ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის კარიბჭე ჩაკეტა და მომიტინგეების წინააღმდეგ ფარები და ხელკეტები გამოიყენა.

პროპალესტინური დემონსტრაციები გუშინ ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის პარალელურად, პოლიციამ ულტრამემარჯვენეთა კონტრაქციაზე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბრიუსელში, პარიზში, ვენასა და ბერლინშიც.

მსგავსი თემები