მორიგი თავდასხმა – კიდევ ერთი აქტივისტი სცემეს

„მხარი მაქვს ამოვარდნილივით, თავზე მეორე თავი გამომეზარდა, ცოტა მტკივა, ისეთი არაფერია, რაც არ მომირჩება, მგონი თითი მაქვს ამოვარდნილი. ბარიგას მეძახდნენ,“ – ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა საუბრობს და მასზე თავდასხმას იხსენებს.

ამ წუთებში მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება. ადგილზე კი სამართალდამცველები იმყოფებიან.

„მანქანის უკან იყვნენ დამალულები, აქეთ რომ გადმოვედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ,“ – ამბობს ყურუა

მსგავსი თემები