მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

57 მუსლიმური და არაბული ქვეყანა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ნათქვამია რიადში გამართული ისლამური და არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტის კომუნიკეში.

მასპინძლებმა, საუდის არაბეთმა, საერთაშორისო საზოგადოება ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა, რადგან არ დააკისრა პასუხისმგებლობა ისრაელს ღაზაში ქმედებებისთვის.

არაბული ლიგის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იმედოვნებს, დასავლეთი გაითვალისწინებს გაეროს წევრთა მეოთხედიდან მისულ სიგნალს.

ირანსა და სირიას სურდათ უფრო წინ წასულიყვნენ და მოითხოვდნენ კონკრეტულ ქმედებებს, როგორიცაა ისრაელსა და რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტა, რაც უარყოფილ იქნა.

მსგავსი თემები