,,რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია იგივე ლიბანშიც გავაკეთოთ” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, რომ არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია საზღვრებს მიღმა.

„ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის სერიოზული შეცდომის დაშვებასთან ახლოს არის. ამ ყველაფრის გამო ფასს ლიბანის მოსახლეობა გადაიხდის. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია იგივე ლიბანშიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა გალანტმა.

მანამდე „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ დაჯგუფების ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ უფრო წარმატებული გახდა.

მსგავსი თემები