,,ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება”- ვიქტორ ჯაფარიძე

,,ადამიანი, რომელიც არაფერს ინანიებს და კიდევ აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები უნდა გაასაჯაროოს.

„გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა, გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები არ არის მისაღები.

„რომ საუბრობთ, ევროპარლამენტარებმა და ფოტიგამ რაღაც თქვაო, არ იყო მათი განცხადებები მისაღები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა. სააკაშვილის რომელი უფლებაა დარღვეული, საავადმყოფოში არაა, არ მკურნალობენ თუ რა?“, – განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები