“​გააგრძელეთ იარაღის მიწოდება, უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს” – რინკევიჩსი

,,გააგრძელეთ იარაღის მიწოდება, უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს”. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა Associated Press-თან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და დასავლეთი პასუხისმგებელია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მეტი იარაღის თხოვნას უპასუხოს.

რინკევიჩის თქმით, თუ რუსეთს შეაჩერებენ უკრაინაში, მაშინ ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების გამოწვევას და თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება უფრო მარტივი იქნება.

,,მჯერა, რომ ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ვიდრე, თუ უკრაინას დავაღალატებთ ან დავუშვებთ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გავიდეს,” – თქვა რინკევიჩსმა.

მსგავსი თემები