რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს – არის მსხვერპლი

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მდებარე დნიპროს რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, 64 წლის კაცი, რომელიც საკუთარ ეზოში იმყოფებოდა, მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მისი ცოლიც, რომელიც საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები