ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, – წერს გამოცემა. ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს. “დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად. მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ…

მეტი...

„მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს  საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ნება დართოს. ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ პატიმრობის პირობებით გამოწვეული იმ გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ნება დართოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ…

მეტი...

„ხვალ გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან უნდა დავიწყოთ მოქმედება” – ნიკა მელია

ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია გვაქვს, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხვალ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე დაგეგმილ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მელიას თქმით, პროცესი ისე გაიწელა, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ დადებით გადაწყვეტილებაც საბედისწერო აღმოჩნდეს, თუ ის დროულად არ იქნება მიღებული. „22 დეკემბერს, 11:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია…

მეტი...

„ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანს” – დიმიტრი პესკოვი

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი კარგს არაფერს მოუტანს უკრაინას, რუსეთი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსებს ვერ ხედავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების გაგრძელება კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, კიევის წინააღმდეგ შემობრუნდეს. „იარაღის მიწოდება გრძელდება, მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას და, ფაქტობრივად, უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა” – უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სამრეწველო გენერატორები გაიგზავნა, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას საავადმყოფოების, თბოელექტროსადგურების და ელექტროსადგურების უწყვეტი მუშაობისთვის, სასმელი წყლის სატუმბი დანადგარებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის. „ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების, მათ შორის მოძმე საქართველოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში მსოფლიო ბოროტების – რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. არავითარ ფრთოსან ან ბალისტიკურ რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატების დარტყმებს…

მეტი...

„თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ომი, შესაძლოა, მთელ კონტინენტზე გავრცელდეს” – მაკრონი

თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1/LCI-თან ინტერვიუში განაცხადა. “მშვიდობის დღეს დისკუსია დასჭირდება. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის”, – აღნიშნა მაკრონმა. მისი თქმით, რუსეთისთვის ასეთი გარანტიების მიცემაზე უარის თქმა მოახდენს ინტეგრალური ომის პროვოცირებას, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რუსეთის შიში, რომ NATO მის კარს მიუახლოვდება, ეს არის იარაღის განლაგება, რომელმაც, შესაძლოა, მას საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის – მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული” – დევიდ გოლდსმიტი

მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის – მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული , – ამის შესახებ უცხოელმა ექსპერტმა დევიდ გოლდსმიტმა განაცხადა. მისი თქმით, სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლას და ამიტომ მისი ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაა საჭირო, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა იქნება. „სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით ვიცი, რომ საქმე გვაქვს მძიმე მეტალებით მოწამვლასთან. ის ციხის სისტემიდან უნდა გათავისუფლდეს და მოათავსონ ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ექსპერტიზა და ტოქსიკური აგენტების აღმოჩენის და მართვის სპეციალობა. ასევე უნდა ჩატარდეს ყველა დამატებითი ტესტირება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყოს. ის უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში,…

მეტი...

„უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან თუ არ არის ხოლმე თავდასხმა, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ” – მამუკა მდინარაძე

ყოველთვის გვიწევს პასუხების გაცემა და თუ უკრაინიდან, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან არ არის ხოლმე თავდასხმა, პირდაპირ მოწოდება ომისკენ, შიდა საქმეებსა და მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობები, ჩვენ არანაირ პროაქტიულ ღონისძიებას არ ვატარებთ, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“. „შეიძლება, ეს ვიღაცას ფორმალურ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ, მაგალითად, არახამიამ რომ განცხადება გააკეთოს უკრაინაში, საქართველოში არავის აზრად არ მოუვა,…

მეტი...

თბილისში, ავტობუსის დაჯახების შედეგად 70 წლის კაცი გარდაიცვალა – მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო

უბედური შემთხვევა თბილისში. მუნიციპალური ავტობუსი 70 წლის კაცს დაეჯახა,რომელიც მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად მიდიოდა. პენსიონერი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ  გარდაიცვალა.  მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ერთ -ერთ  ვერსიით, გადაჭარბებული სიჩქარე და მძღოლის ალკოჰოლური თრობა გახდა. წინასწარი ინფრომაციით, მძღოლს სიმთვრალე  საპატრულო  პოლციის მიერ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა. ახლა გამოძიება დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მძღოლის დაკავების ორდერი სავარაუდოდ იმ შემთხვევაში გაიცემა თუ ალკოჰოლურ თრობაზე დადებითი პასუხი მოვა. სატრანსპორტო კომპანიაში მომხდარ  ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ,  რომ მძღოლებს ალკოტესტს ყოველ დილით, მუშაობის დაწყებამდე უტარებენ.

მეტი...

უკრაინაში საქართველოდან 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა. გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას,…

მეტი...

The Economist-მა უკრაინა 2022 წლის ქვეყნად დაასახელა

გამოცემა The Economist-მა უკრაინა 2022 წლის ქვეყნად დაასახელა. „წლის ქვეყნის არჩევა ადვილი არ არის. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალი დებატებით, სადაც ისინი კამათობენ ათეულზე მეტი ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წელს დავიწყეთ წლის ქვეყნების დასახელება, არჩევანი აშკარაა. ეს მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს. ეს პატივი, როგორც წესი, ენიჭება ქვეყანას, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გაუმჯობესდა წინა 12 თვის განმავლობაში. ასე რომ, უკრაინა, გარკვეულწილად, უჩვეულო არჩევანია, რადგან უკრაინელების უმეტესობისთვის ცხოვრება საოცრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ვლადიმირ პუტინმა მათ ქვეყანაში არაპროვოცირებული შეჭრა მოახდინა. ბევრი ადამიანი დაიღუპა.…

მეტი...

„რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სერიული მიწოდება დაიწყო” – სერგეი შოიგუ

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტის, „ცირკონის“ სერიული მიწოდება დაიწყო. 2023 წელს პრიორიტეტი იქნება დავალების სრულ შესრულებამდე სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საზღვაო ძალებმა მიიღო ყველაზე თანამედროვე წყალქვეშა ნავი, ექვსი ხომალდი, სამი საბრძოლო კატარღა, 11 დამხმარე ხომალდი და კატარღა, ასევე ორი სანაპირო სარაკეტო სისტემა. „ზოგადად, 2022 წლისთვის დასახული ყველა ამოცანა შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულეს. მათი საბრძოლო შესაძლებლობები 13%-ზე მეტით გაიზარდა. უზრუნველყოფილია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნების წინასწარ განსაზღვრული დონე. 2023 წლის პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება ამოცანების სრულ შესრულებამდე.…

მეტი...

„უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს” – ანდრეი ერმაკი

უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მიხეილ სააკაშვილი თავის 55-ე დაბადების დღეს რთულ ვითარებაში აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქე სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ძალასა და სიმტკიცეს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და კარგ ჯანმრთელობას. დაე, ყველა შენი უბედურება წარსულში დარჩეს რაც შეიძლება მალე”, – წერს ერმაკი.

მეტი...

„იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ – ძალიან გამიხარდება შენი ნახვა, ბევრი გვაქვს განსახილველი” – ჯო ბაიდენი

ბევრი რამ გვაქვს განსახილველი , – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ. ძალიან გამიხარდება შენი აქ ნახვა. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი”, – წერს ბაიდენი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთში ჩავიდა. 21 დეკემბერს დილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ში ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტი. თავად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას განიხილავს, სიტყვით გამოვა კონგრესში და რამდენიმე…

მეტი...

„ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას” – მამუკა მდინარაძე

ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც ჩამოყალიბდნენ საერთო კანდიდატზე. „მოგეხსენებათ, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ერთი ამოერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო, შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ…

მეტი...

„აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს“ – ნინო ნადირაძე

„ეს ბრძოლა წესების გარეშე მაოცებს, აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში, არა „ვივამედში“ (როგორც მოგერხსენებათ, სპეციალისტების უმრავლესობა მხოლოდ ერთ კლინიკას არ ემსახურება) და სამუშაო პროცესს აწყვეტინებს და კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა? ეს მიზანი ამართლებს საშუალებას ყოველთვის არაა „მეგობრებო“ სწორი გზა. ყველას არა აქვს რკინის ნერვები“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის  ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა.  პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს,  დაბა ლენტეხში, ბრალდებულმა, დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რა  დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლით დააზიანა აღნიშნული შენობა, რასაც მოჰყვა ხანძარი.  ,,გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი  და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა,”- ნათქვამია პროკურატურის…

მეტი...

,,ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ”- ვიქტორ ორბანი

,,ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ,”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო. “ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის – კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის – წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის – ყურებამდეა ომში”, – აღნიშნა ორბანმა. ორბანის თქმით, უნგრეთი მომავალშიც ”გვერდზე დარჩება”, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს.  

მეტი...

ხერსონის ერთ-ერთ სოფელში მასობრივი საფლავი იპოვეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით,  ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში სოფელ პრავდინოში რუსი ოკუპანტების მსხვერპლთა მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. მისი თქმით, 30 ნოემბერს გათავისუფლებულ სოფელში ნახეს 7 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის მოზარდი გოგოს ცხედარი. “ისინი უბრალოდ კლავენ” – წერს რეზნიკოვი.

