ლანჩხუთში, მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მასწავლებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულს, იმავე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 57 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ხუთშაბათს საკუთარ სახლში დააკავეს. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა, მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს. არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს.

მსგავსი თემები