ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება

ევროკავშირი-ჩინეთის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას “პოლიტიკო” ავრცელებს.

ეს ის თარიღებია, რომლებზეც ორივე მხარე მუშაობს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმაც აღნიშნა, რომ შეკრების თარიღები, რომელსაც ჩინეთი უმასპინძლებს, არაა საბოლოო.

ჩინეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. თავმჯდომარე, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი იქნება.

ტიერი ბრეტონმა, ევროკომისარმა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა, გააკრიტიკა პეკინის მკაცრი ხაზი მის უზარმაზარ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპული 5G ქსელის აღჭურვილობის პროვაიდერების წილი ერთნიშნა ციფრამდე დაეცა. მისი თქმით, “მიუღებელია, რომ Ericsson და Nokia გამორიცხული იქნებიან გაურკვეველი კრიტერიუმებით” ჩინეთში 5G კონტრაქტებზე ტენდერში.

მსგავსი თემები