„ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი – კარგად, როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება!”- კახა ოქრიაშვილი

„ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი – კარგად. როცა ევროპაში
ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს“,- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი თბილისის მერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს.

,,დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე 250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად
150 000 დოლარისა. მას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები. როგორც კი ევროპაში
მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის, ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი – კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

,,თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ”- კახა კალაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები