უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეზე სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს უცხო ქვეყნის იმ 2 მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა. ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა.

სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროცესი დახურული იქნება რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა, ელექტრო შოკები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკით. ისინი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დააკავეს.

თუმცა, დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, სუს-მა მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, ამიტომ გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები