დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, მამაკაცი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

,,მეუბნებოდა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო, მკოცნიდა, უხერხულად მეფერებოდა“ – რა წერია 12 წლის ბიჭის ჩვენებაში, რომელიც მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თბილისის ერთ ერთი საფეხბურთო გუნდის აღსაზრდელი 34 წლის მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საქმეში დევს დანაშაულის 4 ეპიზოდი, მათ შორისაა საზაფხულო შეკრება და ბავშვის ნაქირავებ ბინაში წაყვანის ფაქტი. ავტომობილი, ნაქირავები ბინა და სპორტსმენების საზაფხულო საცხოვრებელი – ეს ის ადგილებია, სადაც 12 წლის ბიჭის ჩვენებით, ფეხბურთის მწვრთნელი მას სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებული მოზარდი ჩვენებაში წერს, რომ კლუბის დირექტორი მას ინტიმურ ადგილებზე ეხებოდა და აიძულებდა, მომხდარი არავისთვის ეთქვა. ბავშვმა, რამდენიმე შემზარავი ფაქტის შემდეგ, მწვრთნელის ქმედებები ჯერ თანაგუნდელებს, შემდეგ კი, მშობლებს გაუმხილა. “კურიერმა” დახურული საქმიდან დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენება მოიპოვა, რომელიც მძიმე შინაარსისაა და მას მხოლოდ…

მეტი...

სოფელ დიღომში ავტო ხელოსანი მოკლეს, მისი დამხმარე კი დაჭრილია

სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ დიღომში. მოკლულია ავტო ხელოსანი, მისი დამხმარე კი ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული. კრიმინალური დაპირისპირების დეტალებზე ვერავინ საუბრობს, მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი ავტო სახელოსნოს თანამშრომელია, რომელსაც სამართლდამცველები კითხავენ. კრიმინალური შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა, თუმცა ადგილობრივებმა მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი დამნაშავე გაქცეული დახვდათ. უცნობია იდენტფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, მეორე დღეა ადგილე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

დაცინვა, ირონია, დამცირება – რუსული პროპაგანდისტული მედია მიხეილ სააკაშვილის თემას აშუქებს

მიხეილ სააკაშვილის საკითხი რუსული საინფორმაციო საშუალებების განხილვის მთავარი თემაა. რუსული მედია, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდის მსგავსად,  საქართველოს მესამე პრეზიდენტს დასცინის და აშარჯებს, ეძახის ,,სიმულანტს”. დაცინვა, ირონია, დამცირება – ამ სულისკვეთებით აშუქებს რუსული პროპაგანდისტული მედია მიხეილ სააკშვილის თემას. ამჯერად რეპორტაჟი ტელეკომპანია ,,მირმა” მოამზადა. ჟურნალისტის მტკიცებით, სააკაშვილის სიმულიანტობს და ის ცუდადა არ არის. რეპორტაჟში ერთი ერთში იმეორებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური განცხადებების სულისკვეთებას. ,,მირის” თბილისის ბიუროს ჟურნალისტი, მიხეილ რობაქიძეც, იმეორებს რომ სააკაშვილის ექიმებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. „სააკაშვილის 400 დღიანი პატიმრობა ბიუჯეტს 75 ათასი დოლარი დაუჯდა. მისი რეჟიმის დროს ადამიანებს ციხეებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ-  ეს არის რუსული…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნავს სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

„ფიზიკურად გამისწორდნენ” – ქარელის მკვიდრი 19 წლის ბიჭი პოლიციას ძალადობაში დადანაშაულებს

ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში, მცხოვრები 19 წლის ნიკა ოსაძე პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ოსაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, პოლიციელები მას ფიზიკურად 2 საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ბრალის დამძიმების მიზნით, იარაღის და ხელყუმბარის ჩადებაც სცადეს. ოსაძის ოჯახი, აგარის პოლიციის უფროსის სოსო გელაშვილის დასჯას ითხოვს.

მეტი...

„ სახალხო დამცველის საკითხზე კონსულტაციამ შედეგი ვერ გამოიღო” – ლევან იოსელიანი

ჩემდა სამწუხაროდ, კონსულტაციამ შედეგი ვერ გამოიღო და მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონკრეტულ კანდიდატზე. ვერ შეთანხმდნენ, ვამბობ, რადგან ძირითადად მოლოდინი გვქონდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ის პარტიები, რომლებსაც ჰყავდათ კანდიდატები დასახელებული, შეთანხმდებოდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, მისი გუნდის პოზიციაა, რომ ხელი შეუწყონ, მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვონ პოზიციები. „ჩვენ ფავორიტი და გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ კენჭისყრის დროს კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა ამაზე წინასწარ ვერ ვიტყვით. სამწუხაროა, რომ, საბოლოოდ, ეს მოლაპარაკება ამ ეტაპზე ჩიხში შევიდა. ვნახოთ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი კენჭისყრამდე, კიდევ რამე თუ…

მეტი...

,,ოცნების” მიერ წახალისებული ადამიანები არ ერიდებიან ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმებს – ,,დროა”

,,ოცნების” მიერ წახალისებული ადამიანები პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმებს – ,,დროა” გმობს ბათუმში გიორგი კირთაძეზე განხორცილებულ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. „პარტია „დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ენმ-ს წევრზე  ,,ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან…

მეტი...

Twitter-ის მომხმარებლებმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის გადადგომას დაუჭირეს მხარი

Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის წასვლას. BBC-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში, რომელიც მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩაატარა, გამოკითხულთა 57,5%-მა მის გადადგომას მისცა ხმა. მანამდე მასკმა, რომელსაც Twitter-ზე 122 მილიონი გამომწერი ჰყავს, განაცხადა, რომ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილებოდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 17,5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო.

მეტი...

ფრანკფურტის აეროპორტში 176 რეისი გააუქმეს

ლიპყინულის გამო გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტში ავიარეისები გააუქმეს და ერთი ასაფრენი ბილიკი დახურეს. ინფორმაციასDeutche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაინის ფრანკფურტში გერმანიის ყველაზე დიდი აეროპორტი მდებარეობს. იქ საერთო ჯამში 176 რეისი გაუქმდა. აეროპორტი ამჟამად შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. ლიპყინულიანობის გამო გერმანიის გზებზე ბევრი ავარია მოხდა. ქალაქ ვალსროდეს მახლობლად ავარიაში 25 წლის კაცი დაიღუპა.

მეტი...

„თეორიული შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის საკითხზე გადააფასონ მოვლენები, ეს თუ არ მოხდება, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე ” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას შევთავაზეთ, სახალხო დამცველობის ხუთი კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი და მათგან დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თეორიული შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს თუ არ მოხდება, არსებობს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის ჩავარდნის საფრთხე და პროცედურები ხელახლა უნდა დაიწყოს. „გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ხუთი მათგანისთვის დაეჭირათ მხარი, უფრო სწორად, რომელიმე მათგანისთვის მაინც. ანუ ჩვენი…

მეტი...

„ამ ეტაპზე სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა” – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული. როგორც ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის ორი კანდიდატი შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი მხარდაჭერა გამორიცხა და ოპოზიციას ხუთი კანდიდატი წარუდგინა. ხატია დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიცია აღნიშნული ხუთი კანდიდატიდან არც ერთს მხარს არ უჭერს. „შეთანხმების ირგვლია მძიმედ წავიდა საუბარი. ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვა, შეთანმხმება არ არის, არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ორი კანდიდატი. იცით, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს აბაშიძე-ბურჯანაძეს.…

მეტი...

„ყოველდღიურად გვეუბნებიან, თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც რუსეთში ექცევიან ოპონენტებს, ამ მიზნებს ემსახურებოდა გიორგი კირთაძეზე თავდასხმა” – ნიკა მელია

ოლიგარქის ხელისუფლება ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, შუღლსა და მტრობას საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მსგავსი ქმედებები ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის“. „რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლების და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას, რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ, ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი სისხლის ნიმუშის აღებას არ დათანხმდება”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის. მისი თქმით, დღეს სისხლის ნიმუშის ასაღებად სააკაშვილთან გამომძიებელი უნდა მისულიყო, თუმცა, ის კლინიკაში არ გამოცხადდა. „გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს, 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისათვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი, მაგრამ ის არ გვპასუხობს. სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება…

მეტი...

„ავატარი 2″-ის ყურებისას მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა

„ავატარი 2″-ის ყურებისას მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი კინოთეატრში თავის უმცროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

მეტი...

პუტინი მინსკში ჩავიდა

სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა. პუტინს ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა. ალექსანდრ ლუკაშენკოს განმარტებით, შეხვედრისას ლიდერები გეგმავენ, განიხილონ სტრატეგიული საკითხები, პირველ რიგში, ეკონომიკის სფერო. მისივე თქმით, ისაუბრებენ ბელარუსისა და რუსეთის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც.  

მეტი...

,,მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიაში შეკრებილ დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინისთვის იარაღის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება გაზარდონ. „რუსული აგრესია შეიძლება და უნდა დამარცხდეს. ახლა ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს. მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება“, – განაცხადა ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას. მისი თქმით, 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. „ნება მომეცით, გთხოვოთ გაზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობა. 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ და…

მეტი...

,,ხუდონჰესის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება. ,,ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში,”- განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

ქრთამის აღების ბრალდებით შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – ბ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მეტი...

