სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

,,არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით,” – თქვა საქმის პროკურორმა.

 

მსგავსი თემები