,,სიმართლეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. ,,ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„თუ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა. ორბანის თქმით, კორუფციულმა სკანდალმა აჩვენა, რომ პარლამენტის დამცავმა მექანიზმებმა პრაქტიკულად არ იმუშავა. „თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, – განაცხადა ორბანმა. სანაცვლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც ორბანის თქმით, ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილები. „ეს იძლევა უკეთესი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გარანტიას. დაუბრუნეთ კონტროლი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ორბანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი და კიდევ სამი პირი ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა

აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დუდასთან შეხვედრისას სამომავლო სტრატეგიული გეგმები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. „გზად შინისაკენ შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. შევაჯამეთ წელი, რომელმაც ისტორიული გამოწვევები მოიტანა სრულმასშტაბიანი ომის გამო. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ გვერდზე და პოლონეთის ლიდერს „შეუცვლელი, ძლიერი მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ არის” – ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

შევისწავლე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ანკეტა, გადავხედე სხვა ექსპერტების ანგარიშებს – ყველა ერთი და იგივე დასკვნას აკეთებს დემენციის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის თაობაზე, სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოვლინდა, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა. „დღეს სასამართლოს გავაცანი მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული აშლილობის დიაგნოზი, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, რაც მას თავს გადახდა ციხეში და რაც ახლა ხდება მის თავს. მათ შორის საუბარია ქმედებაზე, რომელიც აკმაყოფილებს წამების კრიტერიუმებს. ასევე ვისაუბრე სააკაშვილის მეხსიერების პრობლემებზე, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც შეესაბამება დემენციის კრიტერიუმებს, რაც, როგორც ახლა ვიცით, არის დაკავშირებული ტოქსიკურ…

მეტი...

დიდ დიღომში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი – რას ამბობენ ადგილობრივები

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით მოკლულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოკლეს. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები. მოკლულს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული ყელის არეში. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მოკლულის მეზობელია. ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავე კიბეზე ჩამორბოდა და ყვიროდა.

მეტი...

„მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე” – ადვოკატი

საქრათველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას ითხოვს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სიციცხლე გადასარჩენია. „მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ  პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, თორემ ამდენი, 30 მოწმე, 21 ტომი საქმე, კიდევ დაემატება რაღაც ტომები ვატყობ, ეს დროში იწელება ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაიმე გამოსავალი უნდა მოიძებნოს… დანარჩენი საკითხი, მე თუ მკითხავთ, გადაწყვეტილია. გამოცხადდა ბატონი გოლდსმიტი, ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა თავის დასკვნაში გაცემული დიაგნოზი –  დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია იყო, მიმართული იმისკენ კი არა, რომ გარკვეულიყო რეალურად დიაგნოზის სიზუსტე და მერე ქმედითი ღონისძიება…

მეტი...

რუსთავში კორპუსი ჩამოინგრა – ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს. ისინი ცოცხლები არიან. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

მეტი...

კასპში, მაზლმა რძალი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 83 წლის კაცმა ძმის ცოლი, 73 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაგრძელდება

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პროცესები ყოველდღიურად ჩანიშნულიყო. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნა შეუძლებელია. „ერთი მოწმის დაკითხვას დღეს მთელი დღე მოვანდომეთ და სხვა საქმეები, რომლებიც დღეს დანიშნული მქონდა, გადავდე. ყოველ დღე დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია. შუამდგომლობის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს, არ ვართ აქ შეზღუდული და ისიც გასათვალისწინებელია, ეს მასალა და ამ რაოდენობის მოწმეები საჭიროებს რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა მოსამართლემ. 29 დეკემბერს სასამართლო პროცესი…

მეტი...

რუსთავში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

,,ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და რუსეთთან ერთად უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც. „როდესაც მე ვსაუბრობ გარანტიებზე, ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე და ასევე რუსეთზე“, – განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ უნდა უზრუნველყოს ამ რეგიონისა და მთელი ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება.  

მეტი...

,,რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები”- გიული ალასანია

,,რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია  ხელისუფლების წევრების განცხადებებს,  სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. „მის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! ექიმების დიაგნოზებზეა ეს ყველაფერი დამყარებული და ხელისუფლებაში ვინ არის ექიმი, მე აღარ ვიცი უკვე“, – აცხადებს ალასანია.      

მეტი...

„ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმე ავადმყოფი“ – ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ დასკვნას, ანუ ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი”,- ამის შესახებ  სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ  ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მძიმე ბრალდებებს უპასუხა და განმარტა, თუ რას ითხოვდა ხაჭაპურიძე მისგან. ,,სანამ ბატონი შალვა ხაჭაპურიძე ოფიციალურად ჩაერთვებოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეში, ჩემთან იყო მოსული, მითხრა, რომ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. ყოყმანობდა, არ იცოდა მიიღებდა თუ არა ამ მოწვევას. შემდეგ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა. ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა მანამდეც და ადვოკატად გახდომის შემდეგაც. მაძლევდა გარკვეულ…

მეტი...

