,,ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და  ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებებზე რეაქცია არ აქვთ. „რაც შეეხება ევროპარლამენტთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არიან საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები, საქართველოს მიმართ არ აქვთ არანაირი ინტერესი, გარდა ერთისა. 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ამას…

მეტი...

„არგენტინა-ხორვატიის თამაში იყო, არ მეცალა” – ზარქუა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუა განცხადებით,  საქართველოს დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს თვალი არგენტინისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის გამო ვერ მიადევნა. მისივე თქმით, წარმოუდგენია იქ რა იქნებოდა. „მომიტევეთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიის თამაში, არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე. თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ის რომ იქნება, ბუნებრივია იქ რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, არ მაქვს ინფორმაცია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის მართვა არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო…”- დავით სერგეენკო

,,მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის მართვა არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების ფუნქცია დაკნინებულია, პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „არის მკურნალობა და არის შემთხვევის მართვა. მკურნალობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი აუცილებელი უკეთდება. რაც შეეხება შემთხვევის მართვას, რომელიც ფართე ცნება არის, ვიდრე მკურნალობა, ცალსახად არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების პოზიცია, ფუნქცია არის დაკნინებული და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები. ეს არის ძალიან დამაზიანებელი მინინუმ ორი ფაქტორის გამო. ეს უაყოფითად მოქმედებს პაციენტის დამოკიდებულებაზე მკურნალობისადმი და მეორე, ეს უარყოფითად მოქმედებს ექიმების კვალიფიციურობაზე, მათზე პოლიტიკური ზეწოლის გამო. მიუხედავად მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლისა, მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება​

საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩას მოიცავს. რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, ის 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. რაც მთავარია, თქვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც გზაშია და 23 დეკემბერს თბილისში იქნება. მინდა, მივმართო მშობლებს, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები წამოიყვანოთ 9 აპრილის ბაღში, სადაც განთავსებული იქნება თოვლის ბაბუის სახლი. ის სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, რაც აუცილებლად ასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.…

მეტი...

,,სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა”- კახა კალაძე

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე, 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და მუსიკალური საღამოები გაიმართება. „წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება. 23 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება და მინდა, ყველა მოგიწვიოთ. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა, საღამოობით კი მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით,…

მეტი...

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს 1 თვით გადადებას ითხოვს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის სასამართლო პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს. პენიტენციური სამსახური მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას ასახელებს. “გონივრული ვადა გვესაჭიროება და ეს გონივრული ვადა ერთი თვეა” – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის  წარმომადგენელმა.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს“- ხატია დეკანოიძე

„არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ აღნიშნული პროცესი დღეს დასრულდება. „არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა, ამიტომ სასამართლო მას ემორჩილება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ დღეს მორჩეს და დასრულდეს ეს პროცესი. ეს არის ჩემი მოსაზრება. არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სწრაფად გადაწყდეს ის საკითხი, როგორც უნდა გადაწყდეს და…

მეტი...

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართო

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართო. “პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს  მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა” – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის წერილში, რომელიც  მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.

მეტი...

რა არის აქლემის გრიპი – სამედიცინო სფეროს ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, კატარიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულ 3 ადამიანს აქლემის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ახლა კატარში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რის გამოც იქ უამრავი ადამიანი იმყოფება. სამედიცინო სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ აქლემის გრიპის შემთხვევების რაოდენობამ უახლოეს მომავალში შეიძლება მოიმატოს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად,  არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტომ (მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის) საკუთარ ვებგვერდებზე განცხადებები გაავრცელა და კატარში მყოფ ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. „აქლემის გრიპი“ არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით – MERS-CoV-ი.  ის  პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც შემდგომში ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის წყაროდ აქლემები ითვლებიან.…

მეტი...

ხანძარი თელავში – არიან დაღუპულები

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა. მათ ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა. ერთ-ერთმა ხანძრიდან გამოსვლა შეძლო, ერთი ადამიანიც გამოიყვანა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მეტი...

,,მზად არის, რომ სასამართლოს ჩაერთოს”- ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს. „მე რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

გიორგი ფანგანმა ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციის CEER-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები. გიორგი ფანგანის თქმით, CEER უმსხვილესი ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლის სტატუსიც სემეკს აქვს მინიჭებული. „სემეკი 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ზოგადად, სემეკის აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ჩვენი მისწრაფებაა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ქართული მარეგულირებლის განვითარების მაჩვენებლები ევროპელ კოლეგებთან,…

მეტი...

,,ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შვილის სასამართლო პროცესამდე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ”მედიაცენტრი მთავარი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი – არა“ – შალვა ნუცუბიძის ამ სიტყვებს გვერდს ვერ ავუვლიდი, მით უმეტეს, დღეს მისი დაბადების დღეა. ვერც ამ ფოტოს არგაზიარება შევძელი, ზუსტად ორი წლის წინანდელია, 14 დეკემბერს გადაღებული. ჩვენი ბიჭი, ზუსტად ვიცი, სწორედ ასეთი მზერით იდგება დღეს და მოუსმენს ჩემთან ერთად სასამართლო პროცესზე სულგაყიდული უფლებადამცველების გამოსვლას, მე არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მით უმეტეს, ადვოკატისას, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა. ბევრი ვეცადე,…

მეტი...

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. მასკს ფრანგული ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო. Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება ახლა, დაახლოებით, $178 მილიარდს შეადგენს, არნოს ქონება კი, $188 მილიარდს. არსებული ინფორმაციით, მასკის ჩამოქვეითება, Tesla-ს აქციების ფასის კლებამ გამოიწვია.

მეტი...

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში – ჩამოგდებულია 10 ირანული დრონი

ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სამ რეგიონში: კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით,  ადგილობრივი დროით 7:25 საათისთვის კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 „შაჰიდის“  თვითმფრინავი. ჟიტომირის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლებელია თვითმფრინავების თავდასხმების მეორე ტალღა განხორციელდეს.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – არის მსხვერპლი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ჩხორიასთან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ორ ახალგაზრდას დაეჯახა.  ერთ-ერთი ახალგაზრდა, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.    

მეტი...

,,მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერები და ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა”- ევროპარლამენტარი

,,არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერები და ხალხი რჩება. ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან ახლა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. ეს მოხდა კოსოვოს აღიარების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ უარი უთხრეს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას ბუქარესტში, ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ. ევროპას რომ მაშინ უფრო ძლიერი პოზიცია დაეჭირა, ამ ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, აგვერიდებინა ეს აგრესიული ომი უკრაინაში. რუსეთის ომის შედეგად…

მეტი...

სურამში გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს, 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სურამში გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს, 24 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სურამში მშენებლობაზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კოტეჯებს აშენებდა.

მეტი...

იტალიის სენატმა 2023 წელს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს განცხადებით, უკრაინა იტალიისგან შეიარაღებას იქამდე მიიღებს, ვიდრე რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება. ამასთან, სენატმა მხარი დაუჭირა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიისა და ბლოკ “მოქმედება”-ს რეზოლუციას, რომელიც იარაღის მიწოდების გზით უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ასევე მემარცხენეებისა და “მწვანეების” მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებდა, უარყოფილ იქნა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა, ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა”- რასა იუკნევიჩიენე

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს”,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. „საქართველო ეკუთვნის ევროპას. ის საბჭოთა რუსეთმა ძალით ჩამოაშორა ევროპას. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰიტლერისა და სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული გამყოფი ხაზების ნარჩენები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირს უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ…

მეტი...

,,საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა, დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება”- ვიოლა ფონ კრამონი

,,საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების მიერ,”- – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და მათ, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. „ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების მიერ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ბევრი ტყუილი ითქვა ნატო-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ. არაფერია, თუ არა სამარცხვინო ტყუილი, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მედია თავისუფლება უარესდება. ათი წლის წინ ბიძინა…

მეტი...

,,ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად”- ევროპარლამენტარი

,,ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. მისი თქმით,  რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. „საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის. ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.

მეტი...