,,მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც” – სოზარ სუბარი გინტურის მკვლელობაზე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი, სოზარ სუბარი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

„როცა ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს ხელისუფლების მიმართ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და განსხვავებით იგივე ოთხოზორიასგან, ტატუნაშვილისგან, გინტურისგან, არავის ახსოვს მათი სახელები.

არც ხმაურდებოდა, როდესაც მაგალითად 2011 წელს ნიკა ჯოჯუა მოკლეს, ანჯაფარიძე იყო 2010 წელს მოკლული, რამდენიმე შემთხვევა იყო 2009 წელს. საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი საერთოდ არ მიდიოდა. პირიქით, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და ამაზე ხმაურის ატეხა არ ღირსო – ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს“, – ამბობს სუბარი.

მსგავსი თემები