„გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი” – რატი ბრგაძე

იუსტიციის მინისტრი სამტავრობო ეთერში ამტკიცებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ “საქართველოში არავის აწამებენ”.

„ყველაზე საშინელება, რაც დაიწყო, ეს იყო რამდენიმე დღე, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს ამ ადამიანს ვაწამებთ… ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია”, – თქვა მაინისტრმა.

პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

მსგავსი თემები