,,ეს არის სუს-ის რუსული პროვოკაცია და ის „ტიტუშკა“ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”- ხაბეიშვილი კირთაძეზე თავდასხმაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით,გიორგი კირთაძეზე თავდასხმა ორგანიზებული იყო. „უსამშობლო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და უსამშობლო „რუსული ოცნება“ 10 წელია საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს, ხლეჩს და საკუთარ ამომრჩეველს კვებავს ბოღმით, შურისძიებით. მათ არაფერი ქართული და ადამიანური არ გააჩნიათ, არაფერი არ გააჩნიათ, არც ზნეობა, არც მორალი. რაც ვნახეთ ბათუმში ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული „ტიტუშკების“ თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული. ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, „რუსულ ოცნებას“ სურს რუსული პიარკამპანია – თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი ხუდონ ჰესის გამოსყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება ჰესის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა კანონმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღების  უფლებების დაცვა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება,  რაც გაზრდის ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და შეამცირებს რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი…

მეტი...

,,უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. „გენერატორებთან დაკავშირებით იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრაგენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდგომში პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მივიღეთ დავალება, გამოიყო ამისთვის რესურსები და დაწყებულია შესყიდვის პროცესი. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით, ისინი მიიღებენ ადეკვატურად, საჭიროების შესაბამის მოწყობილობებს, მაღალი ტექნოლოგიის ძალიან საიმედო გენერატორებს. ამისთვის ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი.…

მეტი...

18 წლის ახალგაზრდა აბაზანაში სავარაუდოდ გაზით გაიგუდა

18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა თბილისში, 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წარმოშობით კახეთიდან იყო და  თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში გაზმა კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან გაჟონა.

მეტი...

,,წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო”- ლევან დავითაშვილი

,,ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში,” – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც. „ცოტს ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და შესაბამისად, ამ პროექტს…

მეტი...

,,წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე პარტიის წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება. ,,კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 2022 წელს ქუჩაში კვერცხების სროლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ. გიორგი კირთაძეს არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა.”- წერს ხატია დეკანოიძე. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ – (mcm.ge)

მეტი...

ქუთაისში, ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გაათავისუფლეს

ქუთაისში, ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული პირი თავისუფალია. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ადვოკატის განცხადებით,  მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, ქუთაისში 16 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მგზავრიდან მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და 20- მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

მეტი...

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მას პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

მეტი...

,,არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი”- თეა წულუკიანი

,,ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის და ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირების, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი ფავორიტი მყავს, დაე, ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებში თავისი ფავორიტი ჰყავს. „რადიკალების ჯგუფში რომან გოცირიძე არის მსხვერპლი, მაგრამ ეს სხვა თემაა. კონკრეტულად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა, მამულაშვილიც დაემატა. ტრაგიკომედიაა რა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მესამეხარისხოვანია, ასევე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. როცა გვინდა, სანახაობა ვიხილოთ, გადავრთავთ ხოლმე, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა. წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, მათ შორის მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და მამულაშვილს. ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა მტყუვნისო და ერთმანეთში არის გადაძახება-გადმოძახება. უბრალოდ, ვერ…

მეტი...

,,ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი, სადაც ყველა სერვისი მიეწოდება…იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე”- ზარქუა

,,გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის საფუძველი არ არსებობს. „მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს.…

მეტი...

ყვარელში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი საჩივარი, გააუქმა  თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, ბრალდებულმა, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. ბრალდებულმა შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის…

მეტი...

,,ჩემს ტყავზე გადაიარა “ნაციონალების” გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში”- თეა წულუკიანი

,,ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ…

მეტი...

,,ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების ისტერიული პრინციპით გაკაპასებული კამპანია წარმოებს”- მამუკა მდინარაძე

,,ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება აჟიტირებული, გაკაპასებული კამპანიის წარმოება. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ სამართლებრივ ბრძოლაში საქართველო გამოვიდა გამარჯვებული. „ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე, ვიდრე ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ…

მეტი...

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.  პროექტის თანახმად: ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება:  • ფიზიკური პირი 150 ლარით • იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე – 300 ლარით  იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს: •…

მეტი...

ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების (250 ფუნტი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივ ნაკადს უზრუნველყოფს 2023 წლის განმავლობაში. რიში სუნაკი ლიდერებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ან გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა 2023 წელს.

მეტი...

,,უნდა დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა მისი უფლებების დამრღვევი ყველა პირი”- ხატია დეკანოიძე

,,მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა “სააკაშვილის სიაზე”, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები,” – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა ,,მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა “სააკაშვილის სიაზე”, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...