მეტი...

,,ის ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში”- მალიუკი პუტინზე

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ვასილ მალიუკის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინს ან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში. მალიუკის თქმით, უშიშროების სამსახურმა სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, შექმნა მტკიცებულებების „უნიკალური საგანძური“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის. ,,ის(პუტინი) ამპარტავანი გახდა. ის მოხუცი ბაბუაა ბუნკერში. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და საბოლოოდ ორი ვარიანტის წინაშე აღმოჩნდება. ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი სადღაც ბუნკერში ალტაიში,”- განაცხადა მალიუკმა.  

მეტი...

,,ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი”- პუტინი

,,ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა. შესაბამისი კადრებს პოლონური TVN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

მეტი...

კვარაცხელიას ანაზღაურება იზრდება – რას წერს იტალიელი ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე

იტალიელმა ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. როგორც ჟურნალისტი წერს კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება. ჯუღელი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება და იანვრის დასაწყისში, „პარტენოპეის“ წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ფეხბურთელის ანაზღაურება გაიზრდება.

მეტი...

,,შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უარყოფს რუსეთის მცდელობებს, აჩვენოს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ცივდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ზელენსკის  ვიზიტი უდავოდ გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას. „პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორეც, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”, –…

მეტი...

,,საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის”- ლვოვის მერი

,,საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში,” – ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის.” „დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დავტოვებთ. ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში იმის დატოვება, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველას, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენც…

მეტი...

,,კითხვები იბადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. მისი თქმით, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. „მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ…

მეტი...

„იარაღის მიწოდება გრძელდება…ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის“- დიმიტრი პესკოვი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უფრო კონსტრუქციული არ გახდება და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის მიმართულებით არ შეიცვლება,” – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, აღნიშნულ  ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს არანაირი პოზიციური მოლოდინი არ აქვს. „იარაღის მიწოდება გრძელდება და მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც  ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, თბილისში, ა. პუშკინის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. აღნიშნულმა პირმა, ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. „ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. მას ბრალდება საქართველოს…

მეტი...

,,ძალიან სევდიანია…ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს”- ეკა ხერხეულიძე

,,ძალიან სევდიანია, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. ხერხეულიძემ კლინიკა  ”ვივამედში”, დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ,,დღევანდელი დღე არის ძალიან სევდიანი, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მიზეზი აქვს დიდი ზეიმის, ვგულისხმობ ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვა, რომელიც ტუსაღია დღეს პუტინის, ამ ვითარებაში ხვდება დღეს თავის დაბადების დღეს, ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის,”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მეტი...

გარდაიცვალა 24 წლის ბიჭი, 5 წლის ბავშვი კი კომაშია – არგენტინაში ზეიმი მსხვერპლით დასრულდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ არგენტინის ნაკრებს, სამშობლოში მილიონობით არგენტინელი ქუჩაში ზეიმით დახვდა. საყოველთაო ზეიმს ერთი ადამიანის, 24 წლის გულშემატკივღის სიცოცხლე შეეწირა. არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზეიმის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე კომაშია 5 წლის ბავშვი. ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა.

მეტი...

პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

,,საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს”- გიორგი ვაშაძე

,,დღეის იქეთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვაზე რამეს რომ იტყვის, გთხოვთ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია სახეზე ააფაროთ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ” საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს”. „თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი შეტევა ომში ჩართვის თაობაზე უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ოფიციალური წერილით არის დასრულებული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, ზელენსკის მსოფლიოს ლიდერები უსმენენ, რომელთა ჩართვა სააკაშვილის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი იქნება. მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო და უფრო მაღალ დონეზე ადის. რაკი საჭირო გახდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საკითხი გადაჭრაში მსოფლიო ლიდერები ჩაერთონ – იქნება…

მეტი...

ძალადობა “ფორმულას” ჟურნალისტზე – რუსეთის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. საქმე ეხება 9 ნოემბერს, თბილისში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც “ფორმულას” ჟურნალისტი პუშკინის ქუჩის მიმდებარედ რუსეთის მოქალაქის ე.კ-ს ჩაწერას ცდილობდა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების…

მეტი...

მაკრონის განცხადებით, ომის დასრულებისას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა. მაკრონის თქმით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. „მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის“, – განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, „ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს“. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის არის შიში, რომ ნატო მიუახლოვდება მის კარებს, ეს ეხება შეიარაღების განთავსებას, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთს“, –…

მეტი...

მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. „მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასალის მოედნის, ასევე, ღვინის აღმართის საშუალებით. ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538,…

მეტი...