„ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული – ნეთანიაჰუ

ლიკვიდირებულია მუნთასარ სიფი, რომელიც ადრე  ისრაელის ციხეში ტერორიზმის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის დღეს ისრაელის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. სიფი თანამოაზრეებთან ერთად ეჭვმიტანილია ტერორისტული თავდასხმების სერიის განხორციელებაში. მან ბომბით ხელში გაქცევა სცადა, თუმცა ჯარისკაცებმა მამაკაცის ლიკვიდაცია შეძლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები დილიდან იუწყებიან, რომ რამდენიმე ტერორისტისა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება შეძლეს. პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა ისრაელი „დასავლეთ სანაპიროზე ყოველდღიურ აგრესიაში“ დაადანაშაულა. ისრაელი კი აცხადებს რომ ჰამასის წინააღმდეგ ომს გამარჯვებამდე გააგრძელებენ:

„მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. “ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ. ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან. მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება – არ იქნება „ჰამასი“. უფრო მეტიც, იქ არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ასწავლის თავის შვილებს ისრაელის სიძულვილს, ისრაელელების დახოცვას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას”, – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები