიით გამოხატული. „როიტერთან“ საუბრის დროს ქალაქ ქსიანის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას სასწრაფო დახმარების ჯგუფის თითქმის ყველა ექიმი ვირუსით დაავადდა. ჩინეთის დაავადებათა ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ქვეყნაში კოვიდით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. რაც შეეხება ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობას, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სტატისტიკას კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ასაჯაროებენ.

მეტი...

ვინ მიიღებს მერიისგან წელს საჩუქრად პროდუქტებს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის მერია ტრადიციულად აგრძელებს საახალწლო ნობათის დარიგებას. ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათები ურიგდებათ. როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, თბილისში, თითოეულ მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველი და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის დარიგდება. ყველა გამგეობას სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ერთნაირი სასაჩუქრე კალათა ექნება გამოყოფილი. მუნიციპალიტეტების ცნობით, სასურსათო კალათში 21 დასახელების პროდუქტი შედის. ესენია: გაყინული ქათამი, მდნარი ყველი, ბურღულეული, ტკბილეული, ღვინო, კვერცხი და ა.შ. მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მიხეილ გოგოლიძის თქმით, ერთი სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 82,40 ლარს შეადგენს. „პაკეტი საკმაოდ კარგია და…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ციხეში 7 წლით უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ციხეში 7 წლით გაშვებას უპირებენ. შს სამინისტრომ გამოძიება იმ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაიწყო, ვინც 14 დეკემებრს საქალაქო სასამართლოს ეზოში პენიტენციური სამსახურის  იურისტს “მონა” ეძახა. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს გომელაურის უწყებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ  საქმე  თავდასხმის მუხლით აღიძრა. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით კი  პროტესტი  სულ უფრო მასშტაბური ხდება. ” თავისუფლება მიშას”- ამ მოთხოვნით აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი ახლა ერთი მიზნისთვის ერთიანდება: სთხოვონ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთარსებული, კონსტიტუციით გარანტირებული ექსკლუზიური უფლება და შეიწყალოს  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. 70 მოქალაქის ხელმოწერით წერილი…

მეტი...

„ვროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”- მაკა ბოჭორიშვილი

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მქონდა ბევრ თქვენგანთან და ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ბუნებრივია, ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, –  ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ საფუძვლად რჩება ასოცირების შესახებ შეთანხმება და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საპარლამენტო დიპლომატიაზე და…

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებაა – ნახეთ რა ვალდებულება ექნებათ კლინიკებს

„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს“, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ. „სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან, სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირებაც სავალდებულო გახდება. „ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი…

მეტი...

12 ბავშვი გადაიბირა და მათხოვრობას აიძულებდა… – დანაშაული თბილისის ცენტრში ხდებოდა, დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა. „ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის…

მეტი...

ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს – მანამდე ის პოლიციელს თავს დაესხა

იტალიაში, ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს.ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ორი ტელეფონი მოიპარა, რის გამოც მეპატრონესთან კონფლიქტი ჰქონდა. ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე ქართველი გაიქცა და ერთ-ერთ სახლში დაიმალა. სამართალდამცველები გაქცეულს დაედევნნენ და მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა. სამართალდამცველებმა 31 წლის ქართველი ქურდობისა და პირისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებისთვის დააკავეს.

მეტი...

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა. დეპუტატს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ენდოკრინოლოგის, ლალი ჯავაშვილის განცხადებით, ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ანა წითლიძის განცხადებით, მას ჰქონდა საშუალება, ამ დღეების განმავლობაში შეხვედროდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პრეზიდენტს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ექიმებს, რომ არა ისინი, დღეს ვერ შევძლებდი აქ ჯდომას და საუბარს. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც ამ…

მეტი...

ბოლო 3 წელიწადში სხეულის დაზიანების 93 შემთხვევა – საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვას არავინ აკონტროლებს

კანონის აკრძალვის მიუხედავად საშიშ პიროტექნიკას საქართველოში ბავშვები თავისუფლად ყიდულობენ. ირკვევა, რომ დღეს პიროტექნიკის რეალიზაციაზე კონტროლი არ ხორციელდება, ამიტომაც ახალი წლის დღეებში სწორედ მოზარდები ხვდებიან ყველაზე ხშირად ხვდებიან სერიოზული ტრამვული დაზიანებებით საავადმყოფოში. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 93 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან უმეტესობა მოზარდებია. ,,ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება აპირებს, მომავალი წლიდან საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალოს. „ძალიან ბევრი დაიწერა ამასთან დაკავშირებით და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ პიროტექნიკა უნდა აიკრძალოს. ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით პატარებში. რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული. მომავალი…

მეტი...

„ყველაფერი მზად იყო, რათა პრეზიდენტი საგარეო უწყებაში მობრძანებულიყო და დიპლომატებისთვის მიემართა, სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ღონისძიებას” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ელჩების კონფერენციის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, ელჩებისთვის მნიშვნელოვანია გზავნილები, რომლებიც აქვთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. „უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, როდესაც ყოველი წლის ბოლოს ელჩები ბრუნდებიან სამშობლოში და შესაბამის უწყებებთან ერთად, სამინისტროში განვიხილავთ გასულ წელს მიღებულ შედეგებსა და ვგეგმავთ მომავალი წლის გეგმებს. ყოველთვის ხდებოდა, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები მიმართავდნენ ელჩებს, რადგან ელჩებისთვის მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც აქვთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. რაც შეეხება საკითხს, რატომ არ ესწრებოდა კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ…

მეტი...

ორბელიანების სასახლის მიმდებარედ ლოგისტიკური სირთულეების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეები გახდა. „ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

მეტი...

წინასაახალწლოდ აფხაზეთიდან დევნილ 500-მდე ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონებში დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლოდ, 24-25 დეკემბერს განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წყალტუბოში, და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში -ზუგდიდში, ინგირში, კახათში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში განსახლებულ დევნილებს გადაეცა. დევნილებს პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ჩაუტანეს; დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა…

მეტი...

ბოლო 9 თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა

2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მონაცემების მიხედვით, ნოემბრის თვეში საქართველოში რუსეთის 121 454 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 347%-ით მეტია. მარტიდან ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია: მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე; აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე; მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე; ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე; ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე; აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე; სექტემბერი…

მეტი...

,,სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე”- ზურაბ აზარაშვილი

,,დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. „დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით, ასევე იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა. მინისტრის თქმით,  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისი ნიმუშების ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ექსპერტიზის ჩატარება. „გიპასუხებთ ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან, რადგან ჩვენ არანაირად არ ვართ ამ პროცესში ჩართული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის…

მეტი...

,,ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა, ჩაატაროს მძიმე მეტალებთან დაკავშირებული კვლევა”- ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

,,ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე, – ამის შესახებ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განმარტებით, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე, მათ შორის თმაზე და ფრჩხილზე. „მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე განხორციელდა მოქალაქის ზარი შეკითხვით: თმის ღერზე და ფრჩხილზე ტარდება თუ არა ტოქსიკოლოგიური შემოწმება? ბიუროს ცხელი ხაზის ოპერატორმა მოქალაქეს უპასუხა, რომ თმის ღერზე არ ტარდება, ტარდება შარდის ნიმუშზე. სრული სიცხადისთვის გვინდა,…

მეტი...

დიდთოვლობა იაპონიაში – დაიღუპა 17 და დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი

იაპონიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოსული ძლიერს თოვლს  17 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად დაშავდა 90-ზე მეტი, ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი თოვა წინა კვირას დაიწყო. მას შემდეგ, უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც ქალაქებში ასევე ქალაქების დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. მათივე ცნობით, გარდაცვლილების უმეტესობა საცხოვრებელი სახლების სახურავების თოვლისგან გაწმენდისას დაიღუპა.  

მეტი...

საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე სააკაშვილისგან უარი მიიღო. „გვსურს, გამოვეხმაუროთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში…

მეტი...

PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა

PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.…

მეტი...

ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის 792 ლარი განისაზღვრება

მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის – 792 ლარი განისაზღვრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიდიოდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის…

მეტი...

,,გვჯერა ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე” – ზელენსკი

,,გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ჩვენ გავუძელით ომის დასაწყისს, ჩვენ გავუძელით თავდასხმებს, დაშინებებს, ბირთვულ შანტაჟს, ტერორს, სარაკეტო დარტყმებს. ჩვენ გავუძლებთ ზამთარსაც. რადგან ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ეკლების გავლით წინ მივდივართ ვარსკვლავებისკენ, ცოდნით თუ რა გველის გზის ბოლოს. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

მესი, ნეიმარი, კვარაცხელია – ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრებშია

ცნობილმა გამოცემა Goal.com  ევროპის ტოპ 5 ლიგის 2022 წლის სეზონის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს. რჩეულ 11 მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელია,  მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაასახელეს. გამოცემა goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში გადასვლა წლის ტრანსფერად აღიარა. ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრები ასე გამოიყურება: ბრაის სამბა (ნოტინგემ ფორესტი) კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) კიმ მინ ჯეე (ნაპოლი) უილიამ სალიბა (არსენალი) ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) ლიონელ მესი (პსჟ) ნეიმარი (პსჟ) ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

მეტი...

,,სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ”- მიხაილ ხადარკოვსკი

,,სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ,” – ამის შესახებ რუსეთიდან განდევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი „ტვიტერზე“ წერს. „მიხეილ სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ის ახლა პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ. ბავშვობიდან მახსოვს ჩემი აღქმა საქართველოს მცხოვრებლებზე, როგორც ძალიან კარგ ხალხზე. ისინი საერთოდ არ ჰგავდნენ სტალინს ან ბერიას. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა უბრალოდ სირცხვილია“, – წერს ხადარკოვსკი.

