ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ქარიშხლის შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 28 ადამიანი ემსხვერპლა. ადამიანები ვისკონსინის, კანზასის, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ-იორკის, ოჰაიოში, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში გარდაიცვალნენ. პატარა ქალაქ ბატში (მიჩიგანი) 82 წლის ქალი ქუჩაში გაიყინა. ზამთრის ქარიშხალს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი თოვლი და ქარი. გადაიდო 7,1 ათასზე მეტი რეისი, გაუქმდა 3,1 ათასი. დაახლოებით 390 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე უკრაინელების სოლიდარობის ნაძვის ხე აინთო

რესპუბლიკის მოედანზე უკრაინელების სოლიდარობის ნაძვის ხე აინთო. საშობაო ღონისძიების ინიციატორი პარტია “დროა” და სამოქალაქო საზოგადოება იყო. „მათთან ერთად ჩვენც გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ნამდვილი საახალწლო განწყობა – ის რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა, რომ ჩვენი გმირები მუდამ გვახსოვს და ჩვენი ყველაზე დიდი საახალწლო სურვილია უკრაინის უპირობო და სწრაფი გამარჯვება, რაც საკუთარ გამარჯვებადაც მიგვაჩნია ქართველებს, – წერდნენ სოლიდარობის ნაძვის ხის ანთების ინიციატორები. 

მეტი...

ხანძარი ქუთაისში | ცეცხლი სასტუმროს სახურავზე გაჩნდა

ხანძარი იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, სადაც ცეცხლი სასტუმროს სახურავზე გაჩნდა. ცნობილია, რომ ხანძარი სხვენში მომხდარმა ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სამართალდამცველებმა სასტუმროს შენობიდან იქ მყოფი პირების ევაკუაცია განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

რა წერია წერილში, რომელიც სინოდის მღვდელმთავრებმა პატრიარქს გაუგზავნეს

„ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, რომ მისი შეწევნით, თქვენ უკვე ორმოცდახუთი წელია მუხლჩაუხრელად და ღირსეულად აღასრულებთ ამ დიდ მისიას“, – ამის შესახებ წერილშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირმა) ქადაგების დროს წაიკითხა და წმინდა სინოდის მღვდელმთავართა სახელით პატრიარქს აღსაყდრების თარიღი მიულოცა. წერილის თანახმად, მრავალი წლის განმავლობაში პატრიარქის მართლაც, „მოწამებრივი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია“. „ადამიანური სითბო და თანაგრძნობა, გულმოწყალება და სიყვარული, სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომელსაც თქვენ მოყვასთან ურთიერთობაში მუდამ ავლენთ, ის უხილავი ძალაა, რომელმაც მრავალი…

მეტი...

რა ჯდება წელს საახალწლო სუფრა?

საახალწლო სუფრა მოქალაქეებს წელს უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე შარსან. მხოლოდ ნიგვზის და თაფლის შესაძენად მინიმუმ 55 ლარია საჭირო. რეკორდულად გაზრდილია სხვა პროდუქტების ფასებიც: გაძირდა ტკბილეული, ხილი და სასმელიც. ბაზარში გასული მოსახლეობა ამბობს, წარსულში ასეთი აფსები არ ახსოვთ და რომ 100 ლარად უკვე ინდაურის შეძენაც შეუძლებელია. „170 ლარი ინდაურიო… კაი, მე არ შევჭამ ინდაურს, მაგრამ ვიღაცა ხომ იყიდის. ვიღაცა, ვისაც ფული აქვს, ალბათ ის… ხორცი მომატებულია, 17 ღირდა და 10 ლარი ღირს, – ამბობს მოქალაქე. ეკომონისტები კი დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

მეტი...

„ვულოცავ საქართველოს ილია მეორის აღსაყდრების 45-ე წლის იუბილეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ილია II-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, ადამიანი, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთი გერგოთ და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ, ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ…

მეტი...

„თუ მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებლად, რიგითმა მოქალაქეებმა სააკაშვილი სათითაოდ უნდა შეიწყალონ. „ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს მოხდეს უცხოეთში და აუცილებლად უნდა მოხდეს უცხოეთში. ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში, ამიტომ მე ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ მოწყალებისკენ. თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, მაშინ…

მეტი...

„სწორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის ილტვოდა სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ. „ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარდა, სხვა არჩევანი ჩვენ უბარალოდ არ გვაქვს, თუმცა, მზად ვართ, ამ პროცესის ყველა მონაწილესთან ვისაუბროთ მისაღებ შედეგებზე, მაგრამ ეს მათი საქმეა, ჩვენ ხომ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, არამედ – ისინი“, –  განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, უკრაინის კრიზისში რუსეთი ისე ცინიკურად ვერ მოიქცეოდა, როგორც დასავლეთი.

მეტი...

„პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს” – მიხაილ პოდოლიაკი

პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ეს ნათელია. ასე რომ, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.  

მეტი...

„მძიმე შთაბეჭდილება დატოვა…სააკაშვილს მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს” – მეუფე გრიგოლი

მეუფე ნიკოლოზის მსგავსად, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამედიცინო დახმარება უცხოეთში უნდა აღმოუჩინონ. სასულიერო პირის თქმით, მესამე პრეზიდენტის ნახვა სურდა, თუმცა შესაბამისი უწყებიდან პასუხის არ მოუვიდა. „ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება და რა თქმა უნდა, მას ამ მდგომარეობდან გამომდინარე, რომ მიიღოს სრულყოფილი მკურნალობა, რისი საშუალებაც არის აქ, თუ არ არის, სხვაგან ე.ი. მე ვაპირებდი მის ნახვას, განაცხადი მქონდა გაკეთებული, მაგრამ პასუხი არ მოსულა, – თქვა მიტროპოლიტმა.

მეტი...

ჩინეთმა ყოველდღიური კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ყოველდღიური კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო  Guardian-ი წერს. „შესაბამის ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ გამოაქვეყნებს ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“, – აღნიშნულია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებაში. რატომ გახდა აუცილებელი კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი უწყების შეცვლა და რა სიხშირით გამოქვეყნდება ახალი სტატისტიკური მონაცემები, ჯერჯერობით უცნობია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. ამ სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 250 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა

მეტი...

“ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება” – პაპუაშვილის გახარიას პასუხობს

გახარიას პოლიტიკურ იერიშს მმართველ გუნდში უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, გრძნობდა თუ არა ის თავს “მარიონეტად”, როდესაც მათი ხელისუფლების პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო.  „სიმართლე გითხრათ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება. თუკი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტობას, მან თავდაპირველად უნდა კითხვას გასცეს პასუხი, ის თავს მიიჩნევდა თუ არა მარიონეტად, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი. კიდევ  ერთხელ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები და განცხადებები არ ეკადრება. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია და ამაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებამაც გასცა, – თქვა პაპუაშვილმა. ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის წევრებს კომპეტენცია დაიუწუნა და…

მეტი...

მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს

„თალიბანის“ ახალი განკარგულებით, ავღანეთში არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალებს მუშაობა აეკრძალებათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი თანამშრომლების დიდი ნაწილი ჰიჯაბს არ ატარებდა და დრეს კოდს არ იცავდა. შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ „თალიბანის“ გადაწყვეტილებით ავღანეთში გოგონებს სწავლა აეკრძალათ.

მეტი...

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი შტორმის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ორი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, გადადებულია ათასობით რეისი. ყველაზე რთული მდგომარეობა მონტანას შტატშია, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა. სტიქიას ებრძვიან ვისკონსინში, კანზასში, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრაკას, ნიუ ორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომისა და ტენესის შტატებში.

მეტი...

