„რახან აქამდე დახვედით, დადეთ კადრები, სადაც სააკაშვილი გონებას კარგავს, აღებინებს” – ხერხეულიძე ბრეგაძეს

რა მიზანს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება? – მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლი, ეკა ხერხეულიძის თქმით,  რომ ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის მდგომარება მძიმე არ არის და ზაფხულის კადრებს ასაჯაროებს.

„იციან, რომ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში ნახვა, საზოგადოების რეაქციას გამოიწვევს. არ გვანახებენ ამას და გვიჩვენებენ ძველ კადრებს, რომ ასეთია მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებს ხერხეულიძე და დასძენს, რომ “კადრები ფალსიფიცირებულია”.

დეპუტატი ინტერესდება, რატომ არ ადევს კადრებს ხმა.

„ერთადერთი კადრია, სადაც დამხმარე მექანიზმით გადაადგილდება და სადაც მიხეილ სააკაშვილს 4 ზომით დიდი სპორტული აცვია, რომ სხეულის კომფიგურაცია არ იყოს აღქმადი. არ უნდათ, ჩამოშლილი სააკაშვილი ნახოს საზოგადოებას”- თქვა დეპუტატმა.

ხერხეულიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და მოუწოდა ის კადრები გაასაჯაროოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი გონებას კარგავს:

„უკვე აღარ მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილის ნებართვა – რახან ეს იკადრეთ, გაასაჯაროეთ, თუ როგორ აღებინებს ეს ადამიანი დღეში რამდენჯერმე, რაიანირად კარგავს გონებას, ვარდება, ის მძიმე შეტევები აჩვენეთ, რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება”- დასძინა პოლიტიკოსმა.

მსგავსი თემები