მეტი...

ხანძარი ოზურგეთში – ავეჯის საწარმოში ხანძარი იყო

ოზურგეთში ავეჯის საწარმოში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარმა სარეალიზაციო ავეჯი და შენობა დააზიანა.  ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,მეორეჯერ ვერ მივცემთ თავს უფლებას მოგვიკლან პრეზიდენტი, შუალედური პოზიცია არ არსებობს, დუმილი კლავს”- პარლამენტართა საზოგადოება

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრებმა ორბელიანის სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სპეციალური განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მათი განცხადებით, პაციენტს დრო ეწურება, დუმილი კი  დანაშაულია. “საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შეძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ექსპერტების მკაცრი რეკომენდაციაა, პაციენტ სააკაშვილის სასწრაფოდ გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში სადაც მას გაუწევენ კვალიფიციურ დახმარებას, ჩაუტარებენ სრულყოფილ დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა, მისი საკითხის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად არ მიმდინარეობს და ჭიანურდება, პაციენტს კი დრო ეწურება. ყველას კარგად გვახსოვს…

მეტი...

„ხელისუფლება ცდილობს, სისხლის სამართლის საქმეები აღძრას „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე, ვინც მკვლელ რეჟიმს აპროტესტებს”- ხაბეიშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას აპირებენ. მისივე თქმით, ”ამ ადამიანების დაკავებას აპირებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელ რეჟიმს აპროტესტებენ.” „ხელისუფლება ცდილობს, პროტესტის ჩასახშობად სისხლის სამართლის საქმეები აღძრას „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე, ვინც მკვლელ რეჟიმს აპროტესტებს. საუბარია სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტები კახა კვეკვესკირი, დავით გალოგრე, ხათუნა ბერიძე და პარტიის ლოგისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ გედენიძე იმყოფებოდნენ სასამართლოს ეზოში და აპროტესტებდნენ სააკაშვილის მკვლელობას და პროკურორს, როგორც ერთ-ერთ მთავარ…

მეტი...

,,დაუშვებელია პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული წესების უხეში დარღვევა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ 2023 წელს უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში…

მეტი...

,,ოპოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან”- კახა კალაძე

საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას. კახა კალაძემ აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. „ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით.…

მეტი...

,,ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ღიად ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ყველაფერს, რაც ძვირფასია”- კალაძე

,,ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას იმის შესახებ, თუ  რატომ არ მიულოცა  ოპოზიციის ნაწილმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. „არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, ღიად ებრძვიან პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, რაც გაგვაჩნია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ონთან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

,,როგორ უნდა უსურვო ადამიანს, რომ საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოსცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე” – კალაძე ევროპარლამენტარებზე

,,კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან,” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვის საპასუხოდ. მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ. „ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოსცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ. დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში…

მეტი...

თურქეთში ქართველი ქალი დაიკარგა – მას ადგილობრივი პოლიცია ეძებს

თურქეთში ქართველ ქალს, მზია დევაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ქალი ბათუმიდან სამკურნალოდ მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, თუმცა 5 დღეა, რაც გაუჩინარდა და მას ადგილობრივი პოლიცია ეძებს. „მეხსიერების პრობლემა არ ჰქონია, თუმცა გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა, სწორედ მაგის გამო იყო წასული თურქეთში, იქ უთხრეს, ისეთი არაფერი გჭირს, დეპრესია გაქვსო და წამალი დაუნიშნეს. იმ ღამეს გაიკეთა ის ნემსი და მეორე დღეს ქალი გაქრა.“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

,,არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას”- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

,,არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მისი თქმით, ”სტაბილური კავშირების არსებობა სრულად პასუხობს რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესებს.” „2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. რაც…

მეტი...

დუმის სპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთ გაქცეული რუსებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. მისი მოსაზრებით, საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა სამართლიანი ნაბიჯი იქნება. „ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს  ვოლოდინი ტელეგრამზე.  

მეტი...

,,დილით იტყვიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული,  ეს არის თამაში საზოგადოების ნერვებზე”- პაპუაშვილი

,,ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია,” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის. „საქმე ისაა, რომ უკვე გარკვეულწილად საზოგადოების შეურაცხყოფაში გადადის ეს საკითხი, როდესაც დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული; დილით იტყვიან, რომ რაღაც ნივთიერება იყო დაშვებულზე მაღლა, საღამოს იტყვიან, რომ არ იყო. ეს უბრალოდ არის თამაში საზოგადოების ნერვებზე, ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, დაბნეულობის შეტანა, გაურკვევლობის. როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის.…

მეტი...