,,გაკვირვებული და გაოგნებული ვარ…რამ აიძულა ამ კონტესქტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა”- ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის  სკანდალურ ბრალდებას პასუხობს. როგორც ექსპერტმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შალვა ხაჭაპურიძესთან წლები აკავშირებს და მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა ადვოკატის ამგვარ კონტექსტში ალექსანდრე გეჯაძის მოხსენიება. ,,მე და შალვა მეგობრები ვართ, ალბათ მიხვდება შემდეგ, რატომ გააჟღერა ასეთ ცუდ კონტექსტში ჩემი გვარი. მარტივად რომ ვთქვათ, მან საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა, ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რბილად ვამბობ ამას, რადგან ბატონ შალვასთან წლები მაკავშირებს. არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად და შესაბამისად, რამ აიძულა ამ კონტესქტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა,…

მეტი...

,,აშლილობა ყოველთვის ჰქონდა”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,პოსტ ტრავმული აშლილობა, აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა,”- ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”2-ოთახიან ლუქსშია მოთავსებული”. „აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა, პოსტტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის “ფეიკი”. მას არანაირი ტრავმა არ მიუღია, არანაირი წამება არ ყოფილა, ოროთახიან “ლუქსშია” მოთავსებული და ამხელა მონოლოგის მიუხედავად, თქვენ კვლავ ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი გახდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,გჯერათ იმდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! მე არ მჯერა” – მდინარაძე

,,თქვენც გჯერათ იმდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! მე ეს არ მჯერა,”- ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ”ბინძურად სიმულირებს”. ,,თქვენც გჯერათ იმდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! მე ეს არ მჯერა, და არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც დღეს, შეგიძლიათ გადახედოთ სოციალურ ქსელს და ა.შ. სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება…საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ მას თმა რომ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი…

მეტი...

,,ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ”- ზახაროვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მარია ზახაროვას განცხადებით, ჰააგის ასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. მისი თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ დაინტერესებულა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვითა და რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით“. „14-წლიანი მუშაობის შემდეგ გამომძიებლებმა, რომლებიც არ ერკვეოდნენ რეგიონის სპეციფიკაში, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ დასავლელი მურვეების პოლიტიკურ დაკვეთას, თავდაყირა დააყენეს ვითარება და ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ. შედეგად გაიცა დაკავების სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქეზე, რომელთაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი“,…

მეტი...

სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრესკონფერენცია 16:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადების შემდეგ ჩაინშნა. შეგახსენებთ, რომ პატირობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექს-პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას, თუმცა დაწერდა იმას, რასაც შსს ეტყოდა. ,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

მეტი...

,,სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები”- ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის, ერიკ-დევიდ გოლდსმიტის განცადებით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი და  აქვს დემენციის სიმპტომები. ამის შესახებ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა. „როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი. ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა…

მეტი...

,,არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და „მეორე ფრონტის“ გაჩაღების რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,ნიკა მელიამ და ლევან ხაბეიშვილმა ერთადერთი, რასაც შეიძლება, მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და მეორე ფრონტის გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მელიამ და ხაბეიშვილმა რასაც შეიძლება, მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“. „ე.წ. ჟურნალისტები საუბრობდნენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს სიტყვები ახსენეს არაერთხელ. ეს მიუთითებს, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ევროკავშირის პირველივე რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს ე.წ. დეპოლარიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების და მეორე ფრონტის…

მეტი...

სემეკთან შეთანხმებით „თბილისი ენერჯი“ 174 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

მეტი...

,,ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებულ სურათსა და დღეს სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. კრამონის თქმით, ბოლოს, როდესაც სააკაშვილს შეხვდა ჯანმრთელი ადამიანი იყო. „ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე.  

მეტი...

,,ვიდრე უკრაინა მოგვიწოდებს ომის გაჩაღებისკენ, მანამდე იქნება ხინჯი ურთიერთობებში”- ირაკლი კობახიძე

,,ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ზელენსკიმ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საქართველოდან გაიწვია ელჩი და  ამ პირობებშიმისი პარლამენტში ჩართვა გაუგებარი იქნებოდა. ,,ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაუგებარი იქნებოდა. მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე, ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში. დანილოვმა ან პოდოლიაკმა…

მეტი...

რუსეთში ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძარი კრეისერ “ადმირალ კუზნეცოვზე” გაჩნდა. “ხანძარი ლიკვიდირებულია. ყველა შესაბამისი სახანძრო სისტემა გამართულად მუშაობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის”, – აღნიშნა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ერთადერთი რუსული ავიამზიდი  2017 წლიდან შეკეთების პროცესშია.

მეტი...

„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი”- კობახიძე სააკაშვილზე

„დღეს  ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება „დღეს  ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება, მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ და ეს იყო ორი დღით ადრე გადაღებული კადრები, ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის…

მეტი...

,,ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ მიხედოს თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების  განცხადებებს ეხმაურება, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებენ. ,,თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

,,იმედია, სააკაშვილს ესმის, რომ იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში”- თეა წულუკიანი

,,ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, რაიმე ტიპის გართულება ან კიდევ მისი პატიმრობა, პირველ რიგში შედის მისივე თანაგუნდელების ინტერესში,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, სააკაშვილი იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში. „იმედი გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ამ იმედს, რომ სააკაშვილს ეს თავად ესმის. ესმის, რომ ის იარაღად არის ქცეული საკუთარი თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან, ვერანაირი მეთოდით პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ როგორმე სააკაშვილის მდგომარეობა გართულდეს. ამის იმედი აქვთ, ყველანაირ მეთოდს იყენებენ ამისთვის და სააკაშვილიც…

მეტი...

პარლამენტმა ვერც ომბუდსმენი, ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტს სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების  არჩევას რეკომენდაცია არ გაუწია.   კომიტეტმა, ასევე არ გაუწია რეკომენდაცია ცესკოს წევრის ვაკანტურ…

მეტი...

,,ყველა უნდა დაფიქრდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიღაც ოთახში შეკრებილმა რამდენიმე ენჯეომ”- პაპუაშვილი

 ,,რამდენიმე არასამთავრობო ცდილობს საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიოს თავისი გადაწყვეტილება, დაასახელოს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომ სხვა კანდიდატზე არ იყოს მსჯელობა,”- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში. ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა. ის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დაყვანილია იმაზე, – რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა რამდენიმე კანდიდატი და იმის იქით ფეხს ვერ ვუცვლით, მეტყველებს თუ რამდენად სერიოზულად უდგებით თქვენ იმ მანდატს, რომელიც მოგანიჭათ ხალხმა. ამაზე ვსაუბრობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს…

მეტი...

,,მოვუწოდებდი, მეგობარი  ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს”- თეა წულუკიანი

,,ყველას მოვუწოდებდი, მათ შორის ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, ”მიხეილ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, თუმცა არაერთი დაზარალებული თვლის, რომ მას სასჯელის სახით უფრო მეტიც ეკუთვნის ძალიან ბევრი დანაშაულისთვის”. „სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს…

მეტი...

,,რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინთან ლაპარაკი მოგვიწევს”- ჯო ბაიდენი

,,რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინთან ლაპარაკი მოგვიწევს,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „მთელი პოლიტიკა – პერსონალურია, ესაა ერთად დასხდომა და ერთმანეთის თვალებში ჩახედვა. ამას ვერაფრით შეცვლი, მეგობარია ეს, თუ მეტოქე“. „ომი შეიძლება, დასრულებულიყო დღესვე, პუტინს საერთოდ რომ ჰქონდეს ღირსება და გაეკეთებინა სწორი რამ, უბრალოდ ეთქვა – გაიყვანეთ სამხედროები, მაგრამ ეს ახლა ნამდვილად არ მოხდება. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომ მან მიაღწიოს წარმატებას ბრძოლის ველზე ჩვენი, ევროპელი მოკავშირეებისა და სხვების დახმარებით. პუტინმა რამდენიმე დღის წინ თავადაც…

მეტი...

,,რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? – ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი”- ოხანაშვილი სააკაშვილზე

,,თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის და მსჯავრს იხდის, მაგრამ მას იქ ყოფნა არ მოსწონს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, თუ საკითხს ასე მიუდგება, მაშინ უნდა გამოვუშვათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის ადამიანის ჯანმრთელობა დაცული იყოს. „მიხეილ სააკაშვილი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ სამკურნალოში. მიეწოდება ყველა სერვისი. მას ჰყავდა 1 500 ვიზიტორი. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის და მსჯავრს იხდის, მაგრამ მას იქ ყოფნა არ მოსწონს და უნდა გათავისუფლდეს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, თუ საკითხს ასე მიუდგება,…

მეტი...

,,ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცუდად გახდა. მისი თქმით, სააკაშვილთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს. ,,ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

,,სახელმწიფოს უნდა, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი”- შალვა პაპუაშვილი

,,ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი კიდევ, იმ დანაშაულებისთვის რაც დარჩენილი აქვს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული. ,,ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ჩვენ ვნახეთ ეს კიდევაც, ეს არათანამშრომლობა, რას ნიშნავს, ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის…

მეტი...