„ჩვენი რუსეთუმე სამღვდელოება არ ცვლის შობის თარიღს…“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოცქსელში წერს: „კარგი, ჩვენ ბნელები ვართ და ეს ჩვენი რუსეთუმე სამღვდელოება ყირილეს საამებლად არ ცვლის შობის თარიღს (როდესაც იქნება ხომ გადმოვიტანთ შობას 25 დეკემბერს), მაგრამ აი სომხებს რა სჭირთ 6 იანვარს რომ აღნიშნავენ და რომც შეცვალონ, 24 დეკემბერს გადმოიტანენ? შობას გილოცავთ, ყველა მოაზროვნე ქართველს განსაკუთრებით“,- წერს ოქრუაშვილი. ცნობისთვის, 25 დეკემბერს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესია ქრისტესშობას აღნიშნავს.

მეტი...

„კეთილსინდისიერება მოეთხოვება ყველას, ვინც სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევს თავს, მას უნდა ურჩიონ, ითანამშრომლოს ექიმებთან, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან” – შალვა პაპუაშვილი

არაერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ციხის ადმინისტრაციასთან, ახლა ვხედავთ, რომ ის არ თანამშრომლობს საგამოძიებო სტრუქტურებთან, რომ მის მიერვე გაცხადებულ პრეტენზიებზე მოხდეს მოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის სამსახურებთან ითანამაშრომლოს. „რამდენჯერმე იყო შეთავაზება ჩაებარებინა ანალიზები, რადგან განცხადებები იყო გაკეთებული, თითქოს, მისი მოწამვლის შესახებ, რაც ხან  დაადასტურა, ხან უარყო. გუშინ ვნახეთ, რომ წერილი მისწერა ვიღაცა რუს პირს, რომელშიც ეუბნებოდა რომ მოწამლეს. ამ საქმეში ძალიან ბევრი ტყუილია. სიცრუე, სიყალბე, დეზინფორმაცია, ამას სჭირდება ობიექტური განსჯა და ობიექტური განსჯისთვის არის სასამართლო,…

მეტი...

„ისტორიულია პატრიარქის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებასა და განმტკიცებაში” – შალვა პაპუაშვილი

„მე წარმოვადგენ იმ თაობას, რომლის ასაკიც ემთხვევა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის პერიოდს. ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების ცხოვრებაში, არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც ჩვენი პატრიარქი არ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავს აღვნიშნავთ. ამავე დროს, წარმოვადგენ იმ თაობას, რომელმაც გამოიარა ეკონომიკური კეთილდღეობაც და სიდუხჭირეც, საზოგადოების ერთიანობაც და გახლეჩაც, მშვიდობაც და ომიც. და არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც პატრიარქი არ იყო ჩვენი თანაზიარი ჭირსა თუ ლხინში. არ ყოფილა ეროვნული…

მეტი...

ბახმუტში რუსული ძალების წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, შენელდა – ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბახმუტში რუსული ძალების წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, შენელდა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა კულმინაციას რუსეთის შეტევებმა ბახმუტის დასაკავებლად. ISW-ის ექსპერტების თქმით, რუსი სამხედრო ბლოგერები თავად აღიარებენ, რომ ბახმუტის რეგიონსა და მის მიმდებარე დასახლებებში უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსული წინსვლის შენელება, ერთ-ერთი მათგანი კი ამბობდა, რომ უკრაინულმა ძალებმა დააბრუნეს ვაგნერი ჯგუფის მებრძოლები იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ რამდენიმე დღის წინ ეკავათ. მანამდე, უკრაინული წყაროები წერდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნიდან მთლიანად გააძევეს რუსული ძალები. ISW-ის შეფასებითვე, ოქტომბრის თვესთან შედარებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ძალებმა ოდნავ ნაკლებად შეძლეს წინ წაწევა ბახმუტის…

მეტი...

„ჩანს გაჭიანურების ტენდენცია” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის საქმის დაჩქარებულად განხილვას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, მესამე პრეზიდენტის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმის დაჩქარებულად განხილვას მოითხოვს. ალასანიას თქმით, პროცესები გაჭიანურებულია და ის სადღესასწაულო დღეებში კიდევ უფრო გაჭიანურდება. “ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა ასეთი გადადება, როცა განსაკუთრებული შემთხვევაა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა…მით უმეტეს რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია კი ბატონო, მაგრამ რით ვაბიჯებთ ამ ახალ წელში, იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში და ელოდება სიკვდილს.…

მეტი...

შიმშილობის მე-11 დღე – დეპუტატ ანი წითლიძის მდგომარეობა დამძიმდა

პარლამენტში მოშიმშლე დეპუტატის მდგომარეობა დამძიმდა. ანი წითლიძეს ექიმები მოუწოდებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი დაუყოვნებლივ თქვას. მედიკოსების შეფასებით, შიმშილობიდან მე-11 დღეს, მისი ორგანიზმი უფრო დასუსტდა, დაბალია გლუკოზის მაჩვენებელიც და აღენიშნება წონაში სწრაფი კლება. მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ წამს  გართულდეს. ამის მიუხედავად, წითლიძე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ხელისუფლება სააკაშილის გადასარჩენად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. „დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე და რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენთაგანის ცოდვების გამო  რომელმაც გვითხრა, რომ „გიყვარდეს მტერი შენი“ და „სიკეთე უქენი შენს მოძლეებს“ და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს მე მინდა…

მეტი...

უკრაინის მთელ ტეროტორიაზე განგაშია – რა ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. „უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი რუსული გამანადგურებლების აფრენა დააფიქსირა. საჰაერო განგაშის შესახებ ინფორმაცია კიევის ოლქის ხელისუფლებაც ადასტურებს.

მეტი...

მოსახლეობის წერილები პრეზიდენტს – სააკაშვილის გადასარჩენად მედიკოსებმა კამპანია დაიწყეს

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ ივლიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს გამოართმევენ. პირველი გაჩერება მცხეთაა. მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი გზა მოქმედებაა. მათი თქმით, უნდა დაარწმუნონ პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა ენიჭება მის ერთ ხელმოწერას და მესამე პრეზიდენტი შეწყალებას. „ეს არის კამპანია, რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. ჩენ, სამუშაო ჯგუფი, გავიფანტეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაწილი თბილისშ დარჩა, ნაწილი რეგიონებში, ყველა დავდივართ და ვაგროვებთ წერილებს, რათა მთელი საქართველოდან ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტს, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, ახალი წელი დავიწყოთ ახალი ფურცლით და…

მეტი...

„პუტინმა ომი უკვე წააგო, ისევე, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს” – ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტი

პუტინმა ომი უკვე წააგო, ისევე, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ  ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე -პრეზიდენტმა  ფრანს ტიმერმანსმა  Nieuwsblad-თან ინტერვიუში განაცხადა. „პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის, მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ეს კიდევ ორი წელი გაგრძელდა. პუტინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებში” – თქვა ტიმერმანსმა.

მეტი...

„ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის შობის დღესასწაულის მილოცვისას განაცხადა. „ამ დღეს და ყველა მომავალ ზამთრის დღესასწაულს ჩვენ ვხვდებით რთულ ვითარებაში. სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ყველა ერთად ვართ. ერთად გავიხსენებთ 24 თებერვლის დილას. გავიხსენებთ, რამდენი რამ გავიარეთ. გავიხსენებთ, აზოვსტალს, ირპენს, ბუჩას, კრამატორსკს, იზიუმს, ხერსონს. ჩავიფიქრებთ სურვილებს, ვიგრძნობთ სიხარულს და არასდროს ვიგრძნობთ სიმამაცის დეფიციტს. ჩვენ ბევრი სიმწარე გავიარეთ და დამსახურებულად შევხვდებით სასიხარულო ამბებს. არცერთ კამიკაძე დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი, ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და…

მეტი...

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„არ დაუშვათ, ამ შობამ სიკეთის გარეშე ჩაიაროს” – რომის პაპი

რომის პაპმა ქადაგებისას დაგმო ომი. „მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან. ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულის, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, ამდენი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ, პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ. არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს. ბაგაში მწოლიარე…

მეტი...

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს – რა ინფორმაციას ავრცელებს პოლიცია

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ…

მეტი...

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

